პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა
თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა

2018-2022 წლებ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, ჯამ­ში, 4 446 623 ლა­რის ჯა­რი­მა გა­მო­ი­წე­რა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს, მხო­ლოდ 2022 წლის იან­ვრი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, თბი­ლის­ში 1612 სა­ჯა­რი­მო ოქმი გა­მო­ი­წე­რა, რის მი­ხედ­ვი­თაც, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბამ 1 029 320 ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა 2018-2021 წლებს, თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ნა­წარ­მო­ე­ბი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ჯამ­ში, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია 9573 ფი­ზი­კუ­რი პირი, 954 იუ­რი­დი­უ­ლი პირი, გა­მო­წე­რი­ლია 10 624 ოქმი, ხოლო სა­ჯა­რი­მო თან­ხის ოდე­ნო­ბამ ჯამ­ში, 3 417 303 ლარი შე­ად­გი­ნა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2018-2021 წლებ­ში, თბი­ლის­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რის­თვის ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, ჯამ­ში, 7 659 სა­ჯა­რი­მო ოქმი გა­მო­ი­წე­რა, სამ­შე­ნებ­ლო და ინერ­ტუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბით და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის, ჯამ­ში, 2915 ოქმი; ხოლო სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის - 50 ოქმი. სა­ჯა­რი­მო თან­ხის ოდე­ნო­ბამ 2018-21 წლებ­ში 3 417 303 ლარი შე­ად­გი­ნა.

გარ­და ამი­სა, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ჰქონ­და გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ დარ­ღვე­ვე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე, ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ად­გი­ლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის არის ყვე­ლა­ზე მეტი სა­ჯა­რი­მო ოქმი გა­მო­წე­რი­ლი და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა, უწყე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი სა­ხის სტა­ტის­ტი­კა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს არ უწარ­მო­ე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
0

ჯობია გაამკაცროთ კიდევ პირობები და ,,ვაგზალი" მაინც მორეცხოთ ხოლმე,ყარს.

nato
0

ყველა მაღაზიის ახლოს მდებარე ნაგვის ურნები და მის ახლოს მდებარე ტერიტორია საღამოობით ისეა დაბინძურებული ახლოს ვერ გაივლი. ყველგან მუყაოს ყუთები ყრია. თბილისის მერიამ უნდა გაამკაცროს კანონი და დაავალდებულოს სავაჭრო ქსელი - მუყაოს ნაწარმი არ უნდა იყრებოდეს ნაგავში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა

თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა

2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკური პირი, 954 იურიდიული პირი, გამოწერილია 10 624 ოქმი, ხოლო საჯარიმო თანხის ოდენობამ ჯამში, 3 417 303 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2018-2021 წლებში, თბილისში, მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ჯამში, 7 659 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ჯამში, 2915 ოქმი; ხოლო სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის - 50 ოქმი. საჯარიმო თანხის ოდენობამ 2018-21 წლებში 3 417 303 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან ჰქონდა გამოთხოვილი ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დარღვევების განმეორების შემთხვევებზე, ასევე, კონკრეტულად რომელი ადგილების დაბინძურებისთვის არის ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი გამოწერილი და რა პერიოდულობით შემოწმების ვალდებულება აქვს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თუმცა, უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მსგავსი სახის სტატისტიკა მუნიციპალიტეტს არ უწარმოებია.