საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვლილს რომ ვაცმევდი, ჩვენს მეჯვარეს ვთხოვე, მარტო დამტოვე-მეთქი. მჯეროდა, თუ ძალიან ვთხოვდი, დაბრუნდებოდა" - ნელი აგირბა თავს დატეხილ ტრაგედიასა და შინ დაბრუნებაზე
"გარდაცვლილს რომ ვაცმევდი, ჩვენს მეჯვარეს ვთხოვე, მარტო დამტოვე-მეთქი. მჯეროდა, თუ ძალიან ვთხოვდი, დაბრუნდებოდა" - ნელი აგირბა თავს დატეხილ ტრაგედიასა და შინ დაბრუნებაზე

ნელი აგირ­ბამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში სამ შვილ­თან და მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბი გა­ვი­და, ტკი­ვი­ლი­ან წარ­სულ­ზე ლა­პა­რა­კი უჭირს.

ნელი აგირ­ბა:

"ყვე­ლა­ზე მძი­მე, რთუ­ლი ჩემი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო. ეს იყო ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რის შემ­დე­გაც საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვებ­რძო­დი სიკ­ვდი­ლის სურ­ვილს. წა­სუ­ლი იყო სა­ზღვარ­გა­რეთ და რო­დე­საც ვე­ლო­დით, არ ჩა­მო­ვი­და. მერე და­ვი­წყე რეკ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ სას­ტუმ­რო და­ტო­ვე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. გა­ვა­ღეთ კარი და აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბოლო მო­მენ­ტამ­დე არ მჯე­რო­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ექი­მი მო­იყ­ვა­ნეთ, და­ა­დას­ტუ­რეთ-მეთ­ქი.

შემ­დეგ, რო­დე­საც გარ­დაც­ვლილს ვაც­მევ­დი, მე­გო­ბარს - ჩვენ მეჯ­ვა­რეს ვთხო­ვე, ხალ­ხი გა­იყ­ვა­ნე, ცოტა ხანი მარ­ტო დამ­ტო­ვე-მეთ­ქი. მჯე­რო­და, რომ თუ ძა­ლი­ან ვთხოვ­დი, დაბ­რუნ­დე­ბო­და. შემ­დე­გი სურ­ვი­ლი იყო, რომ რო­გორ­მე მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ მეც აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი მას­თან ერ­თად კუ­ბო­ში, აქ დარ­ჩე­ნა არ მინ­დო­და, მაგ­რამ ბავ­შვებს ვჭირ­დე­ბო­დი ძა­ლი­ან.

რო­დე­საც იღ­ვი­ძებ, რამ­დე­ნი­მე წა­მია, რო­დე­საც არ გახ­სოვს რა გჭირს, ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და... ნელ-ნელა და­ვი­წყე დაბ­რუ­ნე­ბა.

სიკ­ვდი­ლის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­ვა­მარ­ცხე, ნო­ა­ზე რომ დავ­რჩი ფეხ­მძი­მედ... რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და. თან დავ­ბრუნ­დი ჩემი ბავ­შვო­ბის სახ­ლში, სა­ი­და­ნაც გა­მოქ­ცე­უ­ლი ვი­ყა­ვი და რთუ­ლი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და. ვი­ცო­დი, იქ რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ან მოვ­კვდე­ბო­დი, ან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­დი. ჩემ თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ...

ერ­თმა­ნე­თი ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნით, პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვა­ზე ვიგ­რძე­ნი, რომ ერ­თნი ვი­ყა­ვით. სა­ა­თო­ბით ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს და ვი­კარ­გე­ბო­დით, გვე­ტი­რე­ბო­და. ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბი­დან სამ­ყა­როს ამო­გლეჯ­ვა იყო ნგრე­ვა. ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვით ერ­თად. ცოტა იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ ტემპში ვცხოვ­რობ­დით.

ბა­თუმ­ში მა­მა­ჩემს და სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას და­ვუბ­რუნ­დი. ათი წელი მუ­სი­კა არ და­მი­წე­რია, მაგ­რამ მერე გა­იხ­სნა... პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა ამ ტრავ­მებ­თან ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო... ჩელე 2017 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და ნოა 3 წლის შემ­დეგ - 2020-ში და­ი­ბა­და. ძა­ლი­ან ვე­ლო­დი, ჩა­სახ­ვის მო­მენ­ტიც კი ვიგ­რძე­ნი. სესი მა­შინ 7 წლის იყო და 3 წლის ევას უვ­ლი­და. მად­ლი­ე­რი ვარ ჩე­ლე­სი, ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და არის.

დღეს ძი­რი­თა­დად დედა ვარ... მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის თუ არ იტო­ვებ დროს, მერე იწყე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა... მე­დი­ტა­ცი­ას მივ­მარ­თავ და ვსწავ­ლობ...

ნელი აგირ­ბას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ობ ილო ბე­როშ­ვილ­თან ორი შვი­ლი - გო­გო­ნე­ბი ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "ჩე­ლეს" ეძახ­დნენ, ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის შვი­ლი, სას­ტუმ­რო­ში გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ირაკ­ლი მა­შინ ჩოგ­ბურ­თელ შვილს შე­ჯიბ­რზე ახ­ლდა... ნე­ლი­კოს მე­სა­მე შვი­ლი - ნოა, ხმის რე­ჟი­სორ ეშ­ტონ ლა­ღი­ძის­გან შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა წყვილს თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ღიად არა­სო­დეს ულა­პა­რა­კია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
5

ამ სოციალურმა ქსელებმა სულ გადარია ეს ხალხი. თავი ყველას ფილმის გმირებად წარმოუდგენიათ და იქღებენ და პოსტავენ ამდენ პირადულს. რა მოსაყოლი იყო ეხლა ეს ტელევიზიაში, თან სამი შვილი გეზრდება, რომლებსაც დიდად ყურადღევას არ უთმობდი. მჯერა რომ ფლიქოლოგიურად ცუდად ხარ და არ იგონებ ამ ყველაფერს, მაგრამ ასე საჯაროდ ყველაფრის გამოფენა, მითუმეტეს როცა სამი არასრულწლოვანი შვილი გეზრდება, მინიმუმ საშინელი ეგოიზმისმაჩვენებელია. არ თქვა ეხლა, ამ ამბით სხვასაც უნდა დავეხმაროო, შენი მოვალეობა პირველ რიგში შენი შვილების დახმარება და მათი როგორც ინდივიდების პატივისცემაა, რომგამოფინე უპტატრონო ბავშვების ამპულით სახალხოდ. 

მაია
10

უნიჭიერესი და უსათნოესი ნელი..3არაჩვეულებრივი ბავშვის დედა..მართალია ცხოვრებამ დაჩაგრა,ბევრი მწუხარება არგუნა,მაგრამ დღეს მაინც კარგადაა და შვილების გვერდითაა ..ყოჩაღ ნელი..მაგარი გოგო ხარ...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"გარდაცვლილს რომ ვაცმევდი, ჩვენს მეჯვარეს ვთხოვე, მარტო დამტოვე-მეთქი. მჯეროდა, თუ ძალიან ვთხოვდი, დაბრუნდებოდა" - ნელი აგირბა თავს დატეხილ ტრაგედიასა და შინ დაბრუნებაზე

"გარდაცვლილს რომ ვაცმევდი, ჩვენს მეჯვარეს ვთხოვე, მარტო დამტოვე-მეთქი. მჯეროდა, თუ ძალიან ვთხოვდი, დაბრუნდებოდა" - ნელი აგირბა თავს დატეხილ ტრაგედიასა და შინ დაბრუნებაზე

ნელი აგირბამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მეუღლის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ტელეწამყვანი ამჟამად ბათუმში სამ შვილთან და მამასთან ერთად ცხოვრობს... მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, ტკივილიან წარსულზე ლაპარაკი უჭირს.

ნელი აგირბა:

"ყველაზე მძიმე, რთული ჩემი მეუღლის გარდაცვალება იყო. ეს იყო ყოვლად მოულოდნელი, რის შემდეგაც საკმაოდ დიდხანს ვებრძოდი სიკვდილის სურვილს. წასული იყო საზღვარგარეთ და როდესაც ველოდით, არ ჩამოვიდა. მერე დავიწყე რეკვა. აღმოჩნდა, რომ სასტუმრო დატოვებული არ ჰქონდა. გავაღეთ კარი და აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი იყო. ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, ვეუბნებოდი, ექიმი მოიყვანეთ, დაადასტურეთ-მეთქი.

შემდეგ, როდესაც გარდაცვლილს ვაცმევდი, მეგობარს - ჩვენ მეჯვარეს ვთხოვე, ხალხი გაიყვანე, ცოტა ხანი მარტო დამტოვე-მეთქი. მჯეროდა, რომ თუ ძალიან ვთხოვდი, დაბრუნდებოდა. შემდეგი სურვილი იყო, რომ როგორმე მომეხერხებინა, რომ მეც აღმოვჩენილიყავი მასთან ერთად კუბოში, აქ დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ ბავშვებს ვჭირდებოდი ძალიან.

როდესაც იღვიძებ, რამდენიმე წამია, როდესაც არ გახსოვს რა გჭირს, ეს ძალიან მეხმარებოდა... ნელ-ნელა დავიწყე დაბრუნება.

სიკვდილის სურვილი მას შემდეგ დავამარცხე, ნოაზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ... რთული ორსულობა მქონდა. თან დავბრუნდი ჩემი ბავშვობის სახლში, საიდანაც გამოქცეული ვიყავი და რთული ამბები ხდებოდა. ვიცოდი, იქ რომ ვბრუნდებოდი, ან მოვკვდებოდი, ან გავთავისუფლდებოდი. ჩემ თავს ვეუბნებოდი, მიყვარხარ, მიყვარხარ...

ერთმანეთი ფესტივალზე გავიცანით, პირველივე ნახვაზე ვიგრძენი, რომ ერთნი ვიყავით. საათობით ვუყურებდით ერთმანეთს და ვიკარგებოდით, გვეტირებოდა. ასეთი ერთიანობიდან სამყაროს ამოგლეჯვა იყო ნგრევა. ექვსი თვე ვიყავით ერთად. ცოტა იყო, მაგრამ ძალიან ინტენსიურ ტემპში ვცხოვრობდით.

ბათუმში მამაჩემს და საკუთარ ბავშვობას დავუბრუნდი. ათი წელი მუსიკა არ დამიწერია, მაგრამ მერე გაიხსნა... პირისპირ დარჩენა ამ ტრავმებთან ძალიან მტკივნეული იყო... ჩელე 2017 წელს გარდაიცვალა და ნოა 3 წლის შემდეგ - 2020-ში დაიბადა. ძალიან ველოდი, ჩასახვის მომენტიც კი ვიგრძენი. სესი მაშინ 7 წლის იყო და 3 წლის ევას უვლიდა. მადლიერი ვარ ჩელესი, ჩემი მასწავლებელი იყო და არის.

დღეს ძირითადად დედა ვარ... მაგრამ საკუთარი თავისთვის თუ არ იტოვებ დროს, მერე იწყება უკმაყოფილება... მედიტაციას მივმართავ და ვსწავლობ...

ნელი აგირბას პირველი ქორწინებიდან მსახიობ ილო ბეროშვილთან ორი შვილი - გოგონები ჰყავს. მეორე ქორწინება ირაკლი ძიმისტარაშვილთან, რომელსაც მეტსახელად "ჩელეს" ეძახდნენ, ხანმოკლე აღმოჩნდა. ცნობილი ინფექციონისტის მარინა ენდელაძის შვილი, სასტუმროში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. ირაკლი მაშინ ჩოგბურთელ შვილს შეჯიბრზე ახლდა... ნელიკოს მესამე შვილი - ნოა, ხმის რეჟისორ ეშტონ ლაღიძისგან შეეძინა, თუმცა წყვილს თავისი ურთიერთობის შესახებ ღიად არასოდეს ულაპარაკია.