საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას
"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას

ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ტესტ-მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ სა­მო­ას და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით - 19:20 და­მარ­ცხდა.

პირ­ველ ტა­ი­მი სა­მო­ამ 10:6 მო­ი­გო. მე­ო­რე ტა­ი­მი სა­მო­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, სა­ჯა­რი­მო­თი ან­გა­რი­ში გა­ზარ­დეს. ამას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის“ მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი შე­ტე­ვა, ჩა­უთ­ვლე­ლი ლელო, ტა­ბუ­ცა­ძის ლელო, აბ­ჟან­და­ძის გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი გარ­და­სახ­ვა და ვი­ზა­ვის მო­თა­მა­შის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას სრუ­ლად ფლობ­და, მე­ტო­ქის მო­რაგ­ბეს წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ა­ღე­ბი­ნეს, აბ­ჟან­და­ძემ კი სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ დაც­ვის შეც­დო­მის შე­დე­გად სა­მოა ლელო-გარ­და­სახ­ვით წინ გა­ვი­და და გა­ი­მარ­ჯვა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­ას მო­რაგ­ბე­ებ­მა მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი ჰაკა შე­ას­რუ­ლეს, ხოლო მათ სა­პა­სუ­ხოდ ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მო­ე­დან­ზე ისე გან­ლაგ­დნენ, რომ ჯვრის ფორ­მა გა­მო­სა­ხეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზო­გი­ერ­თმა ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი ჯვრის გა­მო­სახ­ვის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. ისი­ნი თვლი­ან, ჯვრის წარ­მო­ჩე­ნა, რო­გორც ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის ერ­თგვა­რი თი­ლის­მა ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს და პრობ­ლე­მას ვერ ხე­და­ვენ მო­რაგ­ბე­ე­ბის მსგავს ქმე­დე­ბა­ში.

  • გა­გაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

ლექ­სო ლე­კი­აშ­ვი­ლი

ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი - მა­გა­ლი­თად, ფა­ნებს და­ე­წე­რათ, ასე ჯო­ბი­აო და მა­შინ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, არ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა.მაგ­რამ ესაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან ერ­თად, 2013 წლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად ძა­ლა­დობს ადა­მი­ა­ნებ­ზე. ამი­სი დას­ტუ­რია ზუს­ტად ასე­თი­ვე ჯვა­რი პარ­ლა­მენ­ტის წინ, 2021 წლის 5 ივ­ლისს აღ­მარ­თუ­ლი. ამი­ტო­მაა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი და მეც ვე­თან­ხმე­ბი პრო­ტესტს.

ნიქო გორ­გი­ლა­ძე

შემ­დეგ­ზე ნა­ხე­ვარ­მთვა­რე გე­ცა­დათ, ჯვა­რი ხუთი გაქვთ დრო­შა­ზე და მა­ინც არა­ფე­რი გეშ­ვე­ლათ

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ერთ ადა­მი­ანს რა რი­ტუ­ა­ლი ექ­ნე­ბა, ილო­ცებს თუ მი­წას აკო­ცებს, მისი გა­და­სა­წყვე­ტია და გუნ­დურ სპორ­ტში ვინ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ერ­თო თი­ლის­მა­ზე, ან რწმე­ნა­ზე?

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

ცნო­ბის­თვის, ეროვ­ნულ დრო­შა­ზეც 5 ჯვა­რი გვაქვს გა­მოს­ხუ­ლი, ჰოდა, იმე­დია იქი­და­ნაც არა­ვის უნდა მათი ამოშ­ლა.. ძა­ლი­ან ბევრ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე აქვთ ჯვა­რი ეროვ­ნულ დრო­შებ­ზე, იმე­დია, ესეც უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცის.

რაში, რაში და მო­რაგ­ბე­თა ამ წყო­ბა­ში, სულ მცი­რე, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გან­სხვა­ვე­ბით, ქოც–ნაც­თა ბე­ლა­დე­ბის ამ­ბი­ო­ნი­დან "ქა­და­გე­ბე­ბი­სა­გან" !

არ­ჩილ მარ­შა­ნია

არც ერთი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ჯახი არ არის ორ ან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის, მი­თუ­მე­ტეს რაგ­ბი.უამ­რა­ვი ის­ტო­რი­ის, რი­ტუ­ა­ლის, თი­ლის­მე­ბის და მუ­ღა­მის ამ­ბა­ვია.რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვარ­ში, ისე ცალ­კე­ულ მო­თა­მა­შე­ებ­ში და ისე გუნ­დებ­ში.რი­ტუ­ა­ლე­ბი რო­გორც წესი, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას, ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის წარ­დგე­ნას და იმე­დის ჩა­სახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად: ხა­ვი­ერ ჰერ­ნან­დე­სი მუხ­ლებ­ზე მდგა­რი ლო­ცუ­ლობ­და მატ­ჩის წინ ხოლ­მე; ბლა­ნი ბარ­ტეზს კოც­ნი­და ხოლ­მე თავ­ზე; ნურ­მა­გა­მე­დო­ვი ღმერ­თს ახ­სე­ნებ­და ჩხუ­ბამ­დე; დვა­ლიშ­ვი­ლი ყელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კით მოძ­რა­ობს; ამე­რი­კულ ფეხ­ბურთში თი­ლის­მე­ბი ყავთ და იმათ და­არ­ბე­ნი­ნე­ბენ მო­ე­დან­ზე; მა­ო­რის კულ­ტუ­რას, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სა­რი­ტუ­ა­ლო ცეკ­ვე­ბი არ გა­მო­ე­ლე­ვა და კი იცით ჰაკა რაგ­ბი­ში; ვი­ღა­ცა შეც­ვლა­ზე შეს­ვლი­სას იწერს პირ­ჯვარს, არ­ვე­ლა­ძე მა­გა­ლი­თად და ა.შ. და ა.შ.

ჩვე­ნი რაგ­ბის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ფორ­მა­ზე რა­ღაც იდეა იყო ყო­ველ­თვის.ვაზი ეხა­ტა ზურ­გზე, იმ ლე­გენ­დის გა­ტა­ნა იყო, რომ­ლის თა­ნახ­მად მებ­რძო­ლე­ბი ომში ვა­ზით რომ მი­დი­ოდ­ნენ, ფორ­მას ღვი­ნის ფერი მი­ვე­ცით და ახლა წმინ­და ნი­ნოს ჯვრით დად­გნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის საბ­რძო­ლო ცეკ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ.და რა, ჯვა­რი გა­გიკ­ვირ­დათ ბრძო­ლა­ში (გინ­და ძველ თუ ახალ ის­ტო­რი­უ­ლად და გინ­და დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის შემ­ყუ­რე) თუ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა, რას აღ­შფო­დით ასე მარ­თლა ვერ გა­ვი­გე, ან რა არის გა­უ­გე­ბა­რი ამ ჟეს­ტში. არა განა აღ­შფო­თე­ბის, დაჟე ჯა­ა­ან აღ­შფო­თე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვთ.გაქვთ. უბ­რა­ლოდ ბო­ნუ­სად იცო­დეთ, რომ თქვენ კი უკე­თე­სად იცით, მაგ­რამ, ჩე­მის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ახა­ლი ლო­გოც იდე­ა­ლუ­რია და ძაან კარ­გი სხვა­თა­შო­რის.

ახლა ქარ­თულ რაგბს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი არ აქვს, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბა­შიც და მარ­ცხშიც ჩვენ ვართ მე­თექ­ვსმე­ტე:მი­აწ­ვა­აა!"

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუთაშხია
0

ყოჩაღ ლომებო. უფალი გფარავდეთ.

მერაბი
23

ჯვარი და დუტა კი არა, განათლებასა და მეცნიერების განვითარებას მიხედეთ, თორემ ჩავრჩებით მეთხუთმეტე საუკუნეში 

ავტორი:

"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას

"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "დინამო არენაზე“ სამოას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 19:20 დამარცხდა.

პირველ ტაიმი სამოამ 10:6 მოიგო. მეორე ტაიმი სამოელთა უპირატესობით დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას "ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები ინიციატივას სრულად ფლობდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ დაცვის შეცდომის შედეგად სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

  • აღსანიშნავია, რომ სამოას მორაგბეებმა მატჩის დაწყებამდე ტრადიციული ჰაკა შეასრულეს, ხოლო მათ საპასუხოდ ქართველი მორაგბეები მოედანზე ისე განლაგდნენ, რომ ჯვრის ფორმა გამოსახეს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა ქართველი მორაგბეები ჯვრის გამოსახვის გამო გააკრიტიკა. ისინი თვლიან, ჯვრის წარმოჩენა, როგორც ბორჯღალოსნების ერთგვარი თილისმა ხალხის არჩევანი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა. საზოგადოების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და პრობლემას ვერ ხედავენ მორაგბეების მსგავს ქმედებაში.

  • გაგაცნობთ საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებას სოციალური ქსელიდან:

ლექსო ლეკიაშვილი

ეს რომ ყოფილიყო ხალხის არჩევანი - მაგალითად, ფანებს დაეწერათ, ასე ჯობიაო და მაშინ გაეკეთებინათ, არ იქნებოდა პრობლემა.მაგრამ ესაა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, 2013 წლიდან რეგულარულად ძალადობს ადამიანებზე. ამისი დასტურია ზუსტად ასეთივე ჯვარი პარლამენტის წინ, 2021 წლის 5 ივლისს აღმართული. ამიტომაა გასაპროტესტებელი და მეც ვეთანხმები პროტესტს.

ნიქო გორგილაძე

შემდეგზე ნახევარმთვარე გეცადათ, ჯვარი ხუთი გაქვთ დროშაზე და მაინც არაფერი გეშველათ

ნანუკა ჟორჟოლიანი

ერთ ადამიანს რა რიტუალი ექნება, ილოცებს თუ მიწას აკოცებს, მისი გადასაწყვეტია და გუნდურ სპორტში ვინ იღებს გადაწყვეტილებას საერთო თილისმაზე, ან რწმენაზე?

ლაშა ჩხარტიშვილი

ცნობისთვის, ეროვნულ დროშაზეც 5 ჯვარი გვაქვს გამოსხული, ჰოდა, იმედია იქიდანაც არავის უნდა მათი ამოშლა.. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოს, ასევე აქვთ ჯვარი ეროვნულ დროშებზე, იმედია, ესეც უმრავლესობამ იცის.

რაში, რაში და მორაგბეთა ამ წყობაში, სულ მცირე, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, განსხვავებით, ქოც–ნაცთა ბელადების ამბიონიდან "ქადაგებებისაგან" !

არჩილ მარშანია

არც ერთი სპორტის სახეობა მხოლოდ ტექნიკური ჯახი არ არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის, მითუმეტეს რაგბი.უამრავი ისტორიის, რიტუალის, თილისმების და მუღამის ამბავია.როგორც გულშემატკივარში, ისე ცალკეულ მოთამაშეებში და ისე გუნდებში.რიტუალები როგორც წესი, საბრძოლო განწყობის ამაღლებას, ქვეყნის კულტურის წარდგენას და იმედის ჩასახვას ემსახურება.

მაგალითად: ხავიერ ჰერნანდესი მუხლებზე მდგარი ლოცულობდა მატჩის წინ ხოლმე; ბლანი ბარტეზს კოცნიდა ხოლმე თავზე; ნურმაგამედოვი ღმერთს ახსენებდა ჩხუბამდე; დვალიშვილი ყელზე ჩამოკიდებული საქართველოს რუკით მოძრაობს; ამერიკულ ფეხბურთში თილისმები ყავთ და იმათ დაარბენინებენ მოედანზე; მაორის კულტურას, სხვადასხვანაირი სარიტუალო ცეკვები არ გამოელევა და კი იცით ჰაკა რაგბიში; ვიღაცა შეცვლაზე შესვლისას იწერს პირჯვარს, არველაძე მაგალითად და ა.შ. და ა.შ.

ჩვენი რაგბის ნაკრების ყველა ფორმაზე რაღაც იდეა იყო ყოველთვის.ვაზი ეხატა ზურგზე, იმ ლეგენდის გატანა იყო, რომლის თანახმად მებრძოლები ომში ვაზით რომ მიდიოდნენ, ფორმას ღვინის ფერი მივეცით და ახლა წმინდა ნინოს ჯვრით დადგნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ცეკვის წინააღმდეგ.და რა, ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში (გინდა ძველ თუ ახალ ისტორიულად და გინდა დღეს უკრაინაში ქართველი მებრძოლების შემყურე) თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე, ან რა არის გაუგებარი ამ ჟესტში. არა განა აღშფოთების, დაჟე ჯააან აღშფოთების უფლება არ გაქვთ.გაქვთ. უბრალოდ ბონუსად იცოდეთ, რომ თქვენ კი უკეთესად იცით, მაგრამ, ჩემის აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ლოგოც იდეალურია და ძაან კარგი სხვათაშორის.

ახლა ქართულ რაგბს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა გამარჯვებაშიც და მარცხშიც ჩვენ ვართ მეთექვსმეტე:მიაწვააა!"