ავტორი:

"რუსეთის ძალისხმევა მის შესაკეთებლად გრძელდება..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის დაზვერვა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით

"რუსეთის ძალისხმევა მის შესაკეთებლად გრძელდება..." -  რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის დაზვერვა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით

რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანის შესაძლებლობა შეამცირა.

შეგახსენებთ, ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლება აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.