პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუვიწყარი სანახაობა თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის - პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას  „ასტანას ბალეტი“ ეწვევა
დაუვიწყარი სანახაობა თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის - პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას  „ასტანას ბალეტი“ ეწვევა

14 და 15 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ის­ტო­რი­ულ სცე­ნას ყა­ზა­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ახა­ლი დასი „ას­ტა­ნას ბა­ლე­ტი“ ეწ­ვე­ვა. კონ­ტრას­ტუ­ლი და, ამავდრო­უ­ლად, დახ­ვე­წი­ლი პროგ­რა­მა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს. პირ­ველ დღეს დასი ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან ბა­ლე­ტებს „სა­ლო­მე­სა“ და „A Fuego Lento-ს“ შე­ას­რუ­ლებს, მე­ო­რე დღეს კი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მით „დიდი სტე­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“ წარ­სდგე­ბა.

„მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის და ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის ეს გას­ტრო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ პირ­ვე­ლად წავრსდგე­ბით ახალ­გაზ­რდა და­სით თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ის­ტო­რი­ულ სცე­ნა­ზე. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და გან­ვიც­დით, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ თბი­ლად მიგ­ვი­ღებს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და პროგ­რა­მას, რო­მელ­საც წარ­ვუდ­გენთ, მო­ე­წო­ნე­ბათ. შე­ვე­ცა­დეთ, დად­გმე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, რაც შე­იძ­ლე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. გვჯე­რა, მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლამ­დე მი­ვალთ და მათ მო­წო­ნე­ბა­საც და­ვიმ­სა­ხუ­რებთ. ამ­ჟა­მად, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, რე­პერ­ტი­ცი­ებს ვა­ტა­რებთ და მალე თბი­ლის­ში შევხდე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნავს „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის“ თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე ტა­ტი­ა­ნა ტენი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტი“ წარ­მო­ად­გენს, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ერთ-ერთ წამ­ყვან ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ კო­ლექ­ტივს, რო­მელ­საც ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის ეწე­ვა აქ­ტი­ურ სა­გას­ტრო­ლო და სა­კონ­ცერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ქვე­ყა­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ: არ­ტის­ტე­ბი უკვე წარ­დგნენ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სცე­ნებ­ზე პე­კინ­სა და შან­ხა­ი­ში (ჩი­ნე­თი), პა­რიზ­ში (საფ­რან­გე­თი), ვე­ნა­ში (ავ­სტრია), სე­ულ­ში (კო­რეა), ბუ­და­პეშ­ტში (უნ­გრე­თი), ბა­ქო­ში (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ნიუ-იორკში (აშშ), ტო­კი­ო­ში (ია­პო­ნია), ვარ­შა­ვა­ში (პო­ლო­ნე­თი), მინ­სკში (ბე­ლო­რუ­სია), ბრი­უ­სელ­ში (ბელ­გია), მი­ლან­ში (იტა­ლია), მონ­ტე კარ­ლო­ში (მო­ნა­კო), დუ­ბა­ი­ში (არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი).

„ჩვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გან­თქმულ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გა­მოს­ვლა, ჩვენ გვსურს ვაჩ­ვე­ნოთ სა­ბა­ლე­ტო ოს­ტა­ტო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მი­ვუ­დე­ქით სა­გას­ტრო­ლო აფი­შის შერ­ჩე­ვას, არ­ჩე­ვა­ნი ჩვენს მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­კეთ­და - თა­ნა­მედ­რო­ვე და ნე­ოკ­ლა­სი­კურ ბა­ლეტ­ზე, ასე­ვე ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რის სი­ა­მა­ყე­ზე - ყა­ზა­ხი და უცხო­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბულ ეროვ­ნულ დი­ვერ­სი­მენტზე. „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის“ და­სის მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­თან შეხ­ვედ­რას. ჩვენ საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია გვინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რათა „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის“ ხე­ლოვ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გაგ­ვეც­ნო. წელს მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა 14-15 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წავრსდგეთ. ჩვენ ახალ­გაზ­რდა თე­ატ­რი გვყვავს, გვიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც ყო­ველ­თვის ამარ­თლებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ არ­ტის­ტე­ბი­სა და თე­ატ­რის მთე­ლი გუნ­დის შე­მოქ­მე­დე­ბა დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლებ­ში, ხოლო ჩვენ მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბით მათ­თან შეხ­ვედ­რას. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე კი­დევ ბევ­რჯერ წავრსდგე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნა თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე სო­ვოს­ტი­ა­ნოვ­მა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ველ დღეს მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­ფა­სებ­ლე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რი­კარ­დო ამა­რან­ტეს ნე­ოკ­ლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტი "A Fuego Lento" შიფ­რი­ნის, პი­ა­ცო­ლას, გარ­დე­ლი­სა და კო­სუ­გის მუ­სი­კა­ზე. ეს არის ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რის ფან­ტა­ზი­ის „თა­ვი­სუ­ფა­ლი ფრე­ნა“ სიყ­ვა­რულ­სა და სურ­ვილ­ზე. ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ბა­ლე­ტის თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი წარ­მო­ად­გენს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ მი­ნი­ა­ტუ­რებს ყვე­ლა­ზე ტემ­პე­რა­მენ­ტუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ცეკ­ვის - ტან­გოს ელე­მენ­ტე­ბით, რო­მელ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბა ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას, ნამ­დვილ მზგ­ნე­ბა­რე­ბას და ჭეშ­მა­რიტ გრძნო­ბებს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ტან­გო ვერ იტანს, არის თვალ­თმაქ­ცო­ბა და ფარ­სი, რად­გან არ არ­სე­ბობს ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის უფრო სან­დო „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი“, ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გულ­ში ჩაკ­ვრა.

იმა­ვე დღეს, მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს ოს­კარ უა­ილ­დის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმულ სა­ო­ცარ სპექ­ტაკლს „სა­ლო­მე“ ფა­ზილ სა­ი­ას მუ­სი­კა­ზე თე­ატ­რის მთა­ვა­რი ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რის მუ­ქა­რამ ავახ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით. ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტი ავ­ტო­რის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ჩა­ი­ძი­როთ გრძნო­ბე­ბის ნა­თელ სამ­ყა­რო­ში, ხოლო მთა­ვა­რი გმი­რე­ბის რთუ­ლი კონ­ტრას­ტუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­დოს ფარ­და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას. ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რი სვამს მა­რა­დი­ულ კი­თხვებს სიბ­ნე­ლე­სა და სი­ნათ­ლეს შო­რის ბრძო­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მათ უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს და ყვე­ლას სთა­ვა­ზობს არ­ჩე­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბას. სპექ­ტაკ­ლის კულ­მი­ნა­ცია ახალ­გაზ­რდა სა­ლო­მეს ცეკ­ვაა, უჩ­ვე­უ­ლოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ეპი­ზო­დი იმ მხატ­ვრე­ბის, მო­ქან­და­კე­ე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­მაც ის თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბებ­ში აღ­ბეჭ­დეს.

მე­ო­რე დღეს „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის“ თე­ატ­რის კო­ლექ­ტი­ვი წა­რად­გენს ყა­ზა­ხე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის აი­გულ ტა­ტი­სა და მუ­ქა­რამ ავახ­რის მიერ დად­გმულ ეროვ­ნულ დი­ვერ­სი­მენტს „დიდი სტე­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“. სა­ცეკ­ვაო მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად აერ­თი­ა­ნებს ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას და თა­ნა­მედ­რო­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, მაგ­რამ ამა­ვე დროს ინარ­ჩუ­ნებს ეროვ­ნუ­ლი ცეკ­ვის ხა­სი­ათ­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას, უც­ვლე­ლად შე­დის თე­ატ­რის სა­გას­ტრო­ლო აფი­შა­ში. ეს­თე­ტი­კა, სა­ნა­ხა­ო­ბა, სიღ­რმე და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ღრმად წვდე­ბა სულს და აღაფრ­თო­ვა­ნებს მა­ყუ­რე­ბელს მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

გას­ტრო­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დაუვიწყარი სანახაობა თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის - პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას  „ასტანას ბალეტი“ ეწვევა

დაუვიწყარი სანახაობა თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის - პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას  „ასტანას ბალეტი“ ეწვევა

14 და 15 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი „ასტანას ბალეტი“ ეწვევა. კონტრასტული და, ამავდროულად, დახვეწილი პროგრამა ქართველ მაყურებელს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს. პირველ დღეს დასი ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომესა“ და „A Fuego Lento-ს“ შეასრულებს, მეორე დღეს კი საკონცერტო პროგრამით „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარსდგება.

„მსახიობებისთვის და ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად წავრსდგებით ახალგაზრდა დასით თბილისის ოპერისა და ბალეტის ისტორიულ სცენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებულები ვართ და განვიცდით, ვიმედოვნებთ, რომ თბილად მიგვიღებს ქართველი მაყურებელი და პროგრამას, რომელსაც წარვუდგენთ, მოეწონებათ. შევეცადეთ, დადგმები ყოფილიყო, რაც შეიძლება დატვირთული და მრავალფეროვანი. გვჯერა, მაყურებლის გულამდე მივალთ და მათ მოწონებასაც დავიმსახურებთ. ამჟამად, მომზადების პროცესში ვართ, რეპერტიციებს ვატარებთ და მალე თბილისში შევხდებით,“ - აღნიშნავს „ასტანა ბალეტის“ თეატრის წამყვანი მოცეკვავე ტატიანა ტენი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. „ასტანა ბალეტის“ დასის მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რათა „ასტანა ბალეტის“ ხელოვნება ქართველი მაყურებლისთვის გაგვეცნო. წელს მოგვეცა შესაძლებლობა 14-15 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წავრსდგეთ. ჩვენ ახალგაზრდა თეატრი გვყვავს, გვიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები, რაც ყოველთვის ამართლებს. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ბევრჯერ წავრსდგებით,“ - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.

მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.

იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.

მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.

გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/wFmiuW_pBEE" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

R