პარტნიორები:
    ავტორი:

    "რუსეთი ნაღმავს ხერსონს, რათა ის "სიკვდილის ქალაქად“ აქციოს - ასე გამოიყურება "რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა" - პოდოლიაკი

    "რუსეთი ნაღმავს ხერსონს, რათა ის "სიკვდილის ქალაქად“ აქციოს - ასე გამოიყურება "რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა" - პოდოლიაკი

    რუსეთის ფედერაციას სურს, ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს, რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

    მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს.

    "ასე გამოიყურება "რუსული სამყარო": მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა "მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა“, - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე“.