საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე  რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას
დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე  რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა რუს­თა­ვის მერ­თან ნინო ლა­ცა­ბი­ძეს­თან, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან გი­ორ­გი დოხ­ტუ­რიშ­ვილ­თან და რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვილ­თან ერ­თად ქ. რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ შპს „რუს­თა­ვის წყლის“ პრე­ზენ­ტა­ცია მო­ის­მი­ნეს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს.

„მო­ვის­მი­ნეთ კომ­პა­ნი­ის გეგ­მა და ად­გილ­ზე გა­ვე­ცა­ნით მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს, რომ­ლე­ბიც ტარ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქ. რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს გა­თიშ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2023 წლის ბო­ლომ­დე ქ. რუს­თავ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბას, გა­მო­იც­ვლე­ბა მილ­სა­დე­ნის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, მო­ცუ­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სე­მე­კის შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტი მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ებს მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. ამ ეტა­პის მო­ნა­ცე­მე­ბით, კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მა-გრა­ფიკს,“- აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ შპს „რუს­თა­ვის წყლის“ მიერ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას.

ქ. რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის მას­შტა­ბუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის 2023 წლის ბო­ლომ­დე ჯამ­ში 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „რუს­თა­ვის წლის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, დღემ­დე გან­ხორ­ცი­ელ­და 200 მეტ­რი სიგ­რძის 400 მმ-იანი ფო­ლა­დის მი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. წელსვე, ქ. რუს­თავ­ში და­გეგ­მი­ლია შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ედ­ნის მა­გის­ტრა­ლუ­რი ქსე­ლის, ასე­ვე 9 ძმა ხერ­ხე­უ­ლი­ძის, ლერ­მონ­ტო­ვის, შევ­ჩენ­კო­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

NS

ss
0

და მერე წყალი გაძვირდება 

ავტორი:

დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე  რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას

დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე  რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს.

„მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. მოგეხსენებათ, სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები. სემეკის შესაბამისი დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს მიმდინარე სამუშაოებზე. ამ ეტაპის მონაცემებით, კომპანია ასრულებს სემეკთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმა-გრაფიკს,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ შპს „რუსთავის წყლის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბოლომდე ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „რუსთავის წლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, დღემდე განხორციელდა 200 მეტრი სიგრძის 400 მმ-იანი ფოლადის მილების რეაბილიტაცია. წელსვე, ქ. რუსთავში დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მაგისტრალური ქსელის, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია.

NS