საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"
შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტორ­მა, ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი და­წე­რა, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­უ­წო­დებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­კენ. კერ­ძოდ კი, თემა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვებს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­თა ოჯა­ხე­ბიც შვი­ლე­ბის­თვის ახა­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბას ცდი­ლო­ბენ, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, თუმ­ცა რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მე­თო­დი ჯერ კი­დევ კვლე­ვის ფა­ზა­შია ...

ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი:

"ხალ­ხო, რა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე? თან თბი­ლის­ში? ერთი უბ­რა­ლო სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც მაჩ­ვე­ნეთ, რომ ეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლია. აბა, რაში იხ­დის ათასებს ეს ხალ­ხი? - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა გვინ­და, ვიდ­რე უკი­დუ­რე­სად გა­ღა­რიბ­და ეს ოჯა­ხე­ბი..."

სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­დაც აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა ხდე­ბა. ამ მე­თოდ­ზე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა FDA-მ პირ­ვე­ლად 2012 წელს გას­ცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შემ­დეგ უკვე ათი წელი გა­ვი­და, თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დღემ­დე არ არ­სე­ბობს.

კვლე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და: ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში და აშშ-ში, კერ­ძოდ, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში... რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში კვლე­ვამ სპექტრის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში მდგო­ამ­რე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აჩ­ვე­ნა, მათ პა­რა­ლე­ლუ­რად უტარ­დე­ბო­დათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც. ასე­ვე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

ბავ­შვთა ფსი­ქი­ატ­რი და ნევ­რო­ლო­გი მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი "მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს:

"2013 წელს ჩი­ნეთ­ში ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე 3-დან 12 წლამ­დე ასა­კის 37 ბავ­შვი. 24 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვებს მკურ­ნა­ლობ­დნენ დო­ნო­რის ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­სა და ქსო­ვი­ლე­ბი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბი დაყ­ვეს 3 კა­ტე­გო­რი­ად: პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი იღებ­და ღე­რო­ვან უჯრე­დებს მი­ღე­ბულს ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან და უტარ­დე­ბო­და ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბაც; მე­ო­რე ჯგუ­ფი იყო შე­რე­უ­ლი, იღებ­და უჯრე­დებს წარ­მოქ­მნილს რო­გორც ჭიპ­ლა­რი­დან, ასე­ვე ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან და მა­თაც უტარ­დე­ბო­დათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მე­სა­მე ჯგუ­ფი კი იყო სა­კონ­ტრო­ლო და უტარ­დე­ბო­დათ მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­კონ­ტრო­ლო ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით პირ­ველ 2 ჯგუფ­ში შე­დე­გი იყო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკე­თე­სი (Lv et al., 2013).

ინ­დო­ეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვა, იყე­ნებ­და ძვლის ტვი­ნი­დან აღე­ბულ ღე­რო­ვან უჯრე­დებს. კვლე­ვა გრძელ­დე­ბო­და 6 თვეს და მო­ი­ცავ­და 3-დან 33 წლამ­დე ასა­კის აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე 32 პირ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას. ყვე­ლა მათ­განს უტარ­დე­ბო­და ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით თე­რა­პია. პა­ცი­ენ­ტებს სიმპტო­მე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ. ასე­ვე, ნე­ი­რო­ვი­ზუ­ა­ლურ კვლე­ვე­ბი­თაც და­ფიქ­სირ­და ტვი­ნის აქ­ტი­ვო­ბის ზრდა მკურ­ნა­ლო­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ (Sharma et al., 2013).

ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში მკვლე­ვარ­თა გუნ­დმა არც თუ ისე დიდი ხა­ნია და­ი­წყო 40 - მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან აღე­ბუ­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის რო­ლის და­სად­გე­ნად.

"იმის სათ­ქმე­ლად, რომ ეს თე­რა­პია ეფექ­ტი­ა­ნია, სა­ჭი­როა ჩა­ტარ­დეს ფარ­თო­მაშ­ტა­ბი­ა­ნი, რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი, სა­კონ­ტრო­ლო კვლე­ვა მკაც­რი კონ­ტრო­ლით“,- ამ­ბობს პე­დი­ატ­რი­ის პრო­ფე­სო­რი, წამ­ყვა­ნი მკვლე­ვა­რი ჯოან კუც­ბე­რი, მას კვლე­ვე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი აქვს, რომ ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლოა მიღ­წე­უ­ლი იყოს მკვეთ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ორ­სუ­ლო­ბის დროს ჰი­პოქ­სი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტე­ბის უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა­ში".

ქრის­ტი­ნა ზამ­ბა­ხი­ძე ერთ-ერ­თია იმ მშობ­ლებს შო­რის, რო­მე­ლის შვილ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს. ამ­ბობს, რომ შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ახლა ბავ­შვთან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქრის­ტი­ნამ აღ­ნიშ­ნა, რომ საფ­რან­გეთ­ში გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ ექი­მე­ბი, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის გამო, ბავ­შვს მსგავ­სი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩა­უ­ტარ­და.

- ლუ­კას უჯრე­დე­ბი 2021 წლის 16 ივ­ლისს გა­და­უ­ნერ­გეს. თა­ვი­დან თით­ქოს რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არა­ფე­რიც არ შეც­ვლი­ლა. მე რო­გორც მი­თხრეს, სამ­ჯერ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, რა­საც ვე­ლო­დი, ის შე­დე­გი არ დად­გა. გა­რან­ტი­ას ვერ გაძ­ლევთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ცვლი­ლე­ბებს და­ი­ნა­ხავ­თო. გა­მო­ნა­თე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ჰქონ­და ბავ­შვს და ახ­ლაც აქვს... ამ­ხე­ლა წვა­ლე­ბად არ ღირ­და. მი­თუ­მე­ტეს, რომ რის­კებ­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი უთ­ქვამთ, 100 %-იანი გა­რან­ტია მომ­ცეს, რომ ბავ­შვს უკუჩ­ვე­ნე­ბა არ ექ­ნე­ბო­და.

- რა ღირ­და ოპე­რა­ცია, ახლა საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობთ და რა სა­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის მანდ?

- ლუკა ახლა 13 წლის არის. 11 წლის იყო გა­და­ნერგვა რომ გა­უ­კე­თეს. ოპე­რა­ცი­ა­ში 8 ათა­სი ლარი გა­და­ვი­ხა­დე და კვლე­ვე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 ათა­სი ლარი და­მიჯ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში 10 ათა­სი ლარი გა­და­ვი­ხა­დე. საფ­რან­გეთ­ში სამი პი­რა­დი ფსი­ქი­ატ­რი ჰყავს. ვიდ­რე კვლე­ვებს გავ­დი­ო­დით, უამ­რავ ექიმ­თან გავ­დი­ო­დით კონ­სულ­ტა­ცი­ას, რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ყვე­ლას უკ­ვირ­და, - აუ­ტიზ­მზე რა­ტომ გა­უ­კე­თეს, ეს არ არის ის მდგო­მა­რო­ე­ბა, რო­დე­საც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა გა­მარ­თლე­ბუ­ლი­აო. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ბავ­შვს რა­ი­მე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ხომ არ ჰქონ­დაო...

მარი კორ­კო­ტა­ძე ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოჯა­ხე­ბი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­ა­აღ­მდეგ“ ხელ­მძძღვა­ნე­ლია. მისი უფ­რო­სი ვაჟი დათა უკვე 14 წლის არის. მარი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ბავ­შვს აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, თა­ვი­დან ისიც ცდი­ლობ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნა..

- და­თას ორი-სამი წლის დას­მუ­ლი ჰქონ­და დი­აგ­ნო­ზი, ეს იყო 2014 წელს, რო­დე­საც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე. მა­შინ პრო­ფე­სო­რი ვანო ბო­კე­რია ცო­ცხა­ლი იყო და მახ­სოვს, პოს­ტი და­წე­რა, - ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე­აო, აკ­რი­ტი­კებ­და და უარ­ყო­ფით კონ­ტექტსში გა­ნი­ხი­ლავ­და ამ მე­თოდს.. ეს რომ წა­ვი­კი­თხე, მის ნათ­ქვამ­ში ეჭვი არ შემ­პარ­ვია. ეს მე­თო­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. 2014 წლის შემ­დეგ რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და ჯერ კი­დევ ექ­სპე­რი­მენ­ტის დო­ნე­ზეა.

ძა­ლი­ან ბევ­რი მშო­ბე­ლი მწერს ამ თე­მა­ზე, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს არის ექ­სპე­რი­მენ­ტი და შენი შვი­ლი საც­დე­ლი კურ­დღე­ლია - მეთ­ქი. თან საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­ზეა ლა­პა­რა­კია. აქვე ვუხ­სნი, რომ ამ ოპე­რა­ცი­ას სა­ხელ­წი­ფო არ და­უ­ფი­ნან­სებთ.

შე­იძ­ლე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვით არც არა­ფე­რი უშავ­დე­ბა ბავ­შვს, მაგ­რამ თვი­თონ პრო­ცე­დუ­რა ხომ სტრე­სუ­ლია.

ამ მე­თოდს ძი­რი­თა­დად ის მშობ­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ, ვინც ვერ მი­ი­ღო შვი­ლის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. არა­ვის ვკი­ცხავ, ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის მი­ღე­ბა. ჩვენც დამ­წყე­ბე­ბი რომ ვი­ყა­ვით დათა დამ­ყავ­და ერთ ჰო­მე­ო­პათ­თან, გა­დას­ხმებს უკე­თებ­და, რო­მე­ლიც მარ­თლა უმაღ­ლებ­და იმუ­ნი­ტე­ტეს, მაგ­რამ თან გვიმ­ტკი­ცებ­და რომ აუ­ტიზმს შვე­ლო­და. დღეს ჩემი თავი მე­ზი­ზღე­ბა, რო­დე­საც ვიხ­სე­ნებ, ბავ­შვის­თვის რამ­ხე­ლა სტრე­სი იყო ამ გა­დას­ხმებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე დიდი შე­დე­გი თე­რა­პი­ამ მოგ­ვცა.

ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ მშობ­ლე­ბი ტვი­ნის მკვე­ბა­ვე­ზეც, მაგ­რამ ამი­სიც არ მჯე­რა, წლე­ბის შემ­დეგ ეს ტაბ­ლე­ტე­ბი რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს, არა­ვინ იცის.

Ambebi.ge ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერს, შვე­დე­თის ქა­ლაქ ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის წევრ, ზაალ კო­კა­ი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სტა­ტუ­სი ჯერ კი­დევ 2020 წელს და­წე­რა და ახ­ლაც იგი­ვე აზ­რზეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სტა­ტუ­სი­დან ორი წელი გა­ვი­და, სი­ახ­ლე ამ კონ­კრე­ტუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­სა­ხებ არ გა­უ­გია...

ზაალ კო­კა­ია:

"ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა რჩე­ვას ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით სხვა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც დღეს არა­მარ­ტო სა­ზღვარ­გა­რეთ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­შიც სთა­ვა­ზო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი. ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა კი­თხვე­ბი აუ­ტიზ­მის სპექტრის დარ­ღვე­ვე­ბი სიმპტო­მე­ბის შე­საძ­ლო მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ამ სტა­ტუ­სის, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მოკ­ლედ და­წე­რა:

ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის და­სად­გე­ნად და შე­სა­ბა­მი­სი წამ­ლის ან მე­თო­დის კლი­ნი­კებ­ში და­სა­ნერ­გად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დე­ბი. ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა და ტარ­დე­ბა მკაც­რად გა­წე­რი­ლი წე­სე­ბით: ასეთ კვლე­ვებ­ში უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი პა­ცი­ენ­ტთა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და შე­სა­სა­ბა­მი­სი სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფი, თა­ნაც თა­ვად პა­ცი­ენ­ტმა და მკურ­ნალ­მა ექიმ­მაც კი არ უნდა იცოდ­ნენ თუ რო­მელ ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა პა­ცი­ენ­ტი, ჯგუ­ფებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა უნდა მოხ­დეს ექი­მის ჩა­უ­რევ­ლად და შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით, კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სტან­დარ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი წე­სე­ბით, ერ­თდრო­უ­ლად მრა­ვალ კლი­ნი­კა­ში და სა­სურ­ვე­ლია რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და ა.შ.

კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დე­ბი და­ყო­ფი­ლია ფა­ზე­ბად და სა­წყის ფა­ზებ­ში იკ­ვლე­ვენ წამ­ლის ან მე­თო­დის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხის. ეს შე­და­რე­ბით იაფი და ხან­მოკ­ლე (1-2 წელი) პრო­ცე­დუ­რაა და ხში­რად სა­კონ­ტრო­ლო პა­ცი­ენ­ტთა ჯგუ­ფიც კი არ არის ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ მხო­ლოდ ამ ტი­პის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუ­ტიზ­მის სპექტრის დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ზე ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამ­დე­ნად, პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, არის თუ არა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ეფექ­ტი­ა­ნი აუ­ტიზ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის პრინ­ცი­პე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არ ვი­ცით, ვი­ნა­ი­დან ამ მიდ­გო­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის და­სად­გე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

უფრო მე­ტიც, აუ­ტიზ­მის სიმპტო­მე­ბი და მათი გა­მოვ­ლე­ნის ხა­რის­ხი ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია (ამი­ტო­მაც ჰქვია სპექტრი) და ასე­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ის ღრო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა გა­მოვ­ყოთ ადა­მი­ა­ნის ძვლის ტვი­ნი­დან ან სხვა ქსო­ვი­ლე­ბი­დან. ამ­დე­ნად, აუ­ტიზ­მის და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მარ­ტი­ვად ერთ კა­ლათ­ში მო­თავ­სე­ბა მიჩ­ნე­უ­ლია გა­უ­მარ­თლე­ბელ და არას­წორ მიდ­გო­მად..."

ნინო
0

ღმერტო ყველას გამოუჯანმრტელე და დაულოცე შვილები. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორმა, ანა არგანაშვილმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელშიც ჟურნალისტებს მოუწოდებდა საზოგადოების ინფორმირებისკენ. კერძოდ კი, თემა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს შეეხებოდა, რომელთა ოჯახებიც შვილებისთვის ახალი მეთოდით მკურნალობას ცდილობენ, რაც საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ეს მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია ...

ანა არგანაშვილი:

"ხალხო, რა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აუტიზმის მქონე ბავშვებზე? თან თბილისში? ერთი უბრალო სამეცნიერო მტკიცებულება მაინც მაჩვენეთ, რომ ეს მიზანშეწონილია. აბა, რაში იხდის ათასებს ეს ხალხი? - ჟურნალისტების დახმარება გვინდა, ვიდრე უკიდურესად გაღარიბდა ეს ოჯახები..."

საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება. ამ მეთოდზე კვლევების ჩატარების ნებართვა FDA-მ პირველად 2012 წელს გასცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა, თერაპიის ეფექტიანობაზე მყარი მტკიცებულებები დღემდე არ არსებობს.

კვლევები რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა: ჩინეთში, ინდოეთში და აშშ-ში, კერძოდ, ჩრდილოეთ კაროლინაში... რამდენიმე შემთხვევაში კვლევამ სპექტრის მქონე ადამიანებში მდგოამრეობის გარკვეული გაუმჯობესება აჩვენა, მათ პარალელურად უტარდებოდათ რეაბილიტაციაც. ასევე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შორეული შედეგების შესახებ.

ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი "მენტალური ჯანმრთელობის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, კვლევების შესახებ დეტალურად საუბრობს:

"2013 წელს ჩინეთში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ჩართული იყო აუტიზმის დიაგნოზის მქონე 3-დან 12 წლამდე ასაკის 37 ბავშვი. 24 კვირის განმავლობაში ბავშვებს მკურნალობდნენ დონორის ჭიპლარის სისხლისა და ქსოვილებისაგან მიღებული ღეროვანი უჯრედებით. კვლევაში მონაწილე ბავშვები დაყვეს 3 კატეგორიად: პირველი ჯგუფი იღებდა ღეროვან უჯრედებს მიღებულს ჭიპლარის სისხლიდან და უტარდებოდა ფსიქორეაბილიტაციური მკურნალობაც; მეორე ჯგუფი იყო შერეული, იღებდა უჯრედებს წარმოქმნილს როგორც ჭიპლარიდან, ასევე ჭიპლარის სისხლიდან და მათაც უტარდებოდათ რეაბილიტაცია, მესამე ჯგუფი კი იყო საკონტროლო და უტარდებოდათ მხოლოდ რეაბილიტაცია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პირველ 2 ჯგუფში შედეგი იყო მნიშვნელოვნად უკეთესი (Lv et al., 2013).

ინდოეთში ჩატარებული ერთ-ერთი პოპულარული კვლევა, იყენებდა ძვლის ტვინიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს. კვლევა გრძელდებოდა 6 თვეს და მოიცავდა 3-დან 33 წლამდე ასაკის აუტიზმის დიაგნოზის მქონე 32 პირზე დაკვირვებას. ყველა მათგანს უტარდებოდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ღეროვანი უჯრედებით თერაპია. პაციენტებს სიმპტომები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, ნეიროვიზუალურ კვლევებითაც დაფიქსირდა ტვინის აქტივობის ზრდა მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ (Sharma et al., 2013).

ჩრდილოეთ კაროლინაში მკვლევართა გუნდმა არც თუ ისე დიდი ხანია დაიწყო 40 - მილიონიანი კლინიკური კვლევა ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედების როლის დასადგენად.

"იმის სათქმელად, რომ ეს თერაპია ეფექტიანია, საჭიროა ჩატარდეს ფართომაშტაბიანი, რანდომიზებული, საკონტროლო კვლევა მკაცრი კონტროლით“,- ამბობს პედიატრიის პროფესორი, წამყვანი მკვლევარი ჯოან კუცბერი, მას კვლევებით დამტკიცებული აქვს, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შესაძლოა მიღწეული იყოს მკვეთრი გაუმჯობესება ორსულობის დროს ჰიპოქსიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების უკუგანვითარებაში".

ქრისტინა ზამბახიძე ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, რომელის შვილსაც საქართველოში ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ამბობს, რომ შედეგით უკმაყოფილოა. ახლა ბავშვთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს, ჩვენთან საუბარში ქრისტინამ აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაოცებულები დარჩნენ ექიმები, როდესაც გაიგეს, რომ აუტისტური სპექტრის გამო, ბავშვს მსგავსი ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა.

- ლუკას უჯრედები 2021 წლის 16 ივლისს გადაუნერგეს. თავიდან თითქოს რაღაც ცვლილებები იყო, მაგრამ საბოლოოდ არაფერიც არ შეცვლილა. მე როგორც მითხრეს, სამჯერ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველი გაკეთების შემდეგ, რასაც ველოდი, ის შედეგი არ დადგა. გარანტიას ვერ გაძლევთ, მაგრამ აუცილებლად ცვლილებებს დაინახავთო. გამონათებები ყოველთვის ჰქონდა ბავშვს და ახლაც აქვს... ამხელა წვალებად არ ღირდა. მითუმეტეს, რომ რისკებზე საერთოდ არაფერი უთქვამთ, 100 %-იანი გარანტია მომცეს, რომ ბავშვს უკუჩვენება არ ექნებოდა.

- რა ღირდა ოპერაცია, ახლა საფრანგეთში ცხოვრობთ და რა სახის რეაბილიტაციას გადის მანდ?

- ლუკა ახლა 13 წლის არის. 11 წლის იყო გადანერგვა რომ გაუკეთეს. ოპერაციაში 8 ათასი ლარი გადავიხადე და კვლევები, დაახლოებით, 2 ათასი ლარი დამიჯდა. მთლიანობაში 10 ათასი ლარი გადავიხადე. საფრანგეთში სამი პირადი ფსიქიატრი ჰყავს. ვიდრე კვლევებს გავდიოდით, უამრავ ექიმთან გავდიოდით კონსულტაციას, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰქონდა გაკეთებული, ყველას უკვირდა, - აუტიზმზე რატომ გაუკეთეს, ეს არ არის ის მდგომაროება, როდესაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გამართლებულიაო. გვეუბნებოდნენ, - ბავშვს რაიმე სიმსივნური დაავადება ხომ არ ჰქონდაო...

მარი კორკოტაძე ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინაააღმდეგ“ ხელმძძღვანელია. მისი უფროსი ვაჟი დათა უკვე 14 წლის არის. მარი ამბობს, რომ როდესაც ბავშვს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს, თავიდან ისიც ცდილობდა ალტერნატიული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა..

- დათას ორი-სამი წლის დასმული ჰქონდა დიაგნოზი, ეს იყო 2014 წელს, როდესაც ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შესახებ გავიგე. მაშინ პროფესორი ვანო ბოკერია ცოცხალი იყო და მახსოვს, პოსტი დაწერა, - ძალიან დიდი სისულელეაო, აკრიტიკებდა და უარყოფით კონტექტსში განიხილავდა ამ მეთოდს.. ეს რომ წავიკითხე, მის ნათქვამში ეჭვი არ შემპარვია. ეს მეთოდი მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული. 2014 წლის შემდეგ რამდენი დრო გავიდა და ჯერ კიდევ ექსპერიმენტის დონეზეა.

ძალიან ბევრი მშობელი მწერს ამ თემაზე, ყველას ვეუბნები, რომ ეს არის ექსპერიმენტი და შენი შვილი საცდელი კურდღელია - მეთქი. თან საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკია. აქვე ვუხსნი, რომ ამ ოპერაციას სახელწიფო არ დაუფინანსებთ.

შეიძლება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით არც არაფერი უშავდება ბავშვს, მაგრამ თვითონ პროცედურა ხომ სტრესულია.

ამ მეთოდს ძირითადად ის მშობლები მიმართავენ, ვინც ვერ მიიღო შვილის ეს მდგომარეობა. არავის ვკიცხავ, ძალიან ძნელია ამის მიღება. ჩვენც დამწყებები რომ ვიყავით დათა დამყავდა ერთ ჰომეოპათთან, გადასხმებს უკეთებდა, რომელიც მართლა უმაღლებდა იმუნიტეტეს, მაგრამ თან გვიმტკიცებდა რომ აუტიზმს შველოდა. დღეს ჩემი თავი მეზიზღება, როდესაც ვიხსენებ, ბავშვისთვის რამხელა სტრესი იყო ამ გადასხმებზე სიარული. ჩვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი შედეგი თერაპიამ მოგვცა.

ხშირად ლაპარაკობენ მშობლები ტვინის მკვებავეზეც, მაგრამ ამისიც არ მჯერა, წლების შემდეგ ეს ტაბლეტები რა შედეგებს მოიტანს, არავინ იცის.

Ambebi.ge ქართველი მეცნიერს, შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრ, ზაალ კოკაიასაც დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ თემაზე ვრცელი სტატუსი ჯერ კიდევ 2020 წელს დაწერა და ახლაც იგივე აზრზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსიდან ორი წელი გავიდა, სიახლე ამ კონკრეტული ექსპერიმენტის შესახებ არ გაუგია...

ზაალ კოკაია:

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება რჩევას ღეროვანი უჯრედებით სხვა და სხვა დაავადებების მკურნალობის თაობაზე, რასაც დღეს არამარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც სთავაზობენ სამედიცინო კლინიკები. ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა კითხვები აუტიზმის სპექტრის დარღვევები სიმპტომების შესაძლო მკურნალობის შესახებ და ამიტომაც გადავწყვიტე ამ სტატუსის, შეძლებისდაგვარად მოკლედ დაწერა:

ნებისმიერი მკურნალობის ეფექტიანობის დასადგენად და შესაბამისი წამლის ან მეთოდის კლინიკებში დასანერგად, აუცილებელია ჩატარდეს კლინიკური გამოცდები. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან ძვირად ღირებული პროცედურაა და ტარდება მკაცრად გაწერილი წესებით: ასეთ კვლევებში უნდა იყოს ჩართული პაციენტთა დიდი რაოდენობა და შესასაბამისი საკონტროლო ჯგუფი, თანაც თავად პაციენტმა და მკურნალმა ექიმმაც კი არ უნდა იცოდნენ თუ რომელ ჯგუფს განეკუთვნება პაციენტი, ჯგუფებში პაციენტების განაწილება უნდა მოხდეს ექიმის ჩაურევლად და შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, კვლევები უნდა ჩატარდეს სტანდარტიზირებული წესებით, ერთდროულად მრავალ კლინიკაში და სასურველია რამდენიმე ქვეყანაში და ა.შ.

კლინიკური გამოცდები დაყოფილია ფაზებად და საწყის ფაზებში იკვლევენ წამლის ან მეთოდის უსაფრთხოების საკითხის. ეს შედარებით იაფი და ხანმოკლე (1-2 წელი) პროცედურაა და ხშირად საკონტროლო პაციენტთა ჯგუფიც კი არ არის ჩართული. სწორედ მხოლოდ ამ ტიპის კლინიკური კვლევებია ჩატარებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე პაციენტებზე ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

ამდენად, პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ღეროვანი უჯრედები ეფექტიანი აუტიზმის სამკურნალოდ, თანამედროვე სტანდარტებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცით, ვინაიდან ამ მიდგომის ეფექტიანობის დასადგენად სრულყოფილი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

უფრო მეტიც, აუტიზმის სიმპტომები და მათი გამოვლენის ხარისხი ძალზედ მრავალფეროვანია (ამიტომაც ჰქვია სპექტრი) და ასევე მრავალფეროვანია ის ღროვანი უჯრედები, რომლებიც შესაძლოა გამოვყოთ ადამიანის ძვლის ტვინიდან ან სხვა ქსოვილებიდან. ამდენად, აუტიზმის და ღეროვანი უჯრედების მარტივად ერთ კალათში მოთავსება მიჩნეულია გაუმართლებელ და არასწორ მიდგომად..."