საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას?
"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას?

9 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის მიერ ქა­ლაქ ხერ­სო­ნის და­ტო­ვე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ხა­ზის მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც წინ უძღო­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სარ­დლის, გე­ნე­რალ სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნის მოხ­სე­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ ხერ­სო­ნის შემ­დგო­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ას და ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას კა­ტას­ტრო­ფით ემუქ­რე­ბო­და.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან კა­ხოვ­კის კაშხლის მძლავ­რი სა­რა­კე­ტო და­ბომბვის შემ­თხვე­ვა­ში და თუ კი­ე­ვის რე­ჟი­მი გაზ­რდი­და წყალ­სა­ცა­ვი­დან წყლის გაშ­ვე­ბას, ამას შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია წყლის მძლავ­რი ნა­კა­დით ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ის დატ­ბორ­ვა. ეს და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და ხერ­სო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და გა­მო­იწ­ვევ­და ჩვე­ნი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის სრულ იზო­ლა­ცი­ას დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე უფრო მი­ზან­შე­წო­ნილ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე“, - უპა­ტა­კა გე­ნე­რალ­მა სუ­რო­ვი­კინ­მა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, რო­მელ­მაც რუს სარ­დალს ხერ­სო­ნის სას­წრა­ფოდ და­ტო­ვე­ბა უბ­რძა­ნა.

ამ­გვა­რად, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მძლავ­რი კონ­ტრშე­ტე­ვის შე­დე­გად, რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა და­ტო­ვოს მის მიერ 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ოლ­ქო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, უკა­ნო­ნო რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ა­ცხა­და.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ხერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში გარ­და­ტე­ხა და­ი­წყო, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge - ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ერ­თგვარ მო­უ­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ხერ­სო­ნის ოლ­ქი­დან გას­ვლას აქვს რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამას თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იქ­ცე­ვი­ან სწო­რად იმ გა­გე­ბით, რომ ბოლო 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მო­ე­შა­ლათ ლო­ჯის­ტი­კა - იგუ­ლის­ხმე­ბა 25 ათას­ზე მეტი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მო­მა­რა­გე­ბა), შე­დე­გად კი რუ­სე­თის არ­მია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ხერ­სო­ნი, ანუ მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან მარ­ცხე­ნა­ზე გა­და­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა.

უკ­რა­ი­ნა "ჰა­ი­მარ­სის“ რა­კე­ტე­ბი­თა და "ექ­სკა­ლი­ბუ­რის" ტი­პის ჭურ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მუდ­მი­ვად წერ­ტი­ლო­ვან დარ­ტყმებს ახორ­ცი­ე­ლებ­და მდი­ნა­რე დნეპრზე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო ხი­დებ­ზე, კა­ტარ­ღებ­ზე და ა.შ. ანუ იმ გზებ­ზე, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­მა­რა­გე­ბას. ამას­თა­ნა­ვე გა­უჩ­ნდათ სა­შიშ­რო­ე­ბა იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დღე-დღე­ზე აპი­რებ­დნენ სე­რი­ო­ზუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვის და­წყე­ბას ხერ­სონ­ზე სამი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან - ჩრდი­ლო­ე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან (ნი­კო­ლა­ე­ვი) და სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. შე­დე­გად კი, რუ­სებს შე­იძ­ლე­ბა მოს­ვლო­დათ იგი­ვე, რაც ხარ­კოვ­ში და­ე­მარ­თათ (სექ­ტემ­ბერ­ში უკან რომ და­ი­ხი­ეს და ფრონ­ტი ჩა­მო­ე­შა­ლათ), მაგ­რამ მათ მა­შინ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ უპ­რობ­ლე­მოდ გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ გზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ ხერ­სონ­ში ეს ვერ გა­მო­უ­ვი­დო­დათ, რად­გან მდი­ნა­რეა და მას­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლია ხი­დე­ბი, ანუ რუ­სე­ბი დიდ ტო­მა­რა­ში და კო­ლაფსში აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მათი და­ნა­კარ­გი უზარ­მა­ზა­რი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტო­მაც, რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩათ­რე­ვას ჩა­ყო­ლა ამ­ჯო­ბი­ნა და თა­ვის სამ­ხედ­რო­ებს მის­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ ნელ-ნელა და­ე­წყოთ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის შე­ნა­ერ­თე­ბი­სა დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა მხრი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

ახლა ისი­ნი თავ­დაც­ვით ზღუ­დე­ებს აკე­თე­ბენ დნეპ­რის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. აქამ­დე იყო სა­შიშ­რო­ე­ბა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ეჭ­ვობ­დნენ, ხომ არ უნ­დო­დათ რუ­სებს მათი ხერ­სონ­ში შე­ტყუ­ე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლებს, რა თქმა უნდა, ნა­ტოს დახ­მა­რე­ბით ბევ­რად უკე­თე­სი დაზ­ვერ­ვა აქვთ, იქ­ნე­ბა ეს სა­ჰა­ე­რო თუ კოს­მო­სუ­რი, თა­ნამ­გზავ­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ რუ­სე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ისე­დაც ნელ-ნელა ტო­ვებ­და პო­ზი­ცი­ებს. მა­ინც იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, ეს ხომ არ ნიშ­ნავ­და ტაქ­ტი­კას, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ ხერ­სონ­ში და მერე ქუ­ჩის ბრძო­ლებ­ში. ახლა სა­შიშ­რო­ე­ბა ახა­ლი კა­ხოვ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, ხომ არ აა­ფეთ­ქე­ბენ კაშ­ხალს და თვი­თონ ხერ­სონ­ში ხომ არ გა­და­ვა ეს ქუ­ჩის ბრძო­ლებ­ში. მა­ინც მგო­ნია, რომ ფრონ­ტის ხაზი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ი­შა­ლა და რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­ტო­ვონ ხერ­სო­ნი, გა­ვიდ­ნენ მდი­ნა­რე­ზე და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­მაგრდნენ, გა­ა­მაგ­რონ ასე­ვე ის გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გა­და­დის.

- პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გიც ახ­სე­ნეთ...პუ­ტი­ნის და კრემ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ამას აქვს ძალ­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გიც პუ­ტი­ნის­თვის, მისი რე­ი­ტინ­გის­თვის, რად­გა­ნაც რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძალ­ზე გა­ი­ზარ­და ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ და "სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ად" მო­ნათ­ლულ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაღა და­სა­მა­ლია და, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და და­პყრო­ბით ომებს, იქ­ნე­ბო­და ეს ჩეჩ­ნე­თის ომი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რა, თუ ყი­რი­მის და­პყრო­ბა. ანუ რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის შეკ­ვე­თა ის­ტო­რი­უ­ლად იყო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­პყრო­ბა. მაგ­რამ ახლა, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბუ­ლი და­პყრო­ბი­თი ოპე­რა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩაფ­ლავ­და, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი თავ­დაც­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რუ­სე­თი ომის ჭა­ობ­ში თით­ქმის იძი­რე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, არის საფრ­თხე, რომ ეს ომი ფარ­თო მას­შტა­ბით თვი­თონ რუ­სე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში გა­და­ვი­დეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე არა­პო­პუ­ლა­რულს ხდის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვად რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ის ურა­პატ­რი­ო­ტე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც კრემლს მო­უ­წო­დებ­დნენ - გა­ვა­ნად­გუ­როთ უკ­რა­ი­ნაო, ახლა კრემ­ლის მოქ­მე­დე­ბე­ბის კრი­ტი­კას იწყე­ბენ.

- რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, ახლა რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ფრონ­ტის ხაზ­ზე?

- რუ­სე­ბი თუ გა­ვიდ­ნენ ხერ­სო­ნი­დან და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მთლი­ა­ნად და­იბ­რუ­ნეს დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათ შე­ეძ­ლე­ბათ თა­ვი­სი საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე იქ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი შე­ტე­ვის­თვის, ფრონ­ტის ამ ნა­წი­ლი­დან მოხ­სნან (მდი­ნა­რე თა­ვად წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვის ზღუ­დეს), და­ტო­ვონ იქ მი­ნი­მა­ლუ­რი ძა­ლე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი ფრონ­ტის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­და­ის­რო­ლონ, იმა­ვე დო­ნეც­კის­კენ - უგ­ლე­და­რის­კენ (ვუ­ჰლე­და­რი) და იქ და­ი­წყონ შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამით უკ­რა­ი­ნის არ­მია იგებს, თუმ­ცა აქ არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რი - იწყე­ბა ზამ­თა­რი, და­ი­წყო უკვე წვი­მის სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას. უკ­რა­ი­ნა­ში ძი­რი­თა­დად შავი მი­წაა, ატა­ლახ­დე­ბა და ასეთ დროს ტან­კებ­საც კი აღარ შე­უძ­ლი­ათ მოძ­რა­ო­ბა. გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მხო­ლოდ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, ანუ ას­ფალ­ტი­ან გზებ­ზე, რომ­ლე­ბიც არც ისე ბევ­რია და მისი გა­და­კეტ­ვა, და­ნაღმვა და აფეთ­ქე­ბა უფრო იო­ლია, ვიდ­რე გაშ­ლი­ლი მინ­დო­რის კონ­ტრო­ლი. ზამ­თარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ნელ­დეს“.

ავტორი:

"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას?

"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას?

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების შესახებ, რასაც წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება, რომლის თანახმად, ქალაქ ხერსონის შემდგომი შენარჩუნება რუსეთის არმიას და ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას კატასტროფით ემუქრებოდა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კახოვკის კაშხლის მძლავრი სარაკეტო დაბომბვის შემთხვევაში და თუ კიევის რეჟიმი გაზრდიდა წყალსაცავიდან წყლის გაშვებას, ამას შეეძლო გამოეწვია წყლის მძლავრი ნაკადით ფართო ტერიტორიის დატბორვა. ეს დამატებით საფრთხეს შეუქმნიდა ხერსონის მოსახლეობას და გამოიწვევდა ჩვენი ჯარების დაჯგუფების სრულ იზოლაციას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ვითარებაში ყველაზე უფრო მიზანშეწონილ ვარიანტს წარმოადგენს თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე“, - უპატაკა გენერალმა სუროვიკინმა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც რუს სარდალს ხერსონის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა.

ამგვარად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მძლავრი კონტრშეტევის შედეგად, რუსეთი იძულებული ხდება დატოვოს მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ერთადერთი უკრაინული საოლქო ცენტრი, რომელიც სექტემბრის ბოლოს, უკანონო რეფერენდუმის შედეგად, თავის ტერიტორიად გამოაცხადა.

რა მნიშვნელობა აქვს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხა დაიწყო, ამ კითხვებზე ambebi.ge - ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პასუხობს:

- რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთგვარ მოულოდნელ გადაწყვეტილებას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ, ანუ ხერსონის ოლქიდან გასვლას აქვს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ინფორმაციული მნიშვნელობა და ამას თავისი შედეგები ექნება. სამხედრო თვალსაზრისით, რუსი ოკუპანტები იქცევიან სწორად იმ გაგებით, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მათ მოეშალათ ლოჯისტიკა - იგულისხმება 25 ათასზე მეტი საოკუპაციო ძალის მომარაგება), შედეგად კი რუსეთის არმია იძულებული გახდა დაეტოვებინა ხერსონი, ანუ მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაენაცვლებინა.

უკრაინა "ჰაიმარსის“ რაკეტებითა და "ექსკალიბურის" ტიპის ჭურვების საშუალებით მუდმივად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდა მდინარე დნეპრზე, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე, კატარღებზე და ა.შ. ანუ იმ გზებზე, რის საშუალებითაც რუსები ცდილობდნენ მომარაგებას. ამასთანავე გაუჩნდათ საშიშროება იმისა, რომ უკრაინელები დღე-დღეზე აპირებდნენ სერიოზული ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას ხერსონზე სამი მიმართულებიდან - ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან (ნიკოლაევი) და სამხრეთ მიმართულებიდან. შედეგად კი, რუსებს შეიძლება მოსვლოდათ იგივე, რაც ხარკოვში დაემართათ (სექტემბერში უკან რომ დაიხიეს და ფრონტი ჩამოეშალათ), მაგრამ მათ მაშინ საშუალება ჰქონდათ უპრობლემოდ გაქცეულიყვნენ გზების საშუალებით. ამ შემთხვევაში მათ ხერსონში ეს ვერ გამოუვიდოდათ, რადგან მდინარეა და მასზე აფეთქებულია ხიდები, ანუ რუსები დიდ ტომარაში და კოლაფსში აღმოჩნდებოდნენ, მათი დანაკარგი უზარმაზარი იქნებოდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და თავის სამხედროებს მისცა ბრძანება, რომ ნელ-ნელა დაეწყოთ რუსი ოკუპანტების შენაერთებისა დნეპრის მარჯვენა მხრიდან გამოყვანა.

ახლა ისინი თავდაცვით ზღუდეებს აკეთებენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. აქამდე იყო საშიშროება და უკრაინელები ეჭვობდნენ, ხომ არ უნდოდათ რუსებს მათი ხერსონში შეტყუება. უკრაინელებს, რა თქმა უნდა, ნატოს დახმარებით ბევრად უკეთესი დაზვერვა აქვთ, იქნება ეს საჰაერო თუ კოსმოსური, თანამგზავრული დაზვერვა და, შესაბამისად, ჰქონდათ ინფორმაციები, რომ რუსების დაჯგუფება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ისედაც ნელ-ნელა ტოვებდა პოზიციებს. მაინც იყო იმის საშიშროება, ეს ხომ არ ნიშნავდა ტაქტიკას, რომ უკრაინელები შეეტყუებინათ ხერსონში და მერე ქუჩის ბრძოლებში. ახლა საშიშროება ახალი კახოვკის მიმართულებითაა, ხომ არ ააფეთქებენ კაშხალს და თვითონ ხერსონში ხომ არ გადავა ეს ქუჩის ბრძოლებში. მაინც მგონია, რომ ფრონტის ხაზი, ფაქტობრივად, მოიშალა და რუსები ცდილობენ ორგანიზებულად დატოვონ ხერსონი, გავიდნენ მდინარეზე და მარცხენა სანაპიროზე გამაგრდნენ, გაამაგრონ ასევე ის გადასასვლელები, რომლებიც ანექსირებული ყირიმიდან უკრაინის სამხრეთ ნაწილში გადადის.

- პოლიტიკური შედეგიც ახსენეთ...პუტინის და კრემლის რეპუტაციას გულისხმობთ?

- დიახ, ამას აქვს ძალზე არასახარბიელო პოლიტიკური შედეგიც პუტინისთვის, მისი რეიტინგისთვის, რადგანაც რუსეთის საზოგადოებაში ძალზე გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულება პუტინის მიერ დაწყებულ და "სამხედრო ოპერაციად" მონათლულ ომთან დაკავშირებით. რაღა დასამალია და, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველთვის მხარს უჭერდა დაპყრობით ომებს, იქნებოდა ეს ჩეჩნეთის ომი, საქართველოში შემოჭრა, თუ ყირიმის დაპყრობა. ანუ რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილის შეკვეთა ისტორიულად იყო ტერიტორიების დაპყრობა. მაგრამ ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა, საოკუპაციო ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ, რუსეთი ომის ჭაობში თითქმის იძირება, ამასთანავე, არის საფრთხე, რომ ეს ომი ფართო მასშტაბით თვითონ რუსეთის დიდ ქალაქებში გადავიდეს, ეს ყველაფერი უკვე არაპოპულარულს ხდის ხელისუფლებას თავად რუსეთის საზოგადოებაში. ის ურაპატრიოტებიც კი, რომლებიც კრემლს მოუწოდებდნენ - გავანადგუროთ უკრაინაო, ახლა კრემლის მოქმედებების კრიტიკას იწყებენ.

- რა იქნება შემდეგ, ახლა როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტის ხაზზე?

- რუსები თუ გავიდნენ ხერსონიდან და უკრაინელებმა მთლიანად დაიბრუნეს დნეპრის მარჯვენა სანაპირო, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ თავისი საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი, რომელიც აქამდე იქ იყო მობილიზებული შეტევისთვის, ფრონტის ამ ნაწილიდან მოხსნან (მდინარე თავად წარმოადგენს თავდაცვის ზღუდეს), დატოვონ იქ მინიმალური ძალები და დანარჩენი ფრონტის სხვა მიმართულებაზე გადაისროლონ, იმავე დონეცკისკენ - უგლედარისკენ (ვუჰლედარი) და იქ დაიწყონ შეტევითი ოპერაციები. ამით უკრაინის არმია იგებს, თუმცა აქ არის მეორე ფაქტორი - იწყება ზამთარი, დაიწყო უკვე წვიმის სეზონი, რომელიც ძალიან ართულებს სიტუაციას. უკრაინაში ძირითადად შავი მიწაა, ატალახდება და ასეთ დროს ტანკებსაც კი აღარ შეუძლიათ მოძრაობა. გადაადგილება შესაძლებელი ხდება მხოლოდ საავტომობილო, ანუ ასფალტიან გზებზე, რომლებიც არც ისე ბევრია და მისი გადაკეტვა, დანაღმვა და აფეთქება უფრო იოლია, ვიდრე გაშლილი მინდორის კონტროლი. ზამთარში მოსალოდნელია, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტივობები შენელდეს“.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"