სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა
"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა

მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სამ­შობ­ლო­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა რუს­მა პა­ველ კო­პილ­კოვ­მა გა­სულ შა­ბათს, პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყო. ახალ­გაზ­რდა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე იდგა და სა­ქარ­თვე­ლოს უხამ­სი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და. პო­ლი­ცი­ამ ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­პოლ­კოვს და­კა­ვე­ბამ­დე ორი მა­მა­კა­ცი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, მი­ზე­ზი მის მიერ ქვეყ­ნის გი­ნე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა გახ­ლდათ. ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა ვერ­სი­ე­ბი, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ის ამ­ჟა­მად უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ველ კო­პოლ­კო­ვი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და კა­ნო­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მან მცხე­თის იზო­ლა­ტო­რი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ტო­ვა.

პა­ველ კო­პილ­კო­ვი 1993 წელს და­ი­ბა­და. აქ­ტი­უ­რია მისი ინ­სტაგ­რა­მის, ვკონ­ტაქ­ტე­სა და ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დე­ბი. მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს მოს­კო­ვი. რო­გორც გა­ირ­კვა ეს არ არის მისი პირ­ვე­ლი "მე­გობ­რუ­ლი“ ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის აქ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა 2021 წლის ბო­ლო­დან, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­ვი­და. რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან ჩანს, უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ნამ­ყო­ფია ჰო­ლან­დი­ა­ში, შტა­ტებ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში და ის­ლან­დი­ა­შიც. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ზე არა­ფერს წერს.

"ჩვე­ნი წყა­რო აღ­ნიშ­ნავს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, კო­პილ­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხნის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. უფრო მე­ტიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი მა­მის, ბიზ­ნეს­მენ ალექ­სან­დრე კო­პილ­კო­ვის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენს" - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

რა­ტომ მო­იქ­ცა ასე კო­პოლ­კო­ვი, რო­მელ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აწყობ­და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა? - ამით გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, რად­გან მის ბი­ოგ­რა­ფი­ას თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ "კო­პილ­კო­ვის ოჯა­ხი FSB-სთან და კრემლთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი".

პა­ველ კო­პილ­კო­ვი მა­მას­თან ერ­თად

პა­ვე­ლის მამა, 53 წლის ალექ­სან­დრე კო­პილ­კო­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია, რომ ის არის რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის MIC-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის არ­მი­ის სამ­თავ­რო­ბო კონ­ტრაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და სხვა ოლი­გარ­ქებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით (მა­გა­ლი­თად, ალი­შერ უს­მა­ნო­ვი, პუ­ტი­ნის ახლო წრის წევ­რი და ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ს პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბის სუ­ბი­ექ­ტი).

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ამ ნაძირალას პოლიციაში ალბათ ფეხებიც დაბანეს და ბოდიშებიც უხადეს!

ილიკო
1

ვისაც არ მოგწონთ რუსების პარპაში, სტუმართმოყვარე მიშას უხადეთ ხშირ-ხშირად მადლობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა

"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა

მობილიზაციისგან თავის დასაღწევად სამშობლოდან გამოქცეულმა რუსმა პაველ კოპილკოვმა გასულ შაბათს, პროვოკაცია მოაწყო. ახალგაზრდა მარჯანიშვილის მოედანზე იდგა და საქართველოს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კოპოლკოვს დაკავებამდე ორი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, მიზეზი მის მიერ ქვეყნის გინება და შეურაცხყოფა გახლდათ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, გაჩნდა ვერსიები, მათ შორის სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ახალგაზრდა ფსიქიკურად დაავადებული იყო, თუმცა ის ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულია.

მედიის ცნობით, პაველ კოპოლკოვი წვრილმანი ხულიგნობისა და კანონის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა მან მცხეთის იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა.

პაველ კოპილკოვი 1993 წელს დაიბადა. აქტიურია მისი ინსტაგრამის, ვკონტაქტესა და ფეისბუქის გვერდები. მუდმივ საცხოვრებლად მითითებული აქვს მოსკოვი. როგორც გაირკვა ეს არ არის მისი პირველი "მეგობრული“ ვიზიტი საქართველოში. ის აქ ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა 2021 წლის ბოლოდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვიდა. როგორც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ჩანს, უყვარს მოგზაურობა, ნამყოფია ჰოლანდიაში, შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთში და ისლანდიაშიც. თუმცა საქართველოში ყოფნის პერიოდზე არაფერს წერს.

"ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ დაახლოებით ზაფხულის ბოლოს, კოპილკოვი საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, იგი მამის, ბიზნესმენ ალექსანდრე კოპილკოვის ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენს" - წერს უკრაინული მედია.

რატომ მოიქცა ასე კოპოლკოვი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა ყურადღების მიქცევა? - ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან მის ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ "კოპილკოვის ოჯახი FSB-სთან და კრემლთან არის დაკავშირებული".

პაველ კოპილკოვი მამასთან ერთად

პაველის მამა, 53 წლის ალექსანდრე კოპილკოვის შესახებ ცნობილია, რომ ის არის რუსი ბიზნესმენი და ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული სამშენებლო კომპანიის MIC-ის თანადამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ცნობილია რუსეთის არმიის სამთავრობო კონტრაქტებში მონაწილეობითა და სხვა ოლიგარქებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ალიშერ უსმანოვი, პუტინის ახლო წრის წევრი და ევროკავშირისა და აშშ-ს პირადი სანქციების სუბიექტი).

ნახეთ ასევე: