საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები" - დავით კირკიტაძე
"ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები" - დავით კირკიტაძე

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ა­ში ყვე­ლა დო­ნის არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ არის - ამა­ზე პარ­ტი­ა­ში მსჯე­ლო­ბა მი­დი­ო­და,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მისი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძის ბრი­ფინგს, რო­მე­ლიც პარ­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მათ შო­რის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე, შიდა არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

კი­თხვა­ზე, ხომ არ დგას ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის უკან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რად­გან იყო სა­უბ­რე­ბი კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და ნიკა მე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, კირ­კი­ტა­ძე აცხა­დებს, რომ მათი გან­ცხა­დე­ბის უკან ვე­რა­ფერს ხე­დავს, გარ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა.

"ყვე­ლა ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს ვინც იქ იდგა, ვი­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გაძ­ლი­ე­რე­ბა უნდა, პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი და არა­ვის ვა­კად­რებ, ვუ­თხრა, რომ მისი გულ­წრფე­ლი ინ­ტე­რე­სის უკან ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი იმა­ლე­ბა. გულ­წრფე­ლად, მე ვერ და­ვი­ნა­ხე მათ უკან ვე­რა­ფე­რი გარ­და გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გაძ­ლი­ერ­დეს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ყვე­ლას უკან ვი­ღაც და­ი­ნა­ხოს,"- გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მისი მხარ­და­ჭე­რა რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა ნიკა მე­ლი­ას, თუკი ის თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას კვლავ და­ა­ყე­ნებს, კირ­კი­ტა­ძე პა­სუ­ხობს, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, "ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გაძ­ლი­ე­რე­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რე­ა­ლურ გეგ­მას შეს­თა­ვა­ზებს."

"ჩვენ როცა ნიკა მე­ლია ავირ­ჩი­ეთ, პარ­ტი­ის წი­ნა­შე იდგა სულ სხვა ამო­ცა­ნე­ბი, ახლა დგას სულ სხვა ამო­ცა­ნე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვჭირ­დე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ ყვე­ლა კან­დი­და­ტის მო­საზ­რე­ბას. მე ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბი თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტი. მხარს და­ვუ­ჭერ იმას, ვი­საც ექ­ნე­ბა კარ­გი გეგ­მა. ამ თე­მა­ზე რომ პარ­ტი­ა­ში ყვე­ლა დო­ნის ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გა­მარ­თუ­ლი­ყო, მსჯე­ლო­ბა მი­დი­ო­და, უბ­რა­ლოდ, დღეს ჩვენ­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა, ახალ­გაზ­რდებ­მა, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა ეს გა­აჟ­ღე­რა სა­ჯა­როდ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ არის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყო წი­ნა­აღ­მდე­გი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით არ­ჩე­ვის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ თა­ნა­მებ­რძო­ლებს, რომ­ლის იმე­დიც უნდა გქონ­დეს პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში, შე­უ­ზღუ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარ­ტი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ვი­თხოვთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დეს ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და რა­ტომ უნდა ვი­ყოთ პარ­ტი­ა­ში ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით ელექტრო­ნუ­ლად იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩე­უ­ლი,"- გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ობიექტური შემფასებელი"
1

იმდენი იძახეს "ვადამდელი არჩევნები"-ო, რომ საქართველოს მასშტაბით, თუ ვერ აღწევენ,შიდა პარტიული მასშტაბით მაინც მიაღწევენ აუცილებლად რასაკვირველია!

მზეწვია
2

ღმერთო! გვიხსენი კირკიტაძეებისაგან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები" - დავით კირკიტაძე

"ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები" - დავით კირკიტაძე

ჩემი ინფორმაციით, პარტიაში ყველა დონის არჩევნების გამართვის წინააღმდეგი არავინ არის - ამაზე პარტიაში მსჯელობა მიდიოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისი თანაგუნდელის, ირაკლი ნადირაძის ბრიფინგს, რომელიც პარტიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე, შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

კითხვაზე, ხომ არ დგას ამ ინიციატივის უკან დავით კეზერაშვილი, რადგან იყო საუბრები კეზერაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირების თაობაზე, კირკიტაძე აცხადებს, რომ მათი განცხადების უკან ვერაფერს ხედავს, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებისა.

"ყველა ადამიანს, განსაკუთრებით დღეს ვინც იქ იდგა, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება უნდა, პატივისცემით ვეპყრობი და არავის ვაკადრებ, ვუთხრა, რომ მისი გულწრფელი ინტერესის უკან ესა თუ ის ადამიანი იმალება. გულწრფელად, მე ვერ დავინახე მათ უკან ვერაფერი გარდა გულწრფელი სურვილისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველას უკან ვიღაც დაინახოს,"- განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, მისი მხარდაჭერა რამდენად ექნება ნიკა მელიას, თუკი ის თავის კანდიდატურას კვლავ დააყენებს, კირკიტაძე პასუხობს, რომ მისი მხარდაჭერა ექნება ყველა იმ ადამიანს, "ვინც "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების, გაერთიანების რეალურ გეგმას შესთავაზებს."

"ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები. ამ მიმართულებით გვჭირდება ნაბიჯები გადავდგათ. სიამოვნებით მოვისმენ ყველა კანდიდატის მოსაზრებას. მე ნამდვილად არ ვიქნები თავმჯდომარის კანდიდატი. მხარს დავუჭერ იმას, ვისაც ექნება კარგი გეგმა. ამ თემაზე რომ პარტიაში ყველა დონის ელექტრონული არჩევნები გამართულიყო, მსჯელობა მიდიოდა, უბრალოდ, დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა, ახალგაზრდებმა, საინიციატივო ჯგუფმა ეს გააჟღერა საჯაროდ, ჩემი ინფორმაციით, ამის წინააღმდეგი არავინ არის. როგორ შეიძლება იყო წინააღმდეგი სხვადასხვა თანამდებობაზე ფართო ჩართულობით არჩევის. როგორ შეიძლება წინააღმდეგი იყო, რომ თანამებრძოლებს, რომლის იმედიც უნდა გქონდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, შეუზღუდო მონაწილეობა პარტიულ ცხოვრებაში. დღეს ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები, ვითხოვთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები და რატომ უნდა ვიყოთ პარტიაში ფართო ჩართულობით ელექტრონულად იყვნენ ადამიანები არჩეული,"- განაცხადა კირკიტაძემ.