მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განმარტებას აკეთებს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაზე
რა განმარტებას აკეთებს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მა­ში ამოქ­მედ­დე­ბულ ინ­სულ­ტის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ზე.

რო­გორც ჯან­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეხე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის შეყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც მო­ცუ­ლო­ბი­თია. ინ­სულ­ტის და ტრავ­მის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 11 მლნ ლა­რის ფარ­გლებ­ში და­ვა­ფი­ნან­სებთ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 000 შემ­თხვე­ვა გვაქვს და ამ შემ­თხვე­ვებ­ზე, იმ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას ჩვენ და­ვა­ფი­ნან­სებთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენ ვი­მუ­შა­ოთ ინ­სულ­ტის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, როცა ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და რე­ა­გი­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად­ვე მო­ახ­დენს და ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით მი­იყ­ვანს იმ კონ­კრე­ტულ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც მათ ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ასე­ვე, შემ­დე­გი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­დეს ან შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვი­დეთ ამის პრე­ვენ­ცი­ა­საც მო­ვახ­დენთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მა­ში ამოქ­მედ­დე­ბა ინ­სულ­ტის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა, რაც პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, დრო­უ­ლად და­იბ­რუ­ნონ ფუნ­ქცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი და თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მძი­მე შე­ზღუდ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სრულ კურსს. ინ­სულ­ტის, თა­ვის და ზურ­გის ტვი­ნის ტრავ­მის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტის 1 თვის ბი­უ­ჯე­ტი 919 250 ლარს შე­ად­გენს. პროგ­რა­მე­ბის წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი კი 11 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა განმარტებას აკეთებს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაზე

რა განმარტებას აკეთებს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამაზე.

როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"გადაწყვეტილება ეხება საყოველთაო ჯანდაცვაში რეაბილიტაციის პროგრამის შეყვანას, რომელიც მოცულობითია. ინსულტის და ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას დაახლოებით 11 მლნ ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს და ამ შემთხვევებზე, იმ კლინიკებში, სადაც რეაბილიტაციას ჩაიტარებენ მკურნალობას ჩვენ დავაფინანსებთ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე, როცა ინსულტის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა რეაგირებას მაქსიმალურად სწრაფადვე მოახდენს და ჩვენების მიხედვით მიიყვანს იმ კონკრეტულ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად დაეხმარებიან, ასევე, შემდეგი გართულებები, რასაც შეიძლება რეაბილიტაცია დასჭირდეს ან შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივიდეთ ამის პრევენციასაც მოვახდენთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.