მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება" - ევროპარლამენტარები
"საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება" - ევროპარლამენტარები

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პულ გზა­ზე არის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის მი­მარ­თაც გა­ნა­ჩე­ნი ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბით გა­მო­ი­ტა­ნეს, რომ­ლე­ბიც დაგ­მეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ლი­ბე­რალ­თა და დე­მოკ­რატ­თა ალი­ან­სი ევ­რო­პის­თვის“ (ALDE) მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"პარ­ტია "ლი­ბე­რალ­თა და დე­მოკ­რატ­თა ალი­ან­სი ევ­რო­პის­თვის“ ჩვენს წევრ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის ერ­თგუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნეთ­თან ერ­თად, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი უნდა ჰქონ­დეს. ამ პრო­ცე­სით ძლი­ერ­დე­ბა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. კარი გა­ი­ღო უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ ეტაპს მი­აღ­წი­ოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბია სა­ჭი­რო. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­ბუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პე­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბის­თვის. ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ALDE-ს წევრ პარ­ტი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პულ გზა­ზე არის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის მი­მარ­თაც გა­ნა­ჩე­ნი ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბით გა­მო­ი­ტა­ნეს, რომ­ლე­ბიც დაგ­მეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

მარ­თლსა­ჯუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა უნდა შე­წყდეს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და მმარ­თვე­ლი პარ­ტია ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ 2021 წლის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბას ეხე­ბა. ეს არის გზა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის­კენ.

შე­მო­უ­ერ­თდით ჩვენს მო­წო­დე­ბას და მო­ი­თხო­ვეთ ნიკა გვა­რა­მი­ას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა! მო­გი­წო­დებთ, მი­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და მო­ი­თხო­ვოთ ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს ALDE-ს პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰან კი­უ­ჩუ­კი აწერს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ მე­ი­ლის შაბ­ლო­ნებს, სა­ი­და­ნაც ევ­რო­პის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ და მი­წე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს.

კერ­ძოდ, შაბ­ლო­ნის ტექ­სტი ასე­თია:

პირ­ვე­ლი შაბ­ლო­ნი: სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, მხარს ვუ­ჭერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი წინ ვერ წავა, თუ ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა უნდა იყოს და­ცუ­ლი. დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ. გთხოვთ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ ნიკა გვა­რა­მია და პა­ტი­ვი სცეთ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ტივს სცემთ იმ ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ერ­თად, ჩვენ უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ.

მე­ო­რე შაბ­ლო­ნი: გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ნიკა გვა­რა­მია ახ­ლა­ვე! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის და შეძრწუ­ნე­ბუ­ლია ნიკა გვა­რა­მი­ას ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ტაქ­ტი­კის ად­გი­ლი არ არის. გთხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ იგი და გა­მო­ი­ჩი­ნოთ პა­ტი­ვის­ცე­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს და­ეხ­მა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში. პრე­მი­ე­რო, მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა არის ქცე­ვა, რო­მე­ლიც არ­ღვევს იმ ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რი ეფუძ­ნე­ბა. გთხოვთ, ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მე­სა­მე შაბ­ლო­ნი: სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სა! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, კრი­ტი­კო­სი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნიკა გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა გა­მო­ხა­ტავს თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სის პრინ­ცი­პის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვას, რაც ფუნ­და­მენ­ტუ­რია ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის წარ­მა­ტე­ბის­თვის. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ში­ნე­ბა და გა­ჩუ­მე­ბა ასე­თი ტაქ­ტი­კით არ შე­იძ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
20

არც გვარამიას გამოუშვებენ

და არც საქართველო მიიღებს სტატუსს.

საქართველო ოცნებასთან და პრეზიდენტთან ერთად ჩაძირულ რუსეთს ჩაჰყვება თავისი ნებით მშვიდობიანად "ომი არ გვინდას ძახილით"

ასე დამთავრდება საქართველოს ევროპული იწილო ბიწილო.

 

 

 

 

ზაზა
4

ხვალვე თუ შეგვიყვანთ კი ბატონო გამოვუშვებთ, მაგრამ ასე ცარიელი დაპირებებით არ გამოვა არაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება" - ევროპარლამენტარები

"საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება" - ევროპარლამენტარები

საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ პარტია "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"პარტია "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს. ამ პროცესით ძლიერდება ჩვენი ევროპული საზოგადოება. კარი გაიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო. კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მართლსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულნი არიან განახორციელონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ეხება. ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ.

შემოუერთდით ჩვენს მოწოდებას და მოითხოვეთ ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება! მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვოთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს.

ევროპარლამენტარები აქვეყნებენ მეილის შაბლონებს, საიდანაც ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ და მიწერონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

კერძოდ, შაბლონის ტექსტი ასეთია:

პირველი შაბლონი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ეს პროცესი წინ ვერ წავა, თუ ფუნდამენტური თავისუფლებები არ იქნება დაცული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციურ ჟურნალისტებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია და პატივი სცეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს სცემთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

მეორე შაბლონი: გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და შეძრწუნებულია ნიკა გვარამიას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრების გადაწყვეტილებით. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტაქტიკის ადგილი არ არის. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ იგი და გამოიჩინოთ პატივისცემა თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ. ეს საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. პრემიერო, მე მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება არის ქცევა, რომელიც არღვევს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. გთხოვთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

მესამე შაბლონი: საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კრიტიკოსი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამოხატავს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის და დემოკრატიის წარმატებისთვის. ჟურნალისტების დაშინება და გაჩუმება ასეთი ტაქტიკით არ შეიძლება.