საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს
სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს

ერთი წლის წინ ბრიტ­ნი სპირ­სმა მა­მის "პა­ტიმ­რო­ბი­დან" თავი სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა. ჯე­ი­მი სპირ­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე მკაც­რად აკონ­ტრო­ლებ­და შვი­ლის ცხოვ­რე­ბას და მომ­ღე­რალ­მა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით შეძ­ლო მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­ხელ­წო­დე­ბით "რა­ტომ და­ა­პა­ტიმ­რა ჯეიმ სპირ­სმა ბრიტ­ნი? - კენტვუ­დის წყევ­ლა," სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი პოპ-მომ­ღერ­ლის ოჯა­ხის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ და გა­მო­ძი­ე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნილ ბნელ ეპი­ზო­დებ­ზე გვიყ­ვე­ბა.

მკაც­რი ბა­ბუა და ბე­ბი­ის თვით­მკვლე­ლო­ბა

ბრიტ­ნი სპირ­სის ოჯა­ხის ის­ტო­რია ბე­ბი­ის (მა­მის დე­დის) ემა ჯინ ფორბსის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ის­ტო­რი­ით იწყე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ქალ­მა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზე თო­ფით თავი მო­იკ­ლა. ამ დროს ბრიტ­ნის მამა, ჯე­ი­მი სპირ­სი, 13 წლის იყო, მისი უმ­ცრო­სი ძმე­ბი და დები - სამი, ხუთი და რვა წლის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ირ­კვა, რომ ბრიტ­ნის ბე­ბი­ამ მა­ნამ­დეც სამ­ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, თუმ­ცა რა როლს ას­რუ­ლებ­და ცო­ლის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მკაც­რი მე­უღ­ლე, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დარ­ჩა. კაცი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო იყო და სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, გა­მო­ირ­ჩე­ო­და მკაც­რი ხა­სი­ა­თით. პო­ლი­ცი­ი­დან მას შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­დე­საც მისი მო­რი­გე­ო­ბის დროს, უდა­ნა­შა­უ­ლო მა­მა­კაცს ეს­რო­ლეს და მოკ­ლეს. ცო­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, რომ სწო­რედ ჯუნ სპირ­სს შე­ეძ­ლო ცო­ლის მოკ­ვლა.

ემა ჯუ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რვა თვის შემ­დეგ, სპირ­სი ხე­ლახ­ლა და­ქორ­წინ­და ჯო ენ ბლექ­ველ­ზე. მათი ქორ­წი­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წელი გაგ­რძელ­და და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჯო ქმრის მკაცრ ხა­სი­ათ­ზე ჩი­ო­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მე­უღ­ლე სცემ­და და სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და. ჯუნ სპირ­სმა მე­ო­რე ცოლი მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სა. მას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ის ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში წა­ვი­და და მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და - რუთ ოტზე, დე­დის გერ­ზე...

ჯე­ი­მი სპირ­სის ბავ­შვო­ბა

ჯუნი სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და უფ­როს ვაჟს. აი­ძუ­ლებ­და ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე ევარ­ჯი­შა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სპორ­ტსმე­ნი იყო. ზოგ­ჯერ ჯე­ი­მის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი შე­ჯიბ­რის შემ­დეგ სახ­ლში სტუმ­რობ­და და მამა ორი­ვეს უყ­ვი­რო­და, მუშ­ტებს ურტყამ­დათ და შემ­დეგ ისე ეპა­ტი­ჟე­ბო­და სა­დილ­ზე, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ფეხ­ბურ­თის მწვრთნელს ხში­რად უწევ­და მოს­წავ­ლის დაც­ვა მა­მის რის­ხვის­გან. ერთხელ ჯე­ი­მი სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოჰ­ყვა, თა­ვად სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მე­გო­ბა­რი კი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მა­მას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, კაც­მა შვი­ლი სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­აგ­დო...

მე­ურ­ვე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა

სა­ნამ ჯუ­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ჯო ენი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, კაც­მა მათი სა­ერ­თო შვი­ლე­ბი - ქა­ლიშ­ვი­ლი ლი ენი და ვაჟი ჯონ მარ­კი თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბა მას მი­ა­ნი­ჭა, მი­უ­ხე­და­ვას იმი­სა, რომ კაც­მა ისი­ნი გა­ი­ტა­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლიშ­ვილ­მა თქვა, რომ მამა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და, ბიჭ­მა კი მას ურჩხუ­ლი უწო­და, რო­მელ­მაც შვი­ლე­ბი სცე­მა და ცო­ლე­ბი გა­ა­გი­ჟა.

ჯე­ი­მი და ლინ სპირ­სის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა

ბრიტ­ნის მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი 1976 წელს გა­იც­ნეს და იქორ­წი­ნეს. ჯე­ი­მის უკან პირ­ვე­ლი ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბა და ტრავ­მის გამო დან­გრე­უ­ლი კა­რი­ე­რა იდგა. ქორ­წი­ლი­დან ერთი თვის შემ­დეგ ლინი და­ორ­სულ­და და 1977 წელს მათ ვაჟი, ბრა­ი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ. ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჯე­ი­მი არ ყო­ფი­ლა იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი. ის სვამ­და და ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. რო­დე­საც ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ ქმა­რი ღა­ლა­ტობ­და, გან­ქორ­წი­ნე­ბა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მო­ი­თხო­ვა. წყვი­ლი ისევ შე­რიგ­და და ერთ წე­ლი­წად­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ბრიტ­ნი შე­ე­ძი­ნათ. გო­გო­ნას სა­ხე­ლად ჟანი და­არ­ქვეს, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრიტ­ნი ამ­ბობ­და, რომ შე­საძ­ლოა ეს სა­ხე­ლი და­წყევ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბრიტ­ნი...

ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ნა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ტან­ვარ­ჯიშ­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას "ში­ნა­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბულს, პერ­ფექ­ცი­ო­ნისტს, ცხე­ნი­ვით მუ­შას" უწო­დებ­დნენ. ჯე­ი­მი ამ­ბობ­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და. ბრიტ­ნის მშობ­ლე­ბი გა­და­სა­ხა­დებს არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად იხ­დიდ­ნენ და თან­ხას შვი­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­სა და კონ­კურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თვის ხარ­ჯავ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ბრიტ­ნი 20 000 ბავ­შვი­დან აარ­ჩი­ეს და მიკი მა­უ­სის კლუბ­ში მოხ­ვდა. მის მშობ­ლებს კი სა­სა­მარ­თლომ მიწა ჩა­მო­არ­თვა და აუქ­ცი­ონ­ზე გა­უ­ყი­დეს. სამ წე­ლი­წად­ში ოჯა­ხი გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, მათი ვალი 10 ათას დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ამ ამ­ბი­დან ზუს­ტად სამ თვე­ში ბრი­ტი­ნის პირ­ვე­ლი სინ­გლი Baby One More Time გა­მო­ვი­და, მა­შინ გო­გო­ნა 16 წლის იყო.

ბრიტ­ნი სპირ­სის მე­ურ­ვე­ო­ბა

თა­ვი­სი 40 წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­დან სპირ­სმა მხო­ლოდ ცხრა გა­ა­ტა­რა მშობ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი 2006 წელს მო­ცეკ­ვა­ვე კე­ვინ ფე­დერ­ლა­ინ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­მელ­თა­ნაც პოპ ვარ­სკვლავს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

ქალ­მა თავი გა­ი­პარ­სა და ერთი თვე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­ა­ტა­რა. ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ კი და­კარ­გა მე­ურ­ვე­ო­ბა შვი­ლებ­ზე...

მალე ბრიტ­ნიმ და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა კაც­თან, სემ ლუფტ­თან, რო­მე­ლიც ღა­მის კლუბ­ში გა­იც­ნო და თავს მე­ნე­ჯერს უწო­დებ­და. მშობ­ლე­ბი გრძნობ­დნენ, რომ ლუ­ტფი აკონ­ტრო­ლებ­და ბრიტ­ნის. ოჯახ­მა მო­მა­ვა­ლი სიძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იმა­ში, რომ ბრიტ­ნი ნარ­კო­ტი­კებს მი­ეჩ­ვია.

2008 წელს ბრიტ­ნი ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ქალ­მა უარი თქვა შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბა­ზე. მამა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი შვი­ლის ბე­დის გა­და­წყვე­ტა­ში, მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­ა­თავ­სეს ცენ­ტში.

მალე მა­მამ სა­სა­მარ­თლო­ში დო­კუ­მენ­ტი წა­რად­გი­ნა და შვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბა მო­ი­თხო­ვა. დო­კუ­მენ­ტში ეწე­რა, რომ ბრიტ­ნის ჰქონ­და დე­მენ­ცია, მაგ­რამ ამ დი­აგ­ნო­ზის სი­ზუს­ტე სა­და­ვოა. ჯე­იმ­მა ბრიტ­ნის ფი­ნან­სე­ბი მი­ან­დო ლუიზ ტე­ი­ლორს, ტე­ნე­სის პას­ტო­რის მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გა­იც­ნო. ტე­ი­ლო­რის კომ­პა­ნია უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თო ბრიტ­ნის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. პოპ ვარ­სკვლა­ვი ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და სა­კუ­თარ თავ­სა და ფულს.

ჯე­იმსს სიმ­დიდ­რე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, ცხოვ­რობ­და ტრა­ი­ლერ­ში. ის თა­ვად რე­ცხავ­და სა­რე­ცხს, არ ცხოვ­რობ­და მდიდ­რულ სახ­ლში, რო­მე­ლიც ბრიტ­ნიმ იყი­და, მაგ­რამ ტო­ტა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებ­და ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას.

"ბრიტ­ნის სა­დი­ლის­თვის სუში უნ­დო­და, მაგ­რამ კაც­მა თქვა, რომ სუში ძვი­რია და გუ­შინ უკვე შე­ჭა­მა სუში. შვილს არ აძ­ლევ­და სამ­ზა­რე­უ­ლოს კა­რა­დე­ბის შე­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას, არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა ესარ­გებ­ლა მან­ქა­ნით, ხან­და­ხან კი ნე­ბას რთავ­და, რომ ტე­ლე­ფო­ნით ესარ­გებ­ლა, ოღონდ სა­უ­ბარს თა­ვად უს­მენ­და. ახლო მე­გობ­რე­ბი გა­ა­ძე­ვა შვი­ლის ცხოვ­რე­ბი­დან" - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­დე­საც ქა­ლიშ­ვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და­ი­წყო, კაცი ემუქ­რე­ბო­და, რომ შვი­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას წა­არ­თმევ­და. ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი ყვი­რო­და: "ეს მე ვარ - ბრიტ­ნი სპირ­სი".

ერთხელ ჯე­იმ­მა უთხრა ცოლს, რომ სა­უ­კე­თე­სო რამ, რაც მათ ქა­ლიშ­ვილ­თან უნდა გა­ა­კე­თონ, „რბო­ლის ცხე­ნი­ვით“ მო­ექ­ცნენ, ანუ დარ­წმუნ­დნენ, რომ ის ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია, რად­გან უყ­ვარს სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა.

ბრიტ­ნის დე ფაქ­ტო ყმო­ბა 13 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ჩა­ე­რია და დე­ტა­ლებ­მა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოვ­ლინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო.

ია
0

ბრიტნი გარეგნობით და შინაგანად ძალიან გავს მერლინ მონროს და მის ბიოგრაფიულ როლში ყველაზე მიმსგავსებული იქნებოდა ის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს

სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს

ერთი წლის წინ ბრიტნი სპირსმა მამის "პატიმრობიდან" თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ჯეიმი სპირსი წლების მანძილზე მკაცრად აკონტროლებდა შვილის ცხოვრებას და მომღერალმა მხოლოდ სასამართლოს ძალით შეძლო მისგან თავის დაღწევა. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "რატომ დააპატიმრა ჯეიმ სპირსმა ბრიტნი? - კენტვუდის წყევლა," სადაც ჟურნალისტი პოპ-მომღერლის ოჯახის ისტორიის შესახებ და გამოძიების დროს აღმოჩენილ ბნელ ეპიზოდებზე გვიყვება.

მკაცრი ბაბუა და ბებიის თვითმკვლელობა

ბრიტნი სპირსის ოჯახის ისტორია ბებიის (მამის დედის) ემა ჯინ ფორბსის გარდაცვალების ისტორიით იწყება. ოფიციალური ვერსიით, ქალმა ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი შვილის საფლავზე თოფით თავი მოიკლა. ამ დროს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი, 13 წლის იყო, მისი უმცროსი ძმები და დები - სამი, ხუთი და რვა წლის.

მოგვიანებით, სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრიტნის ბებიამ მანამდეც სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა რა როლს ასრულებდა ცოლის მძიმე მდგომარეობაში მკაცრი მეუღლე, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. კაცი ყოფილი სამხედრო იყო და საჰაერო ძალებში მსახურობდა, გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით. პოლიციიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მისი მორიგეობის დროს, უდანაშაულო მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. ცოლის თვითმკვლელობის შემდეგ მეზობლები საუბრობდნენ, რომ სწორედ ჯუნ სპირსს შეეძლო ცოლის მოკვლა.

ემა ჯუნის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, სპირსი ხელახლა დაქორწინდა ჯო ენ ბლექველზე. მათი ქორწინება დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდა და განქორწინების შემდეგ ჯო ქმრის მკაცრ ხასიათზე ჩიოდა. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლე სცემდა და სასტიკად ექცეოდა. ჯუნ სპირსმა მეორე ცოლი მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მასთან განქორწინების შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინაში წავიდა და მესამედ დაქორწინდა - რუთ ოტზე, დედის გერზე...

ჯეიმი სპირსის ბავშვობა

ჯუნი სასტიკად ექცეოდა უფროს ვაჟს. აიძულებდა ქანცის გაწყვეტამდე ევარჯიშა, მიუხედავად იმისა, რომ შვილი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი იყო. ზოგჯერ ჯეიმის საუკეთესო მეგობარი შეჯიბრის შემდეგ სახლში სტუმრობდა და მამა ორივეს უყვიროდა, მუშტებს ურტყამდათ და შემდეგ ისე ეპატიჟებოდა სადილზე, თითქოს არაფერი მომხდარა. ფეხბურთის მწვრთნელს ხშირად უწევდა მოსწავლის დაცვა მამის რისხვისგან. ერთხელ ჯეიმი საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, თავად სასწაულებრივად გადარჩა, მეგობარი კი გარდაიცვალა. როდესაც ეს ამბავი მამას შეატყობინეს, კაცმა შვილი საშინელ დღეში ჩააგდო...

მეურვეობისთვის ბრძოლა

სანამ ჯუნის ყოფილი მეუღლე ჯო ენი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, კაცმა მათი საერთო შვილები - ქალიშვილი ლი ენი და ვაჟი ჯონ მარკი თავისთან წაიყვანა. სასამართლომ ბავშვების მეურვეობა მას მიანიჭა, მიუხედავას იმისა, რომ კაცმა ისინი გაიტაცა. მოგვიანებით ქალიშვილმა თქვა, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა, ბიჭმა კი მას ურჩხული უწოდა, რომელმაც შვილები სცემა და ცოლები გააგიჟა.

ჯეიმი და ლინ სპირსის ოჯახური ცხოვრება

ბრიტნის მშობლებმა ერთმანეთი 1976 წელს გაიცნეს და იქორწინეს. ჯეიმის უკან პირველი ხანმოკლე ქორწინება და ტრავმის გამო დანგრეული კარიერა იდგა. ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ ლინი დაორსულდა და 1977 წელს მათ ვაჟი, ბრაიანი შეეძინათ. ქორწინების პირველივე დღიდან ჯეიმი არ ყოფილა იდეალური ქმარი. ის სვამდა და ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა. როდესაც ქალმა შეიტყო, რომ ქმარი ღალატობდა, განქორწინება და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. წყვილი ისევ შერიგდა და ერთ წელიწადში ქალიშვილი ბრიტნი შეეძინათ. გოგონას სახელად ჟანი დაარქვეს, გარდაცვლილი ბებიის პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მოგვიანებით ბრიტნი ამბობდა, რომ შესაძლოა ეს სახელი დაწყევლილი ყოფილიყო.

ბრიტნი...

ბავშვობაში გოგონა ძალიან წარმატებული იყო ტანვარჯიშში და მასწავლებლები მას "შინაგანად მოტივირებულს, პერფექციონისტს, ცხენივით მუშას" უწოდებდნენ. ჯეიმი ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი ვარსკვლავი გახდებოდა. ბრიტნის მშობლები გადასახადებს არარეგულარულად იხდიდნენ და თანხას შვილის გაკვეთილებსა და კონკურსებთან დაკავშირებული მოგზაურობებისთვის ხარჯავდნენ. საბოლოოდ, ბრიტნი 20 000 ბავშვიდან აარჩიეს და მიკი მაუსის კლუბში მოხვდა. მის მშობლებს კი სასამართლომ მიწა ჩამოართვა და აუქციონზე გაუყიდეს. სამ წელიწადში ოჯახი გაკოტრებულად გამოაცხადეს, მათი ვალი 10 ათას დოლარს შეადგენდა.

ამ ამბიდან ზუსტად სამ თვეში ბრიტინის პირველი სინგლი Baby One More Time გამოვიდა, მაშინ გოგონა 16 წლის იყო.

ბრიტნი სპირსის მეურვეობა

თავისი 40 წლიანი ცხოვრებიდან სპირსმა მხოლოდ ცხრა გაატარა მშობლების კონტროლის გარეშე. უსიამოვნებები 2006 წელს მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ დაიწყო, რომელთანაც პოპ ვარსკვლავს ორი ვაჟი შეეძინა.

ქალმა თავი გაიპარსა და ერთი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ კი დაკარგა მეურვეობა შვილებზე...

მალე ბრიტნიმ დაიწყო ცხოვრება კაცთან, სემ ლუფტთან, რომელიც ღამის კლუბში გაიცნო და თავს მენეჯერს უწოდებდა. მშობლები გრძნობდნენ, რომ ლუტფი აკონტროლებდა ბრიტნის. ოჯახმა მომავალი სიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ბრიტნი ნარკოტიკებს მიეჩვია.

2008 წელს ბრიტნი ნერვული აშლილობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალმა უარი თქვა შვილების მეურვეობაზე. მამა აქტიურად იყო ჩართული შვილის ბედის გადაწყვეტაში, მომღერალი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს ცენტში.

მალე მამამ სასამართლოში დოკუმენტი წარადგინა და შვილის მეურვეობა მოითხოვა. დოკუმენტში ეწერა, რომ ბრიტნის ჰქონდა დემენცია, მაგრამ ამ დიაგნოზის სიზუსტე სადავოა. ჯეიმმა ბრიტნის ფინანსები მიანდო ლუიზ ტეილორს, ტენესის პასტორის მეუღლეს, რომელიც წლების წინ გაიცნო. ტეილორის კომპანია უშუალოდ ჩაერთო ბრიტნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოპ ვარსკვლავი ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავსა და ფულს.

ჯეიმსს სიმდიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოუყენებია, ცხოვრობდა ტრაილერში. ის თავად რეცხავდა სარეცხს, არ ცხოვრობდა მდიდრულ სახლში, რომელიც ბრიტნიმ იყიდა, მაგრამ ტოტალურად აკონტროლებდა ქალიშვილის ცხოვრებას.

"ბრიტნის სადილისთვის სუში უნდოდა, მაგრამ კაცმა თქვა, რომ სუში ძვირია და გუშინ უკვე შეჭამა სუში. შვილს არ აძლევდა სამზარეულოს კარადების შეკეთების უფლებას, არ ჰქონდა უფლება ესარგებლა მანქანით, ხანდახან კი ნებას რთავდა, რომ ტელეფონით ესარგებლა, ოღონდ საუბარს თავად უსმენდა. ახლო მეგობრები გააძევა შვილის ცხოვრებიდან" - ნათქვამია სტატიაში.

როდესაც ქალიშვილმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, კაცი ემუქრებოდა, რომ შვილების ნახვის შესაძლებლობას წაართმევდა. ნასვამი მამაკაცი ყვიროდა: "ეს მე ვარ - ბრიტნი სპირსი".

ერთხელ ჯეიმმა უთხრა ცოლს, რომ საუკეთესო რამ, რაც მათ ქალიშვილთან უნდა გააკეთონ, „რბოლის ცხენივით“ მოექცნენ, ანუ დარწმუნდნენ, რომ ის ყოველთვის დაკავებულია, რადგან უყვარს სიმღერა და ცეკვა.

ბრიტნის დე ფაქტო ყმობა 13 წელიწადს გაგრძელდა. მისი გათავისუფლების საქმეში უამრავი ცნობილი სახე ჩაერია და დეტალებმა, რომელიც გასულ წელს სასამართლო პროცესზე გამოვლინდა, საზოგადოება შოკში ჩააგდო.