ავტორი:

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ მოაგვაროს "პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა", განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ მოაგვაროს "პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა", განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებშია აღნიშნული.

"[ევროპარლამენტი საქართველოს] ურჩევს სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანშვილის”, - წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში.

მიღებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

მანამდე გასაჯაროებული ვარიანტისგან განსხვავებით, სადაც საუბარი იყო სანქცირებაზე, დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება სანქცირების მოთხოვნა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.