მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაკვრით არ მიხსენებია ამ ამბავში მონაწილე გია როინიშვილი... გადმომიტანეს მანქანიდან, არ მეგონა ადამიანურ სახეს თუ დავიბრუნებდი" - რას ჰყვება წლების წინ მომხდარ ავარიაზე ფიტნეს ინსტრუქტორი
"გაკვრით არ მიხსენებია ამ ამბავში მონაწილე გია როინიშვილი... გადმომიტანეს მანქანიდან, არ მეგონა ადამიანურ სახეს თუ დავიბრუნებდი" - რას ჰყვება წლების წინ მომხდარ ავარიაზე ფიტნეს ინსტრუქტორი

ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ლე­ლას­თან" ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვილ­მა ავა­რი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, წლე­ბის წინ მსა­ხი­ობ გია რო­ი­ნიშ­ვილს შე­ემ­თხვა.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ იცი­ნი­ან კუ­რი­ო­ზად მო­ყო­ლილ ამ­ბავ­ზე ლელა წურ­წუ­მია და მისი მე­უღ­ლე, პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა ვი­დე­ომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ნახ­ვა მო­აგ­რო­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ხა­ლი­სა, თუმ­ცა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სა­ხა­ლი­სო კონ­ტექ­სტით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი, უმ­ძი­მე­სია ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტორ ნინა ილუ­რი­ძის­თვის.

  • ვი­დე­ო­ში ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ წლე­ბის წინ, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ნა­ჩუ­ქა­რი მან­ქა­ნით ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და­ზი­ან­და. რო­დე­საც ბი­ძი­ნა გიას სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­ი­ნიშ­ვი­ლი დამ­ტვრე­უ­ლი მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვას 4 ათას დო­ლა­რად აპი­რებ­და, რაც იმ დროს საკ­მა­ოდ ბევ­რი ფუ­ლად ით­ვე­ბო­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, ავა­რი­ის დროს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს წლე­ბის წინ შე­ემ­თხვა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ზი­ან­და. მათ შო­რის გახ­ლდათ ფიტ­ნეს ტრე­ნე­რი, ნინა ილუ­რი­ძეც. რო­გორც ნინა იხ­სე­ნებს, ავა­რი­ის დროს სა­ხე­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

  • ნინა ილუ­რი­ძე:

- ეს ავა­რია ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ მოხ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი. მე ად­რეც მი­სა­უბ­რია რომ ორ ავა­რი­ა­ში ვარ მო­ყო­ლი­ლი, რის შემ­დე­გაც მო­ვე­დი ფიტ­ნეს­ში. თუმ­ცა სა­უბ­რი­სას მხო­ლოდ ერთ ავა­რი­ას ვახ­სე­ნებ­დი ხოლ­მე. იმი­ტომ რომ პირ­ვე­ლი ავა­რია ჩემ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იყო და ვდუმ­დი. ასე­ვე არ და­მე­ზი­ა­ნე­ბი­ნა სხვა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო არ ყო­ფი­ლი­ყო ამის მოს­მე­ნა. მაგ­რამ ლე­ლას­თან ვის­მენ ამ ის­ტო­რი­ას, მარ­თა­ლია, სხვა კონ­ტექ­სტშია მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ ნუ მას­წავ­ლით რო­გორ უნდა აღ­ვიქ­ვა ში­ნა­არ­სი. მეს­მის, რომ იქ იყო, ვი­თომ მო­ყო­ლი­ლი რო­გორ და­ამ­ტვრია რო­ი­ნიშ­ვილ­მა მან­ქა­ნა.

გიამ კი არ და­ამ­ტვრია მან­ქა­ნა, გია იყო სამ­წუ­ხა­როდ მი­ზე­ზი. მე ამას ბრალ­დე­ბით არ ვსა­უბ­რობ. თა­ვა­დაც ყვე­ბა ის ავ­ტო­რი კაცი, რომ ამ­დე­ნი მან­ქა­ნა და­ზი­ან­და. ის­ტო­რია რომ ასე იწყე­ბა, იქ­ნე­ბა ცოტა ტვი­ნი და­ა­მა­ტოთ ადა­მი­ა­ნებ­მა რომ იქ ხალ­ხი იჯდა. ერთი კვი­რის წინ ბე­შუ­მუ­რი კა­ბის ხსე­ნე­ბა­ზე ადა­მი­ანს გა­და­უ­ა­რეთ და სამ­სა­უხ­რი­დან გა­აგ­დეთ. ვი­ღაც ჩი­ნე­ლი? - სამ­წუ­ხა­როდ არ შე­უძ­ლია მას რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ის ვი­ღაც ჩი­ნე­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ი­ბა­რი დარ­ჩა. მე სა­ერ­თოდ გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე, გად­მო­მი­ტა­ნეს მან­ქა­ნი­დან.

ყვე­ლა­ფერ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იცი­ნოთ. ნამ­დვი­ლად კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა მაქვს ვინც მიც­ნობს, მეს­მის, რომ პი­რა­დად ჩემ­ზე არ სა­უბ­რობს... მაგ­რამ უნდა გა­ა­ჩე­რო ენა და ყვე­ლა­ფერ­ზე არ იხი­თხი­თო. იმ მო­მენ­ტში რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, მე ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მო­დი­ო­და გიას მან­ქა­ნა ჩვენ­ზე და ტრავ­მის­გან თუ შო­კის­გან არ მახ­სოვს არა­ფე­რი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი სა­კუ­თარ მშობ­ლებ­საც ვერ ვცნობ­დი. ნელ-ნელა აღ­დგა ჩემ­ში ის­ტო­რია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არა. წლე­ბი გა­ვი­და და ის პე­რი­ო­დი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დღემ­დე ჩა­ვარ­დნი­ლი მაქვს.

წე­ლი­წა­დი იყო გა­სუ­ლი და აი­ვან­ზე გა­და­კი­დუ­ლი ხა­ლი­ჩა ჩა­მო­ვარ­და, მე ამ დროს მე­ძი­ნა და ძა­ლი­ან ცუდი ხმა იყო. მა­შინ წა­მი­ე­რად აღ­მიდ­გა თვალ­წინ, რო­გორ გვე­ჯა­ხე­ბა მან­ქა­ნა. ახალ­გარზდა გოგო გონ­ზე რომ მო­ვე­დი, სარ­კეს მი­მა­ლავ­დნენ, მარ­ჯვე­ნა მხა­რე მო­ხე­უ­ლი მქონ­და. რო­დე­საც სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე, ეს იყო სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტი, ვუ­ყუ­რებ­დი და ვერ ვხე­დავ­დი სა­კუ­თარ თავს. არ მე­გო­ნა ოდეს­მე ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს თუ და­ვიბ­რუ­ნებ­დი.

არ ვყვე­ბო­დი არა­სო­დეს ამ ის­ტო­რი­ას. მე რომ ამის მო­ყო­ლა მდო­მე­ბო­და ამა­ზე სხვა დრო­საც ვი­სა­უბ­რებ­დი. გაკ­ვრით არ მიხ­სე­ნე­ბია, ამ ამ­ბავ­ში მო­ნა­წი­ლე გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, იმი­ტომ რომ სა­ჯა­რო ფი­გუ­რა იყო, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც კი იყო და არ მინ­დო­და ის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა... ამის იქით ხმა არ გა­მი­ღია და ამ დროს მეს­მის, რომ გა­მო­დის ვი­ღაც და ხი­თხი­თით ყვე­ბა. ბე­შუ­მუ­რი კაბა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი? - იქ­ნებ გა­დას­ცეთ იმ ადა­მი­ა­ნებს არ იხი­თხი­თონ. თან იცი­ნი­ან ვი­ღაც ჩი­ნე­ლი და­ზი­ან­და. არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ რა­ღა­ცებ­ზე სა­ხუ­მა­რო რა­ღა­ცე­ბის აწყო­ბა", - ამ­ბობს ნინა ილუ­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

გაუნათლებლობის ბრალია რომ იუმორი და უტაქტობა ერთმანეთში ერევათ.რაზე შეიძლება იცინო და რაზე არა ამის გაფილტრვის უნარი უნდა ქონდეს ადამიანს რომელიც ეთერში გამოდის

მარიამი
2

რატომ გიკვირთ? მთელი მასმედია თითქმის ღლიცინის მეტს არაფერს არ აკეთებს თავისი არაფრის მომცემი გადაცემებით. კარგი გადაცემებისათვის კი ჭკუა არის საჭირო. კიდევ კარგი არ უყურებ. რეკლამითაც მისახვედრია რა დაბალი დონეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"გაკვრით არ მიხსენებია ამ ამბავში მონაწილე გია როინიშვილი... გადმომიტანეს მანქანიდან, არ მეგონა ადამიანურ სახეს თუ დავიბრუნებდი" - რას ჰყვება წლების წინ მომხდარ ავარიაზე ფიტნეს ინსტრუქტორი

"გაკვრით არ მიხსენებია ამ ამბავში მონაწილე გია როინიშვილი... გადმომიტანეს მანქანიდან, არ მეგონა ადამიანურ სახეს თუ დავიბრუნებდი" - რას ჰყვება წლების წინ მომხდარ ავარიაზე ფიტნეს ინსტრუქტორი

ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა ავარიის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, წლების წინ მსახიობ გია როინიშვილს შეემთხვა.

ვიდეოში ჩანს, როგორ იცინიან კურიოზად მოყოლილ ამბავზე ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელებში ბევრი ნახვა მოაგროვა და საზოგადოება გაახალისა, თუმცა ამბავი, რომელიც სახალისო კონტექსტით იყო გადმოცემული, უმძიმესია ფიტნეს ინსტრუქტორ ნინა ილურიძისთვის.

  • ვიდეოში ბიძინა ბარათაშვილი ყვება, რომ წლების წინ, გია როინიშვილი ნაჩუქარი მანქანით ავარიაში მოყვა, რა დროსაც რამდენიმე მანქანა დაზიანდა. როდესაც ბიძინა გიას სანახავად მივიდა, რომელიც ამავე დროს ტრავმირებული იყო, აღმოჩნდა, რომ როინიშვილი დამტვრეული მანქანის გაყიდვას 4 ათას დოლარად აპირებდა, რაც იმ დროს საკმაოდ ბევრი ფულად ითვებოდა.

როგორც გაირკვა, ავარიის დროს, რომელიც მსახიობს წლების წინ შეემთხვა, რამდენიმე ადამიანი დაზიანდა. მათ შორის გახლდათ ფიტნეს ტრენერი, ნინა ილურიძეც. როგორც ნინა იხსენებს, ავარიის დროს სახეზე მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • ნინა ილურიძე:

- ეს ავარია ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, წლების განმავლობაში ვდუმდი. მე ადრეც მისაუბრია რომ ორ ავარიაში ვარ მოყოლილი, რის შემდეგაც მოვედი ფიტნესში. თუმცა საუბრისას მხოლოდ ერთ ავარიას ვახსენებდი ხოლმე. იმიტომ რომ პირველი ავარია ჩემთვის ფსიქოლოგიურად გაცილებით მძიმე იყო და ვდუმდი. ასევე არ დამეზიანებინა სხვა ადამიანი, რომლისთვისაც სასიამოვნო არ ყოფილიყო ამის მოსმენა. მაგრამ ლელასთან ვისმენ ამ ისტორიას, მართალია, სხვა კონტექსტშია მოყოლილი, მაგრამ ნუ მასწავლით როგორ უნდა აღვიქვა შინაარსი. მესმის, რომ იქ იყო, ვითომ მოყოლილი როგორ დაამტვრია როინიშვილმა მანქანა.

გიამ კი არ დაამტვრია მანქანა, გია იყო სამწუხაროდ მიზეზი. მე ამას ბრალდებით არ ვსაუბრობ. თავადაც ყვება ის ავტორი კაცი, რომ ამდენი მანქანა დაზიანდა. ისტორია რომ ასე იწყება, იქნება ცოტა ტვინი დაამატოთ ადამიანებმა რომ იქ ხალხი იჯდა. ერთი კვირის წინ ბეშუმური კაბის ხსენებაზე ადამიანს გადაუარეთ და სამსაუხრიდან გააგდეთ. ვიღაც ჩინელი? - სამწუხაროდ არ შეუძლია მას რიგი მიზეზების გამო პასუხის გაცემა. ის ვიღაც ჩინელი მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩა. მე საერთოდ გარდაცვლილი ვეგონე, გადმომიტანეს მანქანიდან.

ყველაფერზე არ შეიძლება იცინოთ. ნამდვილად კარგი იუმორის გრძნობა მაქვს ვინც მიცნობს, მესმის, რომ პირადად ჩემზე არ საუბრობს... მაგრამ უნდა გააჩერო ენა და ყველაფერზე არ იხითხითო. იმ მომენტში როდესაც ყველაფერი მოხდა, მე ყველაფერი დავინახე, როგორ მოდიოდა გიას მანქანა ჩვენზე და ტრავმისგან თუ შოკისგან არ მახსოვს არაფერი. გონზე რომ მოვედი საკუთარ მშობლებსაც ვერ ვცნობდი. ნელ-ნელა აღდგა ჩემში ისტორია, მაგრამ ბოლომდე არა. წლები გავიდა და ის პერიოდი მეხსიერებაში დღემდე ჩავარდნილი მაქვს.

წელიწადი იყო გასული და აივანზე გადაკიდული ხალიჩა ჩამოვარდა, მე ამ დროს მეძინა და ძალიან ცუდი ხმა იყო. მაშინ წამიერად აღმიდგა თვალწინ, როგორ გვეჯახება მანქანა. ახალგარზდა გოგო გონზე რომ მოვედი, სარკეს მიმალავდნენ, მარჯვენა მხარე მოხეული მქონდა. როდესაც სარკეში ჩავიხედე, ეს იყო საშინელი მომენტი, ვუყურებდი და ვერ ვხედავდი საკუთარ თავს. არ მეგონა ოდესმე ადამიანურ სახეს თუ დავიბრუნებდი.

არ ვყვებოდი არასოდეს ამ ისტორიას. მე რომ ამის მოყოლა მდომებოდა ამაზე სხვა დროსაც ვისაუბრებდი. გაკვრით არ მიხსენებია, ამ ამბავში მონაწილე გია როინიშვილი, იმიტომ რომ საჯარო ფიგურა იყო, პარლამენტის წევრიც კი იყო და არ მინდოდა ის დაეზიანებინა... ამის იქით ხმა არ გამიღია და ამ დროს მესმის, რომ გამოდის ვიღაც და ხითხითით ყვება. ბეშუმური კაბა შეურაცხყოფილია და სხვა ადამიანები არ არიან შეურაცხყოფილები? - იქნებ გადასცეთ იმ ადამიანებს არ იხითხითონ. თან იცინიან ვიღაც ჩინელი დაზიანდა. არ შეიძლება ასეთ რაღაცებზე სახუმარო რაღაცების აწყობა", - ამბობს ნინა ილურიძე.