ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა - ივანიშვილი გამოყვანილია ოლიგარქად და კეზერაშვილი პოლიტპატიმრად მაშინ, როცა, კეზერაშვილის მიმართ განაჩენებია დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ "ქოლცენტრების" უკან კეზერაშვილი დგას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
დეპუტატი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია როგორც ჩანს სწორედ "ქოლცენტრებთან" დაკავშირებული ფულით ფინანსდებოდა.
"მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერი გვეცოდინება, რეალურად რა ხდება ამ "ქოლცენტრების" უკან, მაგრამ უკვე იმ მტკიცებულებებით, რაც გასაჯაროვდა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამის უკან კეზერაშვილი დგას.
ბევრი კითხვაა, თუ რა თანხებით ფინანსდებიან ოპოზიციური ჯგუფები თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ღონისძიებები, როგორც ჩანს ამ ფულით ხდებოდა ამის დაფინანსება.
დაველოდოთ, გამოძიება რა შედეგებს დადებს და შემდეგ უკვე ბევრ რამეს ვილაპარაკებთ,"- განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი აღქმების საფუძველზე გაჩნდა. ის ასევე აცხადებს, რომ კონკრეტული ჩანაწერები რაც ივანიშვილს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს ეხებათ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მუშაობის შედეგია და ისინი ევროპარლამენტარები არიან.
"სამწუხაროა და უნდა ვთქვა, რომ რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული კეზერაშვილი გამოყვანილია პოლიტპატიმრად და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მაშინ, როცა, კეზერაშვილის მიმართ კონკრეტული განაჩენებია დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას. ერთ მხარეს ასეთი პიროვნებაა და მეორე მხარეს ადამიანი, რომელსაც თავის ქველმოქმედებით უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული ქვეყნის წინაშე და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ეს ყველაფერი თავდაყირა აყენებს რეზოლუციას და რბილად რომ ვთქვათ, უამრავ კითხვას აჩენს, როგორ შეიძლება ასეთი არასწორი შეფასებები და დებულებები გაჩნდეს.
ბიძინა ივანიშვილი მოცილებულია პოლიტიკიდან და დიდი ხნის წინ გააკეთა ამაზე განცხადება. არანაირი ფაქტი არ არსებობს, რომ კავშირი ჰქონდეს პოლიტიკასთან ან მედიასთან, უბრალოდ არის ასეთი განცდები შექმნილი და მართლა არ მესმის, რა უნდა მოხდეს, რომ ეს განცდები გაქრეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებად გვევლინებიან და ის შეფასებები, რაც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას, ის აისახება სხვადასხვა აქტის პროექტში. ფაქტია, ეს ამას უკავშირდება, ევროპის სახალხო პარტიის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" და ამ კავშირებიდან გამომდინარე ჩნდება სრულიად უსაფუძვლო და არარელევანტური შეფასებები რეზოლუციის პროექტში თუ კომიტეტის მიერ მითითებულ დოკუმენტებში,"- განაცხადა კახიანმა.
ნახეთ ასევე:
ეს ყველაფერი გვესმის და ვიცით კიდეც, მაგრამ ჩვენთვის ახსნას, ევროპარლამენტარები, მითმეტეს რომ მხარედ მოიაზრებიან, ისინი დაარწმუნეთ. სად არის შესაბამისი ნოტა ან უბალოდ თქვენი პასუხი, მათი კომისიის გადაწყვეტილებუს შემდეგ.
არამარტო კეზერაშვილი, ჯაფარიძე, ხოშტერია, ბოკერია, ლელო, რესპები, სტრატეგია აღმაშენებელი. გრიგილ დაჭიჭე ვაშაძეები, ლეიბორისტები, ბურჯანაძე, მელია, სირცხვილია, ენჯეოები და ა.შ