ენათმეცნიერი, პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და "სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა.
1956-1969 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური მემკვიდრეობის სექტორის გამგე
1969 წლიდან. საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე 1989 წლიდან. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
ნოდარ ნათაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.