მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი

უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი გეგ­მის მი­ხედ­ვით აგ­რძე­ლე­ბენ შე­ტე­ვას ხერ­სო­ნის ოლ­ქში. 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან თით­ქმის 1.4 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი ფარ­თო­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ გა­ნა­ცხა­და.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ყო­ვე­ლი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კე­თი­ლი ნე­ბის ჟეს­ტის" მიღ­მა დგას ჩვე­ნი ჯა­რე­ბის კო­ლო­სა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა. ისე­ვე რო­გორც მტერ­მა უკან და­ი­ხია კი­ე­ვი­დან და ხარ­კო­ვის ოლ­ქი­დან, და­ტო­ვა კუნ­ძუ­ლი "ზმე­ი­ნი“, ხერ­სო­ნი­დან შე­საძ­ლო გას­ვლა ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გია“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მისი თქმით, ახლა ვერ და­ა­დას­ტუ­რე­ბენ ან უარ­ყო­ფენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხერ­სო­ნი­დან რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის გას­ვლის შე­სა­ხებ.

"ვაგ­რძე­ლებთ შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ჩვე­ნი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მისი თქმით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან, უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი მტრის თავ­დაც­ვი­თი ზო­ნის სიღ­რმე­ში 36.5 კმ-ზე შე­იჭრ­ნენ. მათ მიერ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1381 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს აღ­წევს და კონ­ტრო­ლი 41 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე აღად­გი­ნეს.

"მხო­ლოდ გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პეტ­რო­პავ­ლოვ­კა-ნო­ვო­რა­ის­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა 7 კმ-ით წა­ი­წი­ეს წინ, კონ­ტრო­ლი 6 და­სახ­ლე­ბა­ზე აი­ღეს და უკ­რა­ი­ნას 107 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დე ტე­რი­ტო­რია და­უბ­რუ­ნეს. პერ­ვო­მა­ის­კოე-ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით 7 კმ-ით წინ წა­ვი­წი­ეთ, 6 და­სახ­ლე­ბა­ზე და­ვიბ­რუ­ნეთ კონ­ტრო­ლი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი 157 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
6

21 საუკუნის რკინის გენერალი ზალუჟნი ასევე რკინის მარშალ დავუს რეინკარნაციაა!!!

ქართველი
87

ესენი გათავისუფლებას რას ეძახიან?უკვე ცარიელ ხერსონში რო შევიდნენ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის ჯარები გეგმის მიხედვით აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში. 1-ელი ოქტომბრიდან თითქმის 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

"მოწინააღმდეგის ყოველი ეგრეთ წოდებული "კეთილი ნების ჟესტის" მიღმა დგას ჩვენი ჯარების კოლოსალური ძალისხმევა. ისევე როგორც მტერმა უკან დაიხია კიევიდან და ხარკოვის ოლქიდან, დატოვა კუნძული "ზმეინი“, ხერსონიდან შესაძლო გასვლა ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ახლა ვერ დაადასტურებენ ან უარყოფენ ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გასვლის შესახებ.

"ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ჩვენი გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარები მტრის თავდაცვითი ზონის სიღრმეში 36.5 კმ-ზე შეიჭრნენ. მათ მიერ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კვადრატულ კილომეტრს აღწევს და კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს.

"მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა 7 კმ-ით წაიწიეს წინ, კონტროლი 6 დასახლებაზე აიღეს და უკრაინას 107 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია დაუბრუნეს. პერვომაისკოე-ხერსონის მიმართულებით 7 კმ-ით წინ წავიწიეთ, 6 დასახლებაზე დავიბრუნეთ კონტროლი, გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 157 კვადრატული კილომეტრია“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.