კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტისთვის, "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
პროექტისთვის, "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ჟი­უ­რიმ პრო­ექ­ტის­თვის, "შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია 9 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, 3 სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი კი ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­და. პირ­ვე­ლი პრე­მია, 20 ათა­სი ლარი, "თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა ბი­უ­რომ“ (ბექა ნი­კი­ფი, გი­ორ­გი ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე კუბ­ლაშ­ვი­ლი) მი­ი­ღო, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ მო­ნა­წი­ლე­ებს შპს "თიმ­თუ" (ნუცა ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ გუ­რა­ბა­ნი­ძე, ლე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძე, სოფო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, პავ­ლე ბურ­დუ­ლი) გა­და­ე­ცათ ფუ­ლა­დი პრე­მია - 15 ათა­სი ლარი, ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სულ მო­ნა­წი­ლეს (გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია) კი - 10 ათა­სი ლარი.

პრო­ექ­ტი "შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“ ორი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა – 17 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ზო­ნის­გან, რო­მელ­ზეც სას­ტუმ­რო, ოფი­სე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და co-working (სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე) სივ­რცე­ე­ბი, ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი, კვე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი უნდა მო­ე­წყოს. კონ­კურ­სი სწო­რედ პრო­ექ­ტის მე­ო­რე ნა­წილს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი-საქ­მი­ა­ნი სივ­რცის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. მო­ნა­წი­ლე­ებს ნა­მუ­შევ­რებ­ში უნდა წარ­მო­ედ­გი­ნათ ზო­ნის მო­წყო­ბის მა­თე­უ­ლი კონ­ცეფ­ცია, იდე­ე­ბი და მიდ­გო­მე­ბი.

"შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“ საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი პრო­ექ­ტია და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ბევ­რი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა მოგ­ვიხ­და. უნდა შეგ­ვექ­მნა ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბულ გა­რე­მოს მო­ერ­გე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და უნი­კა­ლუ­რი ნიშ­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, კომ­ფორ­ტუ­ლი ფე­ხით­მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვცა. ვფიქ­რობ, კონ­კურ­სებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ისე ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მოს სწო­რად მო­წყო­ბის­თვის“, – ამ­ბობს ბექა ნი­კი­ფი, კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი.

  • პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი პრო­ექ­ტი

კომ­პა­ნია "არ­სის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბი­სა და კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გარ­და, სწო­რედ ამ­გვა­რი ღია კონ­კურ­სე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა იყო.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­ბა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სივ­რცის შექ­მნაა, რა­შიც კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი და ხედ­ვე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ერ­თგვარ მა­გა­ლი­თად ვაქ­ცი­ოთ სხვე­ბის­თვი­საც, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ისე ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, – ამ­ბობს კომ­პა­ნია "არ­სის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბესო ორ­თო­ი­ძე.

  • მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი პრო­ექ­ტი

პრო­ექ­ტის­თვის "შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღია კონ­კურ­სის ნა­მუ­შევ­რე­ბი 6 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის­გან შემ­დგარ­მა ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ანო­ნი­მუ­რი წე­სით, ავ­ტორ­თა ვი­ნა­ო­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე გა­მო­ავ­ლი­ნა.

"არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ტარ­დე­ბა. კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ მისი ორ­გა­ნი­ზე­ბა კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თია, ასე­თი სულ ორი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა. "არ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ იმი­თაა, რომ მან შექ­მნა პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, როცა კომ­პა­ნი­ამ ჟი­უ­რის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მის­ცა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია“, – ამ­ბობს არ­ქი­ტექ­ტო­რი და ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა შა­ვიშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტი "შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. კო­მერ­ცი­უ­ლი ზო­ნის მო­წყო­ბის­თვის კი, სა­ბო­ლოო პრო­ექტს კომ­პა­ნია კონ­კურ­სის გზით მი­ღე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ამ­ზა­დებს და მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ახლო მო­მა­ვალ­ში და­ი­წყებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია "არსს“ უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: "შენი სახ­ლი ჯი­ქი­ა­ზე“, "შენი სახ­ლი კიკ­ვი­ძის ბაღ­თან“, "შენი სახ­ლი სამ­გორ­ში“ და "შენი სახ­ლი ლის­ზე“. "შენი სახ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე“ მისი რი­გით მე-5 პრო­ექ­ტია.

  • მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი pრო­ექ­ტი

(R)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. ჭ.
1

ვერ გავიგე, რა ადგილზე შენდება - უნივერსიტეტის ქუჩის სიგრძე 2 კილომეტრია! სასაფლაოზე!? უვიცობის აღლუმი!........... 

გია
0

17 კორპუსის აშენებას აჯობებდა პარკი გაგეშენებინათ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პროექტისთვის, "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პროექტისთვის, "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ჟიურიმ პროექტისთვის, "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. შედეგების პრეზენტაცია 9 ნოემბერს გაიმართა, 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. პირველი პრემია, 20 ათასი ლარი, "თბილისის არქიტექტურულმა ბიურომ“ (ბექა ნიკიფი, გიორგი ჯვარშეიშვილი, თორნიკე კუბლაშვილი) მიიღო, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს შპს "თიმთუ" (ნუცა ნადარეიშვილი, ნიკოლოზ გურაბანიძე, ლევან სიხარულიძე, სოფო მამულაშვილი, პავლე ბურდული) გადაეცათ ფულადი პრემია - 15 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს (გიორგი ქობულია) კი - 10 ათასი ლარი.

პროექტი "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – 17 საცხოვრებელი სახლისა და კომერციული ზონისგან, რომელზეც სასტუმრო, ოფისები, საგანმანათლებლო და co-working (საერთო სამუშაო სივრცე) სივრცეები, ფიტნეს დარბაზი, კვებისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები უნდა მოეწყოს. კონკურსი სწორედ პროექტის მეორე ნაწილს, საზოგადოებრივი-საქმიანი სივრცის განვითარებას შეეხებოდა. მონაწილეებს ნამუშევრებში უნდა წარმოედგინათ ზონის მოწყობის მათეული კონცეფცია, იდეები და მიდგომები.

"შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ საკმაოდ კომპლექსური პროექტია და მუშაობის პროცესში ბევრი ამოცანის გადაჭრა მოგვიხდა. უნდა შეგვექმნა ნამუშევარი, რომელიც უკვე არსებულ გარემოს მოერგებოდა, იქნებოდა უნიკალური ნიშნის მატარებელი და, რაც მთავარია, კომფორტული ფეხითმოსიარულეთათვის. სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მოგვცა. ვფიქრობ, კონკურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე ქალაქის ურბანული გარემოს სწორად მოწყობისთვის“, – ამბობს ბექა ნიკიფი, კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი.

  • პირველი ადგილის მფლობელი პროექტი

კომპანია "არსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების გაზიარების გარდა, სწორედ ამგვარი ღია კონკურსების პოპულარიზაცია და ურბანული გარემოს განვითარების პროცესში დამოუკიდებელი არქიტექტორების ჩართულობის გაზრდა იყო.

"ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის ქუჩაზე მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების სივრცის შექმნაა, რაშიც კონკურსის მონაწილეებისგან მიღებული საინტერესო იდეები და ხედვები დაგვეხმარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ერთგვარ მაგალითად ვაქციოთ სხვებისთვისაც, რადგან განსხვავებული იდეების გაზიარება საუკეთესო შედეგების მომტანია როგორც კომპანიებისთვის, ისე ქალაქის ურბანული განვითარებისთვის“, – ამბობს კომპანია "არსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესო ორთოიძე.

  • მეორე ადგილის მფლობელი პროექტი

პროექტისთვის "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებული ღია კონკურსის ნამუშევრები 6 დამოუკიდებელი არქიტექტორისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები ანონიმური წესით, ავტორთა ვინაობის ცოდნის გარეშე გამოავლინა.

"არქიტექტურული კონკურსები საქართველოში იშვიათად ტარდება. კერძო კომპანიის მიერ მისი ორგანიზება კიდევ უფრო იშვიათია, ასეთი სულ ორი შემთხვევა მახსენდება. "არსის“ ინიციატივა მნიშვნელოვანი კიდევ იმითაა, რომ მან შექმნა პირველი პრეცედენტი, როცა კომპანიამ ჟიურის სრული დამოუკიდებლობა მისცა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია“, – ამბობს არქიტექტორი და ჟიურის თავმჯდომარე, ნიკა შავიშვილი.

პროექტი "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ აქტიურ ფაზაშია, ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. კომერციული ზონის მოწყობისთვის კი, საბოლოო პროექტს კომპანია კონკურსის გზით მიღებული წინადადების საფუძველზე მოამზადებს და მის განვითარებასაც ახლო მომავალში დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "არსს“ უკვე განხორციელებული აქვს ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა: "შენი სახლი ჯიქიაზე“, "შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, "შენი სახლი სამგორში“ და "შენი სახლი ლისზე“. "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ მისი რიგით მე-5 პროექტია.

  • მესამე ადგილის მფლობელი pროექტი

(R)