საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
დღეს მიღებულ ვარიანტში, განსხავებით მანამდე გავრცლებული ტექსტისგან აღარ არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად დასახელებული.
ცვლილებებში ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ ჩანაწერი მოხვდა.
დოკუმეტნში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;
დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
მოელის, რომ EEAS და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს საქართველოში ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
ნახეთ ასევე:
ძალიან გამიცრუვდა იმედები, ევროკავშირსა და ევრო პარლამენტზე. ესენი არიან პირობითად დღესდღეობით მსოფლიოში ჰუმანური და დემოკრატიის აკვანი? რა რეზოლუციებს გვაძალებენ, ჩამოდით და დაინახოს მთელმა სამყარომ და მართეთ ჩვენი ქვეყანა ბარემ. ეხლა დავრწმუნდი რომ ვაის გავეყარე დაუის შევეყარე მდგომარეობაშია ჩემი ქვეყანა.
ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებლები არიან!