პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია..." - როგორ ეხმაურება ნიკა მელია თანაპარტიელების განცხადებას?
"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია..." - როგორ ეხმაურება ნიკა მელია თანაპარტიელების განცხადებას?

მსურს ყვე­ლამ იცო­დეს - მზად ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის არ­ჩევ­ნებ­ში. მი­თუ­მე­ტეს შიდა პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათ­ქმე­ლი და­მიგ­როვ­და. პა­ტი­ვისცმით, ვი­საც გნე­ბავთ, სა­დაც გნე­ბავთ, რო­დე­საც გნე­ბავთ, მე მზად ვარ ამ არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ნიკა მე­ლია გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ლე­გე­ბის ბრი­ფინგზე "ახა­ლი არა­ფე­რი თქმუ­ლა".

"მინ­და მო­გახ­სე­ნოთ ჩემი პო­ზი­ცია, „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ბრი­ფინგზე, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა გა­მარ­თეს, ჩემ­თვის არა­ფე­რი ახა­ლი არ თქმუ­ლა და ახა­ლი არა­ფე­რი არ მო­მის­მე­ნია. არა­ფე­რი ახა­ლი აღ­ნიშ­ნულ ბრი­ფინგზე არ ყო­ფი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ამ ფორ­მით. არა­და, ამ სა­კი­თხებ­ზე ში­და­პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­უ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ა­ჩენს, რა იყო ამ სა­კი­თხის ამ ფორ­მით, ასე ნაჩ­ქა­რე­ვად გა­მო­ტა­ნის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ზი და მი­ზა­ნი, მი­თუ­მე­ტეს, რომ დღეს მთა­ვა­რი თემა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი.

სწო­რედ ამ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მე პარ­ტი­ის შიგ­ნით არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი ღიად და­ვა­ყე­ნე თვე­ნა­ხევ­რის წინ - გა­ვა­კე­თე ეს სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თან­დას­წრე­ბით, ვინც დღეს ითხოვს არ­ჩევ­ნებს.

არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხზე იყო თან­ხმო­ბა, მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი იყო მხო­ლოდ, რო­დის და რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი. თუ რა­ი­მე არის ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი - არის არ­ჩევ­ნე­ბი, ღია სა­ჯა­რო და მხარ­დამ­ჭერ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ათო­ბით ათა­სი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც ათი ათა­სო­ბით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერსთვის მექ­ნე­ბა სი­მარ­თლის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა მათ გა­ა­კე­თონ გა­აზ­რე­ბუ­ლი და პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.

მსურს ყვე­ლამ იცო­დეს - მზად ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის არ­ჩევ­ნებ­ში. მი­თუ­მე­ტეს შიდა პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათ­ქმე­ლი და­მიგ­როვ­და.

პა­ტი­ვისცმით, ვი­საც გნე­ბავთ, სა­დაც გნე­ბავთ, რო­დე­საც გნე­ბავთ - მე მზად ვარ ამ არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებ­ზე იმ­სჯე­ლებს პარ­ტია, მათ შო­რის მათი ჩარ­თუ­ლო­ბით, ვინც დღეს გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

აუფ

კოკი
1

სეიძლება მელიას ვაკრიტიკებდე ბევრი რამ არ მომწონდეს მაგრამ ხაბეიშვილ კეზერაშვილთან შედარებით ათი თავით მაღლა დგას, კეზერაშვილი მილიარდელია მსოფლიოში ალბათ ერთადერთი შემთხვევა რომ ბიზნესის გარეშე გაღლეტილი ჩინოვნიკი თავდაცვის მინისტრი ჩინოვნიკობას მილიარდელი ტოვებს. მელიამ ამ ფულის წარმომავლობა კარგად იცის ამიტომ აქვს მასთან დაპირისპირება, მაგრამ კეზერაშვილ ფულს არ დაინანებს და მაქსიმალურად ეცდება თავის მარიონეტი მოაქციოს ნაცსათავეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია..." - როგორ ეხმაურება ნიკა მელია თანაპარტიელების განცხადებას?

"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია..." - როგორ ეხმაურება ნიკა მელია თანაპარტიელების განცხადებას?

მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია გამოეხმაურა თანაპარტიელების დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ კოლეგების ბრიფინგზე "ახალი არაფერი თქმულა".

"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ბრიფინგზე, რომელიც დღეს ჩემმა კოლეგებმა გამართეს, ჩემთვის არაფერი ახალი არ თქმულა და ახალი არაფერი არ მომისმენია. არაფერი ახალი აღნიშნულ ბრიფინგზე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ამ ფორმით. არადა, ამ საკითხებზე შიდაპარტიული აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.

სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს.

არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით.

არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.

მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა.

პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ - მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის. დანარჩენ დეტალებზე იმსჯელებს პარტია, მათ შორის მათი ჩართულობით, ვინც დღეს გააკეთა განცხადება“, - განაცხადა მელიამ.

ნახეთ ასევე: