9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების შესახებ, რასაც წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება. ხერსონთან მყოფი ქართველი მებრძოლების ფოტოს პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი აქვეყნებს და წერს:
"ჩემი ძმადნაფიცი და თანამებრძოლი ედიშერ შუკვანი (მარცხნივ დგას, მარჯვნივაც ქართველი ბიჭია) ხერსონთანაა და გაიქცეოდნენ რუსები, აბა, რას იზამდნენ. ირპენში ვიყავით, მოძუძგეს რუსებმა, ხერსონში ჩავიდა ედიშერი, გარბიან რუსები. წამო, ედიშერ, მოსკოვზე წავიდეთ, გავყაროთ ეგ უჯიშოები, მაგათი ჭკუაც კი ვატირე მე. დაბრუნდი, ძმაო, ერთად დავცინით პრორუსებს, ეფუშებათ ჯიგრებს "ნეპაბეძიმაია არმია"... ერთი პანჩურიც ამოცხე მაგათ და ჩამო მშვიდობით".
იხილეთ ასევე: