მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)
ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)

თურ­ქუ­ლი მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა კად­რე­ბი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ხუ­ლია სტამ­ბო­ლის აფეთ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია. პირი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აიყ­ვა­ნეს, ქა­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მის სა­ხელს და გვარს არ ასა­ხე­ლე­ბენ.

მისი და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად თურ­ქე­თის შს მი­ნის­ტრმა სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ი­დან, აინ ალ-არა­ბი­დან მო­ვი­და, სა­დაც ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის სი­რი­ის შტა­ბ­ბი­ნა მდე­ბა­რე­ობს. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქე­თი ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვის მტკი­ცე და კა­ნო­ნი­ერ ომს გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩვენ სა­მა­გი­ე­როს გა­და­ვუხ­დით მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამ სა­ზა­რელ ტე­რაქ­ტზე“, - დას­ძი­ნა მან.

სო­ი­ლუმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად რვა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 81 და­შავ­და. 50 და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს, ხუთი კი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 8 ადა­მი­ა­ნი. აფეთ­ქე­ბა სტამ­ბო­ლის ცენ­ტრში გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შემ­თხვე­ვა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმად შე­ა­ფა­სა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
4

იმას რატომ არ წერთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ შტატებს დადო ხელი ?

!!!!!!!!!
11

ეგებ ეს გოგო არაფერ შუაშია? ასე სწრაფად როგორ დაადგინეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)

ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)

თურქული მედიაში გამოქვეყნდა კადრები, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია სტამბოლის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავების სპეცოპერაცია. პირი, რომელიც სამართალდამცველებმა აიყვანეს, ქალია.

სამართალდამცავები მის სახელს და გვარს არ ასახელებენ.

მისი დაკავების თაობაზე თავდაპირველად თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.

"ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე“, - დასძინა მან.

სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 8 ადამიანი. აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა. ხელისუფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"