პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?
"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

ვინ იქ­ნე­ბა ენმ-ს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ირ­კვე­ვა, რომ­ლის თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. პარ­ტი­ა­ში და­წყე­ბუ­ლია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის წეს­სა და თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნიკა მე­ლი­ას ჩა­ნაც­ვლე­ბის ამ­ბი­ცია ბევრ კან­დი­დატს ექ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რის გა­მარ­ჯვე­ბის მცი­რე შან­სებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. დღეს გა­ირ­კვა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნიკა მე­ლი­ას გარ­და, პრე­ტენ­ზია გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ გამოთ­ქვა, რო­მე­ლიც თავ­მჯდო­მა­რეს­თან მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ჩა­ლა­ძე ამ­ბობს, იმის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ის არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა ენმ-ს რი­გებ­ში სი­ცი­ლად არ ეყოთ, ხუმ­რო­ბად მი­ი­ღეს და რო­მან გო­ცი­რი­ძემ ფბ გვერ­დზე ისიც და­წე­რა "ამ ადა­მი­ანს უნდა, რომ თავ­მჯდო­მა­რე გახ­დეს? დაგ­ვცი­ნით?“

დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­ლი­ას კონ­კუ­რენ­ტი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც გუ­შინ ღიად თქვა, რომ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რებ­და. ხა­ბე­იშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან გან­მარ­ტა, რომ გუნ­დი მის კან­დი­და­ტუ­რა­ზე მსჯე­ლობს, ეს სურ­ვი­ლი არა მის­გან, არა­მედ პარ­ტი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და თუ კი გუნ­დი გა­და­წყვეტს, მზად არის, თავ­მჯდო­მა­რე გახ­დეს. მისი აზ­რით, ბევ­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პარ­ტი­ას თუ დას­ჭირ­და, კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლიც და­თან­ხმდნენ.

ნიკა მე­ლი­ას პოს­ტის­თვის ბრძო­ლას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეც შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც მე­ლი­ას უუ­ნა­რო ლი­დე­რად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"ჩემი მი­ზა­ნია, არ­სე­ბუ­ლი უუ­ნა­რო თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და პარ­ტი­ის უმოქ­მე­დო მე­ნე­ჯმენ­ტი, სრუ­ლად ჩა­მო­ცილ­დეს პარ­ტი­ის მარ­თვას!.. ვიწ­ვევ ნიკა მე­ლი­ას ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის სა­ჯა­რო დე­ბა­ტებ­ში და მზად ვარ, არ­გუ­მე­ტი­რე­ბუ­ლად ავუხ­სნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, თუ რა­ტომ აღარ უნდა იყოს ის თავ­მჯდო­მა­რე და რამ­დე­ნად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მომ­ტა­ნია რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ პარ­ტი­ის­თვის!" - წერს ის და ჩა­ლა­ძის და­რად აცხა­დებს, რომ პარ­ტი­ამ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა და­ი­სა­ხოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი მუმ­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

კუ­ლუ­ა­რუ­ლად სა­უ­ბა­რო­ბენ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის კან­დი­და­ტუ­რა­ზეც, რო­მე­ლიც წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რო­მე­ლიც წინა არ­ჩევ­ნებ­ში ნიკა მე­ლი­ას ერ­თა­დერ­თი კონ­კუ­რენ­ტი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან აღარ ჩნდე­ბა, ის მხო­ლოდ პირ­ველ დღეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და თქვა, რომ მზად არის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა მის­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ამის­თვის არას­წო­რი დრო შე­არ­ჩი­ეს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს პრო­ცე­სი ენმ-ს დაშ­ლით დას­რულ­დეს. მმარ­თვე­ლი გუნ­დი ამ­ბობს, რომ პარ­ტი­ა­ში კრი­ზი­სია და ბრძო­ლა გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, რომ ეს კე­ზე­რაშ­ვი­ლის თა­მა­შია, რე­სურ­სიც მი­სია და ბრძო­ლა მე­ლი­ას გან­ზე გა­სა­წე­ვად მი­დის.

ჩვე­ნი წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ პი­რი­ქით, ნიკა მე­ლი­ას­თან შე­და­რე­ბით სხვა კან­დი­და­ტე­ბის მცი­რე შან­სებ­ზე სა­უბ­რობს:

"არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბა, მარ­ტამ­დე უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ახლა, ნა­ად­რე­ვად იმი­ტომ ინიშ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ებს ალ­ბათ ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­ში აღე­ბა უნ­დათ. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც უკვე თბი­ლის­შია, აქამ­დე ლვოვ­ში იჯდა, რაც შემ­თხვე­ვი­თი არ უნდა იყოს. ეს არის მე­ლია-კე­ზე­რაშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძო­ლა.

რო­გორც ვიცი, ვარ­შა­ლო­მი­ძე აღარ აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, თუმ­ცა არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, სრუ­ლი სუ­რა­თი იმ კვი­რა­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. ჩა­ლა­ძემ რომ გა­მო­ა­ცხა­და, ჩემს კან­დი­და­ტუ­რას და­ვა­ყე­ნე­ბო, მთე­ლი "ნაც­სას­ტა­ვი“ სი­ცი­ლით კვდე­ბა, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­აჩ­ნი­ათ, ან რისი შან­სე­ბი აქვს? პარ­ტი­უ­ლი ელექ­ტო­რა­ტი მას მხარს არ და­უ­ჭერს. ამ­ბო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა პარ­ტი­ამ და­ა­ყე­ნოს ხა­ტი­ას, პეტ­რეს და ლე­ვა­ნის კან­დი­და­ტუ­რე­ბი. მა­ინც და მა­ინც კე­ზე­რაშ­ვილ­ზეა აქ­ცენ­ტი, მაგ­რამ მანდ სხვა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი­ცაა - მე­ლი­ას გარ­და, ვანო თა­ვის­თვის იბ­რძვის, მაგ­რამ კე­ზე­რაშ­ვილ­თან აქვს თუ არა "ლინ­კი“, არ ვიცი.

მე­ლია ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს, მის კი­სერ­ზე გა­და­ი­ა­რა ბევ­რმა დარ­ტყმამ - ცი­ხე­ში ჩაჯ­და, დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე უარი თქვა და ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, პოს­ტი სხვას უნდა და­უთ­მოს? ამას არ იზამს... მე­ლია თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას თუ დათ­მობს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პო­ლი­ტი­კი­და­ნაც უნდა წა­ვი­დეს. მას ნაკ­ლე­ბაქ­ტი­უ­რო­ბას საყ­ვე­დუ­რო­ბენ და რა ექნა, როცა აქ­ცი­ა­ზე 200 კაც­ზე მეტი არ გა­ვი­და? ფაქ­ტია, ხალ­ხი აღარ გა­მო­დის... ამათ ჰგო­ნი­ათ, მე­ლია თუ წავა და ვინ­მე სხვა მოვა, მი­შას ის გა­მო­უშ­ვებს, ან ბი­ძი­ნას გა­უშ­ვებს? და­დონ პროგ­რა­მე­ბი და თქვან, რო­გორ აპი­რე­ბენ ამას. ენმ-ში მიმ­დი­ნა­რე არე­უ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლიც ურე­ვია, რო­მელ­საც შიგ­ნით და­საყ­რდე­ნი ჰყავს. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ცაა, ვის­ზეც ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, კაც­მა არ იცის, ვინ რას "ჩა­ლი­ჩობს“. იმე­დია, მალე ყვე­ლა გა­ი­შიფ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ლი­ას შეც­ვლა თუ უნ­დათ, ბევ­რი კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა. მე­ლია თა­ვის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ხმებს მა­ინც მი­ი­ღებს, უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა ხმე­ბი კი და­იქ­საქ­სე­ბა და უპი­რა­ტე­სო­ბა ისევ მის მხა­რეს იქ­ნე­ბა. ჯერ ისიც გა­სარ­კვე­ვია, რა ტი­პის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, დე­ლე­გა­ტე­ბის და ამომ­რჩევ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია რო­გორ მოხ­დე­ბა. წინა არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ, ელექტრო­ნუ­ლად იყო ხმის მი­ცე­მა და მე­ლი­ამ 13 ათას­ზე მეტი, ვარ­შა­ლო­მი­ძემ კი მისი ნა­ხე­ვა­რი - 7 ათა­სი ხმა მი­ი­ღო.

ვი­ღა­ცე­ებს ენმ-ში უნდა ცვლი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი გუნ­დის ყოლა, ზოგს - პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა. ერ­თა­დერ­თი, ვინც შე­იძ­ლე­ბა "ოც­ნე­ბა“ შეც­ვა­ლოს, ენმ-ა. "ოც­ნე­ბას“ მეტი ნა­რა­ტი­ვი ხომ არ აქვს, 10 წელი აში­ნებ­დნენ ამომ­რჩე­ველს და გა­ი­ძა­ხოდ­ნენ - ნა­ცე­ბი, ნა­ცე­ბიო, რა­საც მხო­ლოდ მისი 25%-იანი ამომ­რჩე­ვე­ლი­ღა იჯე­რებს. ადრე თუ არა, დღეს უკვე აწყობს "ოც­ნე­ბას“ ენმ-ს დაშ­ლა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აღარ ეყო­ლე­ბა.

მი­შას პო­ზი­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ის კვლავ დუმს, კაც­მა თქვა, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დიო და მან რომ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სა­დაც არ წა­სუ­ლა. ჩათ­ვა­ლეთ, რა­საც ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ამ­ბობს, იმას იტყო­და და იმ აზ­რზე იქ­ნე­ბო­და მი­შაც, ვი­ნა­ი­დან ისაა მი­შას ყვე­ლა­ზე ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი. ეკა კი მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რია,“ - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

რაო ვანიჩკამ,მოვრჩიო ჯართის ჩაბარების კონტროლს უკრაინაშიო?!...

ჰმმმმმმმმ...
0

რომ გაჰყვიროდნენ ნაცები "ცხელი შემოდგომა" იქნებაო,ჰოდა დაუდგა ნაცხროვას მართლა "ცხელი შემოდგომა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

ვინ იქნება ენმ-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებზე გაირკვევა, რომლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პარტიაში დაწყებულია კონსულტაციები თავმჯდომარის არჩევის წესსა და თარიღთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, ნიკა მელიას ჩანაცვლების ამბიცია ბევრ კანდიდატს ექნება, რომლებიც მოქმედი თავმჯდომარის გამარჯვების მცირე შანსებზე ლაპარაკობენ. დღეს გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას გარდა, პრეტენზია გიორგი ჩალაძემ გამოთქვა, რომელიც თავმჯდომარესთან მწვავე დაპირისპირებაში იმყოფება. როგორც ჩალაძე ამბობს, იმის მიზეზი, რის გამოც ის არჩევნებში ერთვება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. მისი ინიციატივა ენმ-ს რიგებში სიცილად არ ეყოთ, ხუმრობად მიიღეს და რომან გოცირიძემ ფბ გვერდზე ისიც დაწერა "ამ ადამიანს უნდა, რომ თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?“

დიდი ალბათობით, მელიას კონკურენტი ლევან ხაბეიშვილიც იქნება, რომელმაც გუშინ ღიად თქვა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ხაბეიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ გუნდი მის კანდიდატურაზე მსჯელობს, ეს სურვილი არა მისგან, არამედ პარტიიდან მომდინარეობს და თუ კი გუნდი გადაწყვეტს, მზად არის, თავმჯდომარე გახდეს. მისი აზრით, ბევრი კანდიდატი იქნება და არ გამორიცხავს, რომ პარტიას თუ დასჭირდა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილიც დათანხმდნენ.

ნიკა მელიას პოსტისთვის ბრძოლას არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძეც შეუერთდა, რომელიც მელიას უუნარო ლიდერად მოიხსენიებს.

"ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!.. ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტირებულად ავუხსნა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!" - წერს ის და ჩალაძის დარად აცხადებს, რომ პარტიამ პრიორიტეტად მიშას გათავისუფლება უნდა დაისახოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მუმლაძემ რამდენიმე კვირის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ძალადობაში დაადანაშაულა.

კულუარულად საუბარობენ ლევან ვარშალომიძის კანდიდატურაზეც, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რომელიც წინა არჩევნებში ნიკა მელიას ერთადერთი კონკურენტი იყო.

რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელია მედიასაშუალებებთან აღარ ჩნდება, ის მხოლოდ პირველ დღეს გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნებს და თქვა, რომ მზად არის არჩევნებისთვის, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ამისთვის არასწორი დრო შეარჩიეს.

"ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი ენმ-ს დაშლით დასრულდეს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ პარტიაში კრიზისია და ბრძოლა გავლენების გადანაწილებაზე მიმდინარეობს. "ოცნება“ ფიქრობს, რომ ეს კეზერაშვილის თამაშია, რესურსიც მისია და ბრძოლა მელიას განზე გასაწევად მიდის.

ჩვენი წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ პირიქით, ნიკა მელიასთან შედარებით სხვა კანდიდატების მცირე შანსებზე საუბრობს:

"არჩევნები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში“ 2 წელიწადში ერთხელ იმართება, მარტამდე უნდა ჩატარებულიყო. ახლა, ნაადრევად იმიტომ ინიშნება, რომ ვიღაცეებს ალბათ ინიციატივის ხელში აღება უნდათ. ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია-კეზერაშვილ-მერაბიშვილის ბრძოლა.

როგორც ვიცი, ვარშალომიძე აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა არაფერია გამორიცხული, სრული სურათი იმ კვირაში გამოიკვეთება. ჩალაძემ რომ გამოაცხადა, ჩემს კანდიდატურას დავაყენებო, მთელი "ნაცსასტავი“ სიცილით კვდება, ეს არასერიოზულად მიაჩნიათ, ან რისი შანსები აქვს? პარტიული ელექტორატი მას მხარს არ დაუჭერს. ამბობენ, რომ შეიძლება პარტიამ დააყენოს ხატიას, პეტრეს და ლევანის კანდიდატურები. მაინც და მაინც კეზერაშვილზეა აქცენტი, მაგრამ მანდ სხვა დაჯგუფებებიცაა - მელიას გარდა, ვანო თავისთვის იბრძვის, მაგრამ კეზერაშვილთან აქვს თუ არა "ლინკი“, არ ვიცი.

მელია ბოლომდე იბრძოლებს, მის კისერზე გადაიარა ბევრმა დარტყმამ - ციხეში ჩაჯდა, დეპუტატობაზე უარი თქვა და ახლა, ფაქტობრივად, პოსტი სხვას უნდა დაუთმოს? ამას არ იზამს... მელია თავმჯდომარეობას თუ დათმობს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკიდანაც უნდა წავიდეს. მას ნაკლებაქტიურობას საყვედურობენ და რა ექნა, როცა აქციაზე 200 კაცზე მეტი არ გავიდა? ფაქტია, ხალხი აღარ გამოდის... ამათ ჰგონიათ, მელია თუ წავა და ვინმე სხვა მოვა, მიშას ის გამოუშვებს, ან ბიძინას გაუშვებს? დადონ პროგრამები და თქვან, როგორ აპირებენ ამას. ენმ-ში მიმდინარე არეულობაში, სავარაუდოდ, ივანიშვილის ხელიც ურევია, რომელსაც შიგნით დასაყრდენი ჰყავს. შეიძლება ისეთიცაა, ვისზეც ვერავინ წარმოიდგენს, კაცმა არ იცის, ვინ რას "ჩალიჩობს“. იმედია, მალე ყველა გაიშიფრება. სავარაუდოდ, მელიას შეცვლა თუ უნდათ, ბევრი კანდიდატი არ იქნება. მელია თავის მრავალრიცხოვან ხმებს მაინც მიიღებს, უკმაყოფილოთა ხმები კი დაიქსაქსება და უპირატესობა ისევ მის მხარეს იქნება. ჯერ ისიც გასარკვევია, რა ტიპის არჩევნები ჩატარდება, დელეგატების და ამომრჩევლების რეგისტრაცია როგორ მოხდება. წინა არჩევნებზე, ჩვეულებრივ, ელექტრონულად იყო ხმის მიცემა და მელიამ 13 ათასზე მეტი, ვარშალომიძემ კი მისი ნახევარი - 7 ათასი ხმა მიიღო.

ვიღაცეებს ენმ-ში უნდა ცვლილება და საკუთარი გუნდის ყოლა, ზოგს - პრობლემების შექმნა. ერთადერთი, ვინც შეიძლება "ოცნება“ შეცვალოს, ენმ-ა. "ოცნებას“ მეტი ნარატივი ხომ არ აქვს, 10 წელი აშინებდნენ ამომრჩეველს და გაიძახოდნენ - ნაცები, ნაცებიო, რასაც მხოლოდ მისი 25%-იანი ამომრჩეველიღა იჯერებს. ადრე თუ არა, დღეს უკვე აწყობს "ოცნებას“ ენმ-ს დაშლა, მოწინააღმდეგე აღარ ეყოლება.

მიშას პოზიციას რაც შეეხება, ის კვლავ დუმს, კაცმა თქვა, პოლიტიკიდან წავედიო და მან რომ პოზიცია დააფიქსიროს, ეს ნიშნავს იმას, რომ არსადაც არ წასულა. ჩათვალეთ, რასაც ეკა ხერხეულიძე ამბობს, იმას იტყოდა და იმ აზრზე იქნებოდა მიშაც, ვინაიდან ისაა მიშას ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი. ეკა კი მელიას მხარდამჭერია,“ - გვეუბნება წყარო.