უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსებს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებათ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად.
მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს და უკან დახევის მიუხედავად ჯერ კიდევ ჰყავს ძალები ქალაქში, ქალაქის ირგვლივ და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.
"არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", - განუცხადა რეზნიკოვმა Reuters-ს და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ზამთარი ბრძოლის ველზე ოპერაციებს შეანელებს, რაც ორივე მხარეს გადაჯგუფების შანსს მისცემს.
"ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
იხილეთ ასევე: