პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო
ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - ჩი­ნუ­რი დამ­წერ­ლო­ბის 400 წლის წინ შექ­მნი­ლი ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც "მხო­ლოდ ქა­ლე­ბის დამ­წერ­ლო­ბა­საც“ უწო­დე­ბენ. მრა­ვა­ლი მკვლე­ვა­რი ჯერ კი­დევ ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, სა­ი­დან იღებს ეს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი პრო­ცე­სი სა­თა­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლე­ბი ნა­ცარ­ზე ხის ტო­ტით ცდი­ლობ­დნენ წე­რას, შემ­დგომ მა­რა­ო­ებ­ზე წერ­დნენ და ცხვირ­სა­ხო­ცებ­ზე ქარ­გავ­დნენ სა­კუ­თარ ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დამ­წერ­ლო­ბას მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰუ­ნა­ნის მკვიდ­რი ქა­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი იყე­ნებ­და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის, მო­თხრო­ბე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის და­სა­წე­რად. ნუ­შუს მოხ­დე­ნი­ლი, ფო­ნე­ტი­კუ­რი ან­ბა­ნი დე­დი­დან ქა­ლიშ­ვილ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დი­ო­და.

სკიდ­მო­რის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი კეტი სილ­ბე­რი ნუ­შუს 1980 წლი­დან სწავ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “სა­ი­დუმ­ლო დამ­წერ­ლო­ბის” იდეა ნამ­დვი­ლად სენ­სა­ცი­უ­რია, იგი ამ­ბობს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წილ­მაც ის­წავ­ლა ეს დამ­წერ­ლო­ბა...

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერში, სა­დაც ქა­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ წერა-კი­თხვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ნუშუ ნამ­დვი­ლი შვე­ბა იყო. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ქა­ლებს სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბით ეთ­ქვათ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ე­ბი. სწო­რედ ეს ვერ­სია მო­ი­აზ­რე­ბა ნუ­შუს გა­ჩე­ნის მთა­ვარ მი­ზე­ზად.

  • ნუ­შუს და­სას­რუ­ლი

ერთხე­ლაც ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ნუშუ ყო­ფი­ლა. უკა­ნას­კნე­ლი ცნო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­მაც იცო­და ნუ­შუ­ზე წერა, 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩი­ნეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. 80-იან წლებ­ში (რო­დე­საც ნუშუ აღი­ა­რეს მეც­ნი­ე­რებ­მა), ქა­ლებ­მა და­ი­წყეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ბე­დის ირო­ნი­ით, სწო­რედ ქა­ლე­ბის სტა­ტუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბამ "მოკ­ლა“ ეს დამ­წერ­ლო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­სპერ­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ მისი არ­სე­ბო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლე­ბით, მაგ­რამ უფრო რე­ა­ლის­ტუ­რია ვერ­სია, რომ ეს დამ­წერ­ლო­ბა მალე შე­საძ­ლოა, სუ­ლაც გაქ­რეს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩი­ნეთ­ში ქა­ლებს აღარ სჭირ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბა. მაგ­რამ იდეა ისე­თი­ვე და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლია, რო­გორც არას­დროს.

  • "და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“

"იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის იმე­დი მი­ე­ცათ, მათ შექ­მნეს დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებს არ ეს­მო­დათ. ეს არის ის­ტო­რია, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ იც­ნობს", - ამ­ბობს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვი­ო­ლეტ დუ ფენ­გი, რო­მელ­მაც ნუ­შუს შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“ გა­და­ი­ღო.

ფილ­მი ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში აჩ­ვე­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუშუ ინა­ხე­ბა რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი, ის ბევ­რად მეტს ნიშ­ნავ­და მისი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თვის - და მისი როლი დღე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბას ას­წავ­ლი­და, ასე­ვე ჰქო­ნო­დათ სა­კუ­თა­რი სივ­რცე.

  • ფაქ­ტე­ბი ნუ­შუ­ზე

ჩი­ნელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა, ტან დუნ­მა და­წე­რა სიმ­ფო­ნია "ქა­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო ცხოვ­რე­ბა“, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 2013 წელს შედ­გა და რომ­ლის იდე­აც სწო­რედ ნუ­შუა.

2004 წელს, რო­დე­საც ჩი­ნე­ლი მწე­რა­ლი იანგ ხუ­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მის ნეკ­რო­ლოგ­ში სა­უ­ბა­რი იყო იდუ­მალ კოდ­ზე, რო­მელ­საც დღეს­დღე­ო­ბით სწო­რედ ნუ­შუს მი­ა­წე­რენ.

2005 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ელ­მა მწე­რალ­მა ლიზა ზიმ და­წე­რა რო­მა­ნი "თოვ­ლის ყვა­ვი­ლი და იდუ­მა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­მა­ნის მი­ხედ­ვით ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, სა­დაც იგი­ვე იდე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გო­რიც ნუ­შუს შექ­მნი­სას

  • ნუ­შუ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სი

ჭის გვერ­დით ადა­მი­ანს არ სწყუ­რია.

დის გვერ­დით სა­სო­წარ­კვე­თა არ არის.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცი
1

ქართველებსაც გვქონდა საიდუმლო დამწერლობა, რომელიც მხოლოდ ქალების მიერ იყო შესრულებული. ამგვარ ხელწერას მეცნიერების "დედაბრულს" უწოდებენ. ცუდია, რომ ამგვარი სამეცნიერო პროექტები არ ფინანსდება და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია "დედაბრული ხელნაწერები". სამაგიეროდ ნუშზე ვწერთ სტატიებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - ჩინური დამწერლობის 400 წლის წინ შექმნილი ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც "მხოლოდ ქალების დამწერლობასაც“ უწოდებენ. მრავალი მკვლევარი ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, საიდან იღებს ეს იდუმალებით მოცული პროცესი სათავეს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად ქალები ნაცარზე ხის ტოტით ცდილობდნენ წერას, შემდგომ მარაოებზე წერდნენ და ცხვირსახოცებზე ქარგავდნენ საკუთარ ფიქრებსა და განცდებს.

როგორც ცნობილია, დამწერლობას მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ჩინეთის პროვინცია ჰუნანის მკვიდრი ქალების მცირე ნაწილი იყენებდა ავტობიოგრაფიების, მოთხრობებისა და წერილების დასაწერად. ნუშუს მოხდენილი, ფონეტიკური ანბანი დედიდან ქალიშვილზე მემკვიდრეობით გადადიოდა.

სკიდმორის კოლეჯის პროფესორი კეტი სილბერი ნუშუს 1980 წლიდან სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ “საიდუმლო დამწერლობის” იდეა ნამდვილად სენსაციურია, იგი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მამაკაცების ნაწილმაც ისწავლა ეს დამწერლობა...

მიუხედავად ამისა, ერში, სადაც ქალებს ისტორიულად აკრძალული ჰქონდათ წერა-კითხვის ხელმისაწვდომობა, ნუშუ ნამდვილი შვება იყო. ეს საშუალებას აძლევდა ქალებს საკუთარი სიტყვებით ეთქვათ თავისი ისტორიები. სწორედ ეს ვერსია მოიაზრება ნუშუს გაჩენის მთავარ მიზეზად.

  • ნუშუს დასასრული

ერთხელაც ყველაფერი მთავრდება და გამონაკლისი არც ნუშუ ყოფილა. უკანასკნელი ცნობილი ქალი, რომელმაც იცოდა ნუშუზე წერა, 2004 წელს გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთში ეკონომიკური რეფორმებისა და მოდერნიზაციის პერიოდი დაიწყო. 80-იან წლებში (როდესაც ნუშუ აღიარეს მეცნიერებმა), ქალებმა დაიწყეს განათლების მიღება. ბედის ირონიით, სწორედ ქალების სტატუსის გაძლიერებამ "მოკლა“ ეს დამწერლობა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ცდილობდნენ მისი არსებობის გაგრძელებას გაკვეთილების სწავლებით, მაგრამ უფრო რეალისტურია ვერსია, რომ ეს დამწერლობა მალე შესაძლოა, სულაც გაქრეს. 21-ე საუკუნეში ჩინეთში ქალებს აღარ სჭირდებათ საკუთარი სპეციალური დამწერლობა. მაგრამ იდეა ისეთივე დამაინტრიგებელი და მომხიბვლელია, როგორც არასდროს.

  • "დამალული წერილები“

"იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის იმედი მიეცათ, მათ შექმნეს დამწერლობა, რომელიც მამაკაცებს არ ესმოდათ. ეს არის ისტორია, რომელსაც ჩინელების უმეტესობა არ იცნობს", - ამბობს კინორეჟისორი ვიოლეტ დუ ფენგი, რომელმაც ნუშუს შესახებ დოკუმენტური ფილმი "დამალული წერილები“ გადაიღო.

ფილმი ამ ეტაპზე მხოლოდ ნორვეგიასა და ესპანეთში აჩვენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნუშუ ინახება როგორც კულტურული არტეფაქტი, ის ბევრად მეტს ნიშნავდა მისი პრაქტიკოსებისთვის - და მისი როლი დღესაც მნიშვნელოვანია. ეს იყო საშუალება, რომელიც ქალებს ერთმანეთის მიმართ ნდობას ასწავლიდა, ასევე ჰქონოდათ საკუთარი სივრცე.

  • ფაქტები ნუშუზე

ჩინელმა კომპოზიტორმა, ტან დუნმა დაწერა სიმფონია "ქალების საიდუმლო ცხოვრება“, რომლის პრემიერაც 2013 წელს შედგა და რომლის იდეაც სწორედ ნუშუა.

2004 წელს, როდესაც ჩინელი მწერალი იანგ ხუანი გარდაიცვალა, მის ნეკროლოგში საუბარი იყო იდუმალ კოდზე, რომელსაც დღესდღეობით სწორედ ნუშუს მიაწერენ.

2005 წელს კალიფორნიელმა მწერალმა ლიზა ზიმ დაწერა რომანი "თოვლის ყვავილი და იდუმალი გულშემატკივარი“. მოგვიანებით რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც იგივე იდეები განიხილებოდა, როგორიც ნუშუს შექმნისას

  • ნუშუზე დაწერილი ლექსი

ჭის გვერდით ადამიანს არ სწყურია.

დის გვერდით სასოწარკვეთა არ არის.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი