პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ისტორია შეცვალოს" - იტალიაში უძველესი ეპოქის 24 ბრინჯაოს ქანდაკება და 6000-ზე მეტი ძვირფასი მონეტა აღმოაჩინეს
"ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ისტორია შეცვალოს" - იტალიაში უძველესი ეპოქის 24 ბრინჯაოს ქანდაკება და 6000-ზე მეტი ძვირფასი მონეტა აღმოაჩინეს

ტოს­კა­ნა­ში, იტა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ბრინ­ჯა­ოს 24 ქან­და­კე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი ვა­რა­უ­დით, ისი­ნი რო­მა­ულ პე­რი­ოდს უნდა მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს. ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი დე­და­ქა­ლაქ რო­მი­დან 160 კი­ლო­მეტრში, სი­ე­ნას პრო­ვინ­ცი­ა­ში, San Casciano dei Bagni-ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ამ ად­გი­ლას უძ­ვე­ლე­სი თერ­მუ­ლი წყლე­ბის აბა­ნო­ე­ბის ნან­გრე­ვე­ბია და სწო­რედ მათ ქვეშ იყო ფი­გუ­რე­ბი ჩა­მარ­ხუ­ლი.

აღ­მო­ჩე­ნილ ქან­და­კე­ბებს შო­რის ვხვდე­ბით ჰი­გე­ას, აპო­ლო­ნის და სხვა ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ღმერ­თე­ბის ფი­გუ­რებს, რომ­ლე­ბიც არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით 2300 წლის წი­ნან­დე­ლე­ბი უნდა იყოს.

ქან­და­კე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩა­მარ­ხუ­ლი იყო 6 000-მდე ბრინ­ჯა­ოს, ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს მო­ნე­ტებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ძვ.წ. II სა­უ­კუ­ნით, ასე­ვე ჩვ.წ. I სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

იტა­ლი­ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­მო­ჩე­ნა "ძველ ტოს­კა­ნა­ში დიდი ტრანსფორ­მა­ცი­ის“ პე­რი­ოდს ასა­ხავს: როცა ეტ­რუს­კუ­ლი­დან რო­მა­ულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის თქმით კი, ამ აღ­მო­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა, ის­ტო­რია შეც­ვა­ლოს და ბევრ სა­კითხს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს, შე­იც­ვა­ლოს წარ­მოდ­გე­ნა ეპო­ქებ­ზე და კონ­კრე­ტულ ეპო­ქა­ზე უფრო მეტი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჯა­კო­პო ტა­ბო­ლი, სი­ე­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც ტოს­კა­ნა­ში არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ვა­რა­უ­დობს, რომ ეს ქან­და­კე­ბე­ბი თერ­მულ წყლებ­ში რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­ძი­რეს:

"წყალს რა­ი­მე ძვირ­ფასს სწი­რავ, რათა მა­ნაც და­გიბ­რუ­ნოს წყა­ლო­ბა“.

ქან­და­კე­ბებს ჯერ გრო­სე­ტო­ში წა­ი­ღე­ბენ რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის, სა­ბო­ლო­ოდ კი სან კას­ცი­ა­ნოს ახალ მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნენ.

იტა­ლი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რი­ა­სის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ეს ფი­გუ­რე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის არა­ერთ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

თუკი ვი­სა­უბ­რებთ ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბებ­ზე, ამ თვალ­საზ­რი­სით, აქამ­დე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნად რი­ა­სის ქან­და­კე­ბე­ბი მი­იჩ­ნე­ო­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად - 1972 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი დრო­ის მე­ომ­რე­ბის ორი ქან­და­კე­ბა და მათი შექ­მნის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღად მეც­ნი­ე­რებ­მა ჩვ.წ-მდე 460-450 წლე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს.

რი­ა­სის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორამი
5

ჩვენც ვანდალებივით ვიქცევით, მხედველობაში მაქვს საბჭოთა შედევრების,- ქანდაკებების და სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლების, - განადგურება. ისინი წარმოადგენდნენ ისტორიის საკუთრებას და უნდა შემონახულიყო მომავალი თაობებისათვის!

ტატო
3

ისე მაინტერესბს რომ გავა 1000 წელი (ნაკლები თუ მეტი) მერმინდელი არქეოლები რას აღმოაჩენენ ჩვენს ეპოქაზე და კერძოდ საქართველოზე. რამე ღირებულს ვუტოვებთ მომავალ თაობებს???!!!!

ავტორი:

"ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ისტორია შეცვალოს" - იტალიაში უძველესი ეპოქის 24 ბრინჯაოს ქანდაკება და 6000-ზე მეტი ძვირფასი მონეტა აღმოაჩინეს

"ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ისტორია შეცვალოს" - იტალიაში უძველესი ეპოქის 24 ბრინჯაოს ქანდაკება და 6000-ზე მეტი ძვირფასი მონეტა აღმოაჩინეს

ტოსკანაში, იტალიელმა არქეოლოგებმა ბრინჯაოს 24 ქანდაკება აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ისინი რომაულ პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს. ბრინჯაოს ქანდაკებები დედაქალაქ რომიდან 160 კილომეტრში, სიენას პროვინციაში, San Casciano dei Bagni-ში აღმოაჩინეს.

ამ ადგილას უძველესი თერმული წყლების აბანოების ნანგრევებია და სწორედ მათ ქვეშ იყო ფიგურები ჩამარხული.

აღმოჩენილ ქანდაკებებს შორის ვხვდებით ჰიგეას, აპოლონის და სხვა ბერძნულ-რომაული ღმერთების ფიგურებს, რომლებიც არქეოლოგების ვარაუდით 2300 წლის წინანდელები უნდა იყოს.

ქანდაკებების უმეტესობა ჩამარხული იყო 6 000-მდე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მონეტებთან ერთად, რომლებიც ძვ.წ. II საუკუნით, ასევე ჩვ.წ. I საუკუნეებით თარიღდება.

იტალიის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღმოჩენა "ძველ ტოსკანაში დიდი ტრანსფორმაციის“ პერიოდს ასახავს: როცა ეტრუსკულიდან რომაულ მმართველობაზე გადადიოდნენ. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით კი, ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ისტორია შეცვალოს და ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინოს, შეიცვალოს წარმოდგენა ეპოქებზე და კონკრეტულ ეპოქაზე უფრო მეტი დეტალის გარკვევა გახდეს შესაძლებელი.

ჯაკოპო ტაბოლი, სიენას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ტოსკანაში არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს, ვარაუდობს, რომ ეს ქანდაკებები თერმულ წყლებში რიტუალის ჩატარებისას გამიზნულად ჩაძირეს:

"წყალს რაიმე ძვირფასს სწირავ, რათა მანაც დაგიბრუნოს წყალობა“.

ქანდაკებებს ჯერ გროსეტოში წაიღებენ რესტავრაციისთვის, საბოლოოდ კი სან კასციანოს ახალ მუზეუმში გამოფენენ.

იტალიის სახელმწიფო მუზეუმების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ რიასის ბრინჯაოს ქანდაკებების აღმოჩენის შემდეგ, ეს ფიგურები უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომელიც ისტორიის არაერთ კითხვას გასცემს პასუხს.

თუკი ვისაუბრებთ ბრინჯაოს ქანდაკებებზე, ამ თვალსაზრისით, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად რიასის ქანდაკებები მიიჩნეოდა. უფრო კონკრეტულად - 1972 წელს აღმოაჩინეს უძველესი დროის მეომრების ორი ქანდაკება და მათი შექმნის სავარაუდო თარიღად მეცნიერებმა ჩვ.წ-მდე 460-450 წლები დაასახელეს.

რიასის ბრინჯაოს ქანდაკებები

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა