სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?
20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი  - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

2021 წლის 2 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გი­ორ­გი ფან­გა­ნი აირ­ჩია. მან კო­მი­სი­ის წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მე­ო­რე ვა­დით, მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვა. სე­მე­კის კო­მი­სია სულ 5 წევ­რის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ირ­ჩევს.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. იგი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში 2005 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს. პირ­ვე­ლი ვა­დით კო­მი­სი­ის წევ­რად 2015 წელს აირ­ჩი­ეს. სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ჰყავს მე­უღ­ლე და 6 შვი­ლი, ის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ეკო ფან­გა­ნის ძმაა.

"ჩემი ძმა ჩემ­ზე უმ­ცრო­სია. 18 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მა­მი­და ვარ. ბავ­შვე­ბი ჩემ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ერთ-ერთი ძმიშ­ვი­ლი ჩემს გულ­ზე გა­ი­ზარ­და, სულ გულ­ზე მეწ­ვი­ნა. ძა­ლი­ან ხში­რად არი­ან ჩვენ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ხან სად დავ­დი­ვარ, ხან სად. დამ­ყავს ჩემი მე­გობ­რის შვი­ლებ­თან, სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე... გო­გო­ნა ყველ­გან ამ­ბობს – ეკო ფან­განს თუ იც­ნობთ, მისი ძმიშ­ვი­ლი ვარო. ძა­ლი­ან ამა­ყობს ჩე­მით!" - ამ­ბობ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

გი­ორ­გი და ეკო ფან­გა­ნე­ბი წლე­ბის წინ

ეკოს და გი­ორ­გის მამა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს მთა­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი იყო. ოჯა­ხი ან­კა­რა­ში ცხოვ­რობ­და და მა­შინ 90-იანი წლე­ბი იდგა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი იყო, თბი­ლის­ში რომ ეზო­ებ­ში ცე­ცხლს ან­თებ­დნენ და ჩა­იდ­ნე­ბით წყალს ადუ­ღებ­დნენ, არ იყო - შუქი, გაზი, წყა­ლი... ჩვენ ამ დროს თურ­ქეთ­ში კარ­გი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მა­ინც არ მსურ­და იქ ყოფ­ნა. ჩემი სკო­ლა და მე­გობ­რე­ბი მე­ნატ­რე­ბო­და. ამი­ტო­მაც ვერ ავი­ტა­ნე იქ ყოფ­ნა და ცოტა ხან­ში წა­მო­ვე­დი. დავ­ბრუნ­დი უშუ­ქო­ბა­ში, ყინ­ვა­ში და უბე­დუ­რე­ბა­ში... ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან ვცხოვ­რობ­დი. ორი ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და და თა­ნაბ­რად ვი­ყა­ვი ხან ერ­თგან და ხან მე­ო­რე­გან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რაც არის ბე­ბია-ბა­ბუ­ას წეს-ჩვე­უ­ლე­ბა და მეც ბევ­რად უფრო მე­ტად მა­ნე­ბივ­რებ­დნენ, ვიდ­რე მშობ­ლე­ბი. უფრო მე­ტად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის გაზ­რდი­ლი ვარ. თურ­ქეთ­ში მხო­ლოდ ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბი ხუთი წელი იქ ცხოვ­რობ­დნენ და მე ზოგ­ჯერ ჩავ­დი­ო­დი ახალ წელს ან სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკო ფან­გა­ნი.

გი­ორ­გი და ეკო ფან­გა­ნე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად

18 წლის იყო, რო­დე­საც გი­ორ­გი ფან­გა­ნი თაკო ჟი­ჟი­აშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ამ­ჟა­მად 6 შვილს ზრდი­ან და მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ოც წელს ით­ვლის.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"პირ­ვე­ლად, რო­დე­საც გი­ორ­გიმ თაკო ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნა, სა­მი­ვე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ვი­ყა­ვით. მას შემ­დეგ სულ ერ­თად ვართ, გა­ვი­ზარ­დეთ ერ­თად, ყველ­გან დავ­დი­ვართ ერ­თად, ვის­ვე­ნებთ ერ­თად, ვერ­თო­ბით ერ­თად, ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ და, თით­ქმის

ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გვაქვს. მა­გა­ლი­თად, მისი 6 შვი­ლი ჩემი 6 შვი­ლია. ჩემს საყ­ვა­რელ ნივ­თებ­საც სულ თა­კოს ვუ­ზი­ა­რებ ისე, რო­გორც ეს თბი­ლი, ლა­მა­ზი და სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის ჯემპრი გა­ვუ­ზი­ა­რე და რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, ესეც სა­ოც­რად მო­უხ­და. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა გა­ა­ხა­რო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­უ­ზი­ა­რო მათ სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი და ერ­თად შექ­მნათ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკო ფან­გა­ნი.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

გი­ორ­გი ფან­გა­ნის დეკ­ლა­რა­ცია

გი­ორ­გი ფან­გან­მა დეკ­ლა­რა­ცია 2022 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო. წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვლა­დი­მე­რი 2002 წელს შე­ე­ძი­ნა, მათ ჰყავთ ელე­ნე, ნი­კო­ლო­ზი, და­ვი­თი და მა­რი­ა­მი, მე­ექ­ვსე შვი­ლი, ილია კი 2019 წელს და­ი­ბა­და.

138.8 კვ. მ. ბინა სო­ფელ დი­ღომ­ში გი­ორ­გი ფან­გან­მა 2018 წელს 75 ათას ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. 2017 წელს კი მო­ხე­ლეს კო­ჯორ­ში 600 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი აჩუ­ქეს.

მე­უღ­ლეს, თა­მარ ჟი­ჟი­აშ­ვილს ჰყავს 10 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მან­ქა­ნა Audi Q5.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ფან­განს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 3250 ლარი, თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 2765,39 ლარი და მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 3161,55 ლარი.

თა­მარ ჟი­ჟი­აშ­ვი­ლი შპს სო­კარ ენერ­ჯი ჯორ­ჯი­ა­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობს. 2021 წლის კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მან­ძილ­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 24 500 ლარი მი­ი­ღო.

გი­ორ­გი ფან­გან­მა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში კო­მი­სი­ის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 171 104,93 ლარი მი­ი­ღო. ფან­გა­ნის ხელ­ფა­სი თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14 ათა­სი ლა­რია.

გი­ორ­გი ფან­განს 37 ათა­სი ლარი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი აქვს, რო­მე­ლიც 2019 წელს აიღო და 2021 წელს წინ­სწრე­ბით და­ფა­რა.

მე­ო­რე იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 82 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით 2018 წელს აიღო და 2021 წელს ასე­ვე წინ­სწრე­ბით და­ფა­რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი  - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. მან კომისიის წევრის თანამდებობა მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავა. სემეკის კომისია სულ 5 წევრისგან შედგება, რომელთაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან საქმიანობს. პირველი ვადით კომისიის წევრად 2015 წელს აირჩიეს. საჯარო მოხელეს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი, ის ცნობილი ტელეწამყვანის ეკო ფანგანის ძმაა.

"ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია. 18 წლის ასაკში დაქორწინდა. მგონია, რომ ძალიან კარგი მამიდა ვარ. ბავშვები ჩემზე გიჟდებიან. ერთ-ერთი ძმიშვილი ჩემს გულზე გაიზარდა, სულ გულზე მეწვინა. ძალიან ხშირად არიან ჩვენთან და ბავშვებთან ერთად ხან სად დავდივარ, ხან სად. დამყავს ჩემი მეგობრის შვილებთან, სხვადასხვა საბავშვო დღესასწაულებზე... გოგონა ყველგან ამბობს – ეკო ფანგანს თუ იცნობთ, მისი ძმიშვილი ვარო. ძალიან ამაყობს ჩემით!" - ამბობდა ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში...

გიორგი და ეკო ფანგანები წლების წინ

ეკოს და გიორგის მამა დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობდა და თურქეთის საელჩოს მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო. ოჯახი ანკარაში ცხოვრობდა და მაშინ 90-იანი წლები იდგა.

"საქართველოში ურთულესი წლები იყო, თბილისში რომ ეზოებში ცეცხლს ანთებდნენ და ჩაიდნებით წყალს ადუღებდნენ, არ იყო - შუქი, გაზი, წყალი... ჩვენ ამ დროს თურქეთში კარგი პირობები გვქონდა, მაგრამ მაინც არ მსურდა იქ ყოფნა. ჩემი სკოლა და მეგობრები მენატრებოდა. ამიტომაც ვერ ავიტანე იქ ყოფნა და ცოტა ხანში წამოვედი. დავბრუნდი უშუქობაში, ყინვაში და უბედურებაში... ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. ორი ბებია და ბაბუა მყავდა და თანაბრად ვიყავი ხან ერთგან და ხან მეორეგან. მოგეხსენებათ, რაც არის ბებია-ბაბუას წეს-ჩვეულება და მეც ბევრად უფრო მეტად მანებივრებდნენ, ვიდრე მშობლები. უფრო მეტად ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ. თურქეთში მხოლოდ ექვსი თვე ვიყავი. ჩემი მშობლები ხუთი წელი იქ ცხოვრობდნენ და მე ზოგჯერ ჩავდიოდი ახალ წელს ან საზაფხულო არდადეგებზე", - იხსენებდა მოგვიანებით ეკო ფანგანი.

გიორგი და ეკო ფანგანები მშობლებთან ერთად

18 წლის იყო, როდესაც გიორგი ფანგანი თაკო ჟიჟიაშვილზე დაქორწინდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად 6 შვილს ზრდიან და მათი ოჯახური ცხოვრება ოც წელს ითვლის.

გიორგი ფანგანი მეუღლესთან ერთად

"პირველად, როდესაც გიორგიმ თაკო ჩვენთან მოიყვანა, სამივე თინეიჯერები ვიყავით. მას შემდეგ სულ ერთად ვართ, გავიზარდეთ ერთად, ყველგან დავდივართ ერთად, ვისვენებთ ერთად, ვერთობით ერთად, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ და, თითქმის

ყველაფერი საერთო გვაქვს. მაგალითად, მისი 6 შვილი ჩემი 6 შვილია. ჩემს საყვარელ ნივთებსაც სულ თაკოს ვუზიარებ ისე, როგორც ეს თბილი, ლამაზი და საახალწლო განწყობის ჯემპრი გავუზიარე და როგორც ყველაფერი, ესეც საოცრად მოუხდა. დიდი სიამოვნებაა გაახარო საყვარელი ადამიანები, გაუზიარო მათ საკუთარი ნივთები და ერთად შექმნათ საახალწლო განწყობა", - წერს სოციალურ ქსელში ეკო ფანგანი.

გიორგი ფანგანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

გიორგი ფანგანის დეკლარაცია

გიორგი ფანგანმა დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო. წყვილს პირველი შვილი, ვლადიმერი 2002 წელს შეეძინა, მათ ჰყავთ ელენე, ნიკოლოზი, დავითი და მარიამი, მეექვსე შვილი, ილია კი 2019 წელს დაიბადა.

138.8 კვ. მ. ბინა სოფელ დიღომში გიორგი ფანგანმა 2018 წელს 75 ათას ევროდ შეიძინა. 2017 წელს კი მოხელეს კოჯორში 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქეს.

მეუღლეს, თამარ ჟიჟიაშვილს ჰყავს 10 ათას დოლარად შეძენილი მანქანა Audi Q5.

დეკლარაციის შევსებისას ფანგანს საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე ჰქონდა 3250 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2765,39 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე 3161,55 ლარი.

თამარ ჟიჟიაშვილი შპს სოკარ ენერჯი ჯორჯიაში წამყვან სპეციალისტად მუშაობს. 2021 წლის კალენდარული წლის მანძილზე ხელფასის სახით 24 500 ლარი მიიღო.

გიორგი ფანგანმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომისიის წევრის პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში 171 104,93 ლარი მიიღო. ფანგანის ხელფასი თვეში დაახლოებით 14 ათასი ლარია.

გიორგი ფანგანს 37 ათასი ლარი სამომხმარებლო სესხი აქვს, რომელიც 2019 წელს აიღო და 2021 წელს წინსწრებით დაფარა.

მეორე იპოთეკური სესხი, 82 ათასი დოლარის ოდენობით 2018 წელს აიღო და 2021 წელს ასევე წინსწრებით დაფარა...