რუსი პოლიტიკოსი, კირილ სტრემოუსოვი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის სესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სტრემოუსოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის, ხერსონის რუსული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. შემთხვევის დეტალებზე რუსული მედია არ საუბრობს.
ხერსონის რუსულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავტოკატასტროფა გენიჩესკოეს მახლობლად მოხდა.
რუსეთის ჯარის მიერ ხერსონის დაკავების შემდეგ, სტრემოუსოვი იქ რუსეთის მთავარი სპიკერი იყო. ის იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ხერსონის ანექსიის მზადების სესახებ იტყობინებოდა.
აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი დაიღუპა უკრაინული კონტრშეტევის დროს.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
კალობორანტების გზა ეგეთია....
ეგ ისე მოკვდა ავარიაში როგორც მე ვარ ბანგლადეშის პრეზიდენტი აბდულ ჰამიდი.