სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)
შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)

მსა­ხი­ო­ბი შონ პენი კი­ევ­ში ჩა­ვი­და და “ოს­კა­რის” ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც მან ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის­გან ჯილ­დოდ მი­ი­ღო, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­დას­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე “ოს­კა­რი” უკ­რა­ი­ნა­ში იქ­ნე­ბა. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბი­დან, ეს შონ პე­ნის უკვე მე­სა­მე ვი­ზი­ტია კი­ევ­ში.

ზე­ლენ­სკიმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პენს ყუ­რა­დღე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის­თვის და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

შონ პენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ ფილმზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

ზე­ლენ­სკი და პენი ასე­ვე ეწ­ვივ­ნენ “სი­მა­მა­ცის ხე­ი­ვანს”, სა­დაც მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­ხე­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის დროს უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, შონ პე­ნის სა­ხე­ლო­ბი­თი ფირ­ფი­ტაც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ “სი­მა­მა­ცის ხე­ი­ვა­ნი” სწო­რედ ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლით იწყე­ბა, ვი­ნა­ი­დან, იგი უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, 24 თე­ბერ­ვალს ეწ­ვია, რათა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა და მსოფ­ლი­ო­სად­მი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­სა­ხებ ეამ­ბო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
4

რამდენი მილიონი ადამიანია გაუბედურებული ამ ომის გამო.რამდენი ბავშვი დარჩა მშობლების და სახლის გარეშე.

ესენი მგონი ხუმრობენ,რა დროს ოსკარის ჩუქებაა,რატომ აღიზიანებენ ამდენ გაუბედურებულ ხალხს.

ბოლივუდ
9

რავა უყვართ თავის გაწვალება?!

ასეთ ოსკარს ჩვენთან ბავშვთა გასართობი ცენტრიც დაუმზადებდა და საჩუქრად ვარსკვლავსაც გაუხსნიდნენ. ეთქვა ცოტა ადრე, გადავარდა ამხელა ხარჯში:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)

შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)

მსახიობი შონ პენი კიევში ჩავიდა და “ოსკარის” ქანდაკება, რომელიც მან ამერიკის კინოაკადემიისგან ჯილდოდ მიიღო, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ომის დასრულებამდე “ოსკარი” უკრაინაში იქნება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს შონ პენის უკვე მესამე ვიზიტია კიევში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პენს ყურადღებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის და ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უამბო.

შონ პენმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ფილმზე მუშაობას აგრძელებს.

ზელენსკი და პენი ასევე ეწვივნენ “სიმამაცის ხეივანს”, სადაც მსოფლიო ლიდერების სახელებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას ეხმარებოდნენ, შონ პენის სახელობითი ფირფიტაც არის წარმოდგენილი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “სიმამაცის ხეივანი” სწორედ ამერიკელი მსახიობის სახელით იწყება, ვინაიდან, იგი უკრაინას რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 24 თებერვალს ეწვია, რათა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაეფიქსირებინა და მსოფლიოსადმი რუსული აგრესიის შესახებ ეამბო.