პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"
გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მწვა­ვე ენერ­გო­დე­ფი­ცი­ტი არის თემა, რომ­ლის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა წლე­ბია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უშე­დე­გოდ აკ­რი­ტი­კებს. ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ვერ აგ­ვა­რებ­და ამ თე­მას, ახლა ბჟა­ნია-ან­ქვაბს უმოქ­მე­დო­ბის გამო გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს... ბლო­გე­რე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რაც დროდ გა­დის, კი­დევ უფრო შორ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ვე­ღარ უმკლავ­დე­ბა.

კი­დევ ერთი თემა, რომ­ლის გარ­შე­მოც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მღელ­ვა­რე­ბა და­ი­წყო, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან სომ­ხე­ბის აფხა­ზეთ­ში ეტა­პობ­რი­ვად ჩა­სახ­ლე­ბაა. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ პრო­ექტს რუ­სე­თის სო­მეხ­თა კავ­ში­რი და ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­ბენ ტა­ტუ­ლი­ა­ნი აფი­ნან­სე­ბენ, რომ­ლის­თვი­საც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტის მი­ცე­მას რე­გი­ონ­ში სკან­და­ლი მოჰ­ყვა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს აფხა­ზეთ­ში გა­ლუსტ ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან მას ზუ­რაბ ქა­ჯა­ია მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს. ყა­რა­ბა­ღის სომ­ხებს აფხა­ზეთ­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად გარ­კვე­ულ თან­ხა­საც ჰპირ­დე­ბი­ან.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი სერ­გეი შამ­ბა აცხა­დებს, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უკან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი დგა­ნან, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თო­ბის დან­გრე­ვაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თა­რი სომ­ხე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რი აბე­სა­ლომ კვარ­ჩია. მისი თქმით, მსგავ­სი იდე­ო­ლო­გი­ის უკან ერთი მი­ზა­ნი დგას - აფხა­ზი ერის ერ­თი­ა­ნო­ბის შერ­ყე­ვა...

კვარ­ჩია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ახლა, აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს.

"ნუთუ მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გარ­კვე­ვა, ვინ და­წე­რა, რომ აფხა­ზეთ­ში ორ­მოც­და­ა­თი ათა­სი ადა­მი­ა­ნი უნდა ჩა­მო­ა­სახ­ლონ? თან პრო­ცე­სის სა­ვა­რა­უ­დო მო­დე­რა­ტო­რებს ასა­ხე­ლებს. თუ ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა, ეს ნიშ­ნავს, რომ ასე­თი იდე­ო­ლო­გი­უ­რი აგ­რე­სი­ის­გან და­ცუ­ლი არ ვართ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია...

მრგვა­ლი მა­გი­დის გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებ­დით, რის­თვი­საც, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბიც მო­ვიწ­ვი­ეთ, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მო­ვიდ­ნენ, მხო­ლოდ ოცი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. არა­და, ახლა რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვიდ­გას, თუ აფხა­ზი ერი ერ­თი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო არა­ვის­თვის არ ვიქ­ნე­ბით" - ამ­ბობს კვარ­ჩია.

სა­ჯა­რო პი­რე­ბის უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზურ მე­დი­ას მათ გან­ცხა­დე­ბებ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, რად­გან თუ შამ­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კვალს ხე­დავს, კვარ­ჩია შიდა კვალ­ზე სა­უბ­რობს.

"პრო­ექ­ტის მო­დე­რა­ტო­რად აფხა­ზე­თის გმირს გა­ლუსტ ტრა­პი­ზო­ნი­ანს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ გუნდში და­ა­სა­ხე­ლეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ ქა­ჯა­ია და იდე­ას თურ­მე თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი მფარ­ვე­ლობს. ბიზ­ნე­სი უწო­დეს და თან­ხაც და­ა­სა­ხე­ლეს - თითო ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­ზე 15 ათა­სი დო­ლა­რი. უბ­რა­ლო ხალ­ხის­თვის, ვინც ვერ ერ­კვე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი არ შე­უძ­ლია, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, სი­ნამ­დვი­ლე ეგო­ნოს" - ამ­ბობს კვარ­ჩია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თემა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მრგვა­ლი მა­გი­დის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. აფხა­ზეთ­ში სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ პრო­ექ­ტის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბენ, აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სი­სუ­ლე­ლეს უწო­დე­ბენ.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, მათ აფხა­ზე­თის სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რე გა­ლუსტ ტრა­პი­ზო­ნი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბა სცა­დეს, თუმ­ცა, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი სუ­რენ კერ­სე­ლი­ა­ნი მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"წა­კი­თხვაც კი არ მი­ფიქ­რია... ვინ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ გა­ავ­რცე­ლოს, ქარ­თვე­ლებ­მა თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა?.. პირ­ვე­ლად ხდე­ბა თუ რა?!" - კი­თხუ­ლობს კერ­სე­ლი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ახლა აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირს და სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 50 ათა­სი თუ არა, პირ­ველ ეტაპ­ზე, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც შე­მო­იყ­ვა­ნოს, რად­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ლე­ბა სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, რო­მელ­თაც პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო, სომ­ხეთ­ში ჩა­სახ­ლე­ბა არ სურთ...

"სა­ერ­თოდ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ამ პრო­ექ­ტის უკან, რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი და რუ­ბენ ტა­ტუ­ლი­ა­ნი იდ­გნენ. ტა­ტუ­ლი­ა­ნის ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა და პრე­ზი­დენ­ტის კარ­ზე ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია... ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხმე­ბიც სჭირ­დე­ბა, ბოლო დრო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი, აგუ­ძე­რას პარ­კი, უშუ­ქო­ბა, რომ­ლის ფონ­ზეც უმ­ძი­მე­სი ზამ­თა­რი გვე­ლო­დე­ბა, მათ მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ... ამი­ტომ სჭირ­დე­ბათ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რე­ბი ჯერ კი­დევ გა­მო­სა­დე­გია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქუ­ლი დრო­ნე­ბის ცვე­ნა­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის ავ­ტო­მა­ტე­ბის პი­რის­პირ ცხოვ­რე­ბას ჯო­ბია..." - წერს ია­სოს აფხა­ზი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

რა არის გასაკვირი და დაუჯერებელი?! აქამდეც ცოტა ჩაასახლეს თუ?!... აბა, ჩვენ რა გვქონდა გასაყოფი!

ლია
1

საქართველოს სპეცსამსახურები არა, მაგრამ შესაძლოა ის ხალხი ავრცელებს, რომელსაც ომი უნდა, რათა ომის პროვოცირება აფხაზეთის მხარიდან მოხდეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"

გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"

ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგოდეფიციტი არის თემა, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ხელმძღვანელობას უშედეგოდ აკრიტიკებს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც თავადაც ვერ აგვარებდა ამ თემას, ახლა ბჟანია-ანქვაბს უმოქმედობის გამო გადადგომისკენ მოუწოდებს... ბლოგერების და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხელმძღვანელობა რაც დროდ გადის, კიდევ უფრო შორდება მოსახლეობას, რადგან რეგიონში არსებულ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება.

კიდევ ერთი თემა, რომლის გარშემოც ოკუპირებულ რეგიონში მღელვარება დაიწყო, მთიანი ყარაბაღიდან სომხების აფხაზეთში ეტაპობრივად ჩასახლებაა. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ პროექტს რუსეთის სომეხთა კავშირი და ბიზნესმენი რუბენ ტატულიანი აფინანსებენ, რომლისთვისაც აფხაზური პასპორტის მიცემას რეგიონში სკანდალი მოჰყვა. აღნიშნულ პროექტს აფხაზეთში გალუსტ ტრაპიზონიანი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მას ზურაბ ქაჯაია მეთვალყურეობს. ყარაბაღის სომხებს აფხაზეთში ახალი ცხოვრების დასაწყებად გარკვეულ თანხასაც ჰპირდებიან.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელების უკან, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მიზანიც აფხაზური მოსახლეობის ერთობის დანგრევაა. სინამდვილეში, არავითარი სომხების ჩამოსახლება არ იგეგმება.

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია. მისი თქმით, მსგავსი იდეოლოგიის უკან ერთი მიზანი დგას - აფხაზი ერის ერთიანობის შერყევა...

კვარჩია ირწმუნება, რომ ახლა, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ასეთი ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს.

"ნუთუ მართლა შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინ დაწერა, რომ აფხაზეთში ორმოცდაათი ათასი ადამიანი უნდა ჩამოასახლონ? თან პროცესის სავარაუდო მოდერატორებს ასახელებს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის ავტორების ვინაობის დადგენა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი იდეოლოგიური აგრესიისგან დაცული არ ვართ, რაც ძალიან ცუდია...

მრგვალი მაგიდის გაფართოებას ვაპირებდით, რისთვისაც, პარლამენტის ყოფილი და მოქმედი დეპუტატებიც მოვიწვიეთ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოვიდნენ, მხოლოდ ოცი ადამიანი მოვიდა. არადა, ახლა რთული პერიოდი გვიდგას, თუ აფხაზი ერი ერთიანი არ იქნება, საინტერესო არავისთვის არ ვიქნებით" - ამბობს კვარჩია.

საჯარო პირების უარყოფის მიუხედავად, აფხაზურ მედიას მათ განცხადებებში ეჭვი ეპარება, რადგან თუ შამბა გავრცელებულ ინფორმაციაში ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს, კვარჩია შიდა კვალზე საუბრობს.

"პროექტის მოდერატორად აფხაზეთის გმირს გალუსტ ტრაპიზონიანს ასახელებენ. ამ გუნდში დაასახელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზურაბ ქაჯაია და იდეას თურმე თავად პრეზიდენტი მფარველობს. ბიზნესი უწოდეს და თანხაც დაასახელეს - თითო ჩამოსახლებულზე 15 ათასი დოლარი. უბრალო ხალხისთვის, ვინც ვერ ერკვევა და ინფორმაციის ანალიზი არ შეუძლია, გამორიცხული არ არის, სინამდვილე ეგონოს" - ამბობს კვარჩია.

აღნიშნული თემა რამდენიმე დღის წინ მრგვალი მაგიდის სხდომაზე განიხილებოდა. აფხაზეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პროექტის გარშემო მსჯელობენ, აღნიშნულ განცხადებას სისულელეს უწოდებენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მათ აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე გალუსტ ტრაპიზონიანთან დაკავშირება სცადეს, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

რეგიონში საკმაოდ აქტიური სურენ კერსელიანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"წაკითხვაც კი არ მიფიქრია... ვინ შეიძლება ასეთი რამ გაავრცელოს, ქართველებმა თუ აზერბაიჯანელებმა?.. პირველად ხდება თუ რა?!" - კითხულობს კერსელიანი.

აღნიშნული თემის გარშემო ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ახლა აფხაზეთის ხელმძღვანელობას ფინანსურად ძალიან უჭირს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 50 ათასი თუ არა, პირველ ეტაპზე, ლტოლვილის სტატუსით, რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც შემოიყვანოს, რადგან მთიანი ყარაბაღი ყოველდღიურად იცლება სომეხი მოსახლეობისგან, რომელთაც პრორუსული ორიენტაციის გამო, სომხეთში ჩასახლება არ სურთ...

"საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ამ პროექტის უკან, რუსეთში მიღებული ბიზნესმენები რუბენ ვარდანიანი და რუბენ ტატულიანი იდგნენ. ტატულიანის ხელგაშლილობა და პრეზიდენტის კარზე ასეთი დაახლოება შეუმჩნეველი არავის დარჩენია... ჩვენს ხელისუფლებას ხმებიც სჭირდება, ბოლო დროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, აგუძერას პარკი, უშუქობა, რომლის ფონზეც უმძიმესი ზამთარი გველოდება, მათ მხარდაჭერა არ აქვთ... ამიტომ სჭირდებათ ეთნიკური უმცირესობა. ქართველების ნასახლარები ჯერ კიდევ გამოსადეგია, ყოველ შემთხვევაში, თურქული დრონების ცვენასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ავტომატების პირისპირ ცხოვრებას ჯობია..." - წერს იასოს აფხაზი.