უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ფრონტზე ვითარების გაყინვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. ამის შესახებ დანილოვმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ განვითარდება ვითარება ფრონტზე ხერსონის განთავისუფლების შემდეგ და არის თუ არა საუბარი ახლა ომის შესაძლო გაყინვაზე.
„ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ საყინულე არ ვართ. უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და წელიწადის დროის მიუხედავად. არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან. ისინი ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გამათავისუფლებლებს ესალმებიან ცრემლიანი თვალებით, ამიტომ შეიარაღებული ძალების ამოცანა საკმაოდ მარტივი და გასაგებია - ჩვენი მთელი ტერიტორიის გათავისუფლება ტერორისტებისგან, ოკუპანტებისგან და ეს აუცილებლად შესრულდება, მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.
სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის დროებითი საზღვარი ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში მდ. დნეპრზე გაივლის. რუსეთი შეეცდება ყირიმის გამაგრებას, და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე (დონბასზე) სრული კონტროლის დამყარებას. შემდეგ, გაზაფხულზე... რა მოხდება არავინ არ იცის.
ზამტარი წინ არის და გაიყინებიო ეს გიტხრეს შენ კი ვიცით რომ თბილად ხარ და ხალხს უთხარი ახლა ყველაფერს რომ დაწვავენ გასათბობად ასე საქართველოში იყო 1991 წლიდა 2005 წლამდე