საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს
"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

17 წლის, დე­დით ქარ­თვე­ლი, მა­მით იტა­ლი­ე­ლი ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბით მსოფ­ლი­ოს აც­ნობს. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა და ამ­ბობს, რომ დე­დის სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს:

"მი­თხრეს, რომ UNESCO-დან რე­კავ­დნენ. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სა­პა­ტიო წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა... ჩემი ერთი ფოტო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მოძ­რა­ვი გა­მო­ფე­ნით იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩი­ნეთ­ში წარ­სდგა გახ­სნით. ფოტო, რო­მე­ლიც სულ მალე მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლის და მსოფ­ლიო მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რას, დიდ სი­ხა­რულს და სა­ა­მა­ყო შეგ­რძნე­ბას მგვრის" - ამ­ბობს ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო:

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფი სა­კუ­თარ გეგ­მებ­სა და მიზ­ნებ­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მე ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო მალ­ვეს­ტუ­ტო ვარ, 17 წლის, მე­გობ­რე­ბი ნი­კო­ლოს მე­ძა­ხი­ან. დე­დით ქარ­თვე­ლი ვარ, ხოლო მა­მით იტა­ლი­ე­ლი. იტა­ლი­ა­ში და­ვი­ბა­დე და ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ში გა­ვა­ტა­რე. თუმ­ცა ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბიც ჩემს ორი­ვე სამ­შობ­ლოს თან ახ­ლავს. სკო­ლა­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყე სწავ­ლა და პირ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბიც აქ გა­ვი­ჩი­ნე. რო­გორც ორი, მშობ­ლი­უ­რი ენის მა­ტა­რე­ბელს ორი­ვე ქვეყ­ნის ის­ტო­რია და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შეგ­რძნე­ბაც ვის­წავ­ლე, თუმ­ცა ამ სტა­ტი­ა­ში მსურს ვრცლად ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ტკბილ წარ­სულ­ზე, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და მო­ლო­დი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და ჩემს პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რას ეხე­ბა...

ჩემი მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა რე­სურსს და­უ­ზო­გა­ვად იყე­ნებ­დნენ, სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეს­წავ­ლა და ორი­ვე ენა კარ­გად მცოდ­ნო­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ შე­დე­გე­ბის ნა­წი­ლია, რომ ორი­ვე სამ­შობ­ლოს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ორი­ვე ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს... 16 წელი აქ ვიზ­რდე­ბო­დი, არ­და­დე­გებ­ზე ჩემს მე­ო­რე სახ­ლში ოჯახ­თან ერ­თად, (იტა­ლი­ა­ში) ვა­ტა­რებ­დი დროს, ბე­ბი­ას­თან. 16-მა წე­ლი­წად­მა აქა­ურ გა­რე­მოს შე­მა­გუა, რად­გან უმე­ტეს­წი­ლად სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დავ­დგი.

- ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფო­ტო­ე­ბის. პა­ტა­რა, ია­ფი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რით ვი­ღებ­დი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ღე­ბას ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი. ვფიქ­რობ­დი, მათი რე­აქ­ცი­ე­ბი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბო­და. ეს კი უხერ­ხუ­ლო­ბას და დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. 15 წლამ­დე ამ ჰო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან თა­რო­ებ­ზე არ­სე­ბულ ფი­რის კა­მე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ას სულ ვუ­ყუ­რებ­დი, მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ვი­ცო­დი ის, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მამა ფო­ტო­ებს იღებ­და, იღებ­და იტა­ლი­ას, აღ­ბეჭ­დავ­და ქვეყ­ნის ეს­თე­ტი­კურ მხა­რე­ებს და მას­ში არ­სე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რიც გახ­ლავთ ქუ­ჩის ფო­ტოგ­რა­ფია.

დღე­საც მის ნა­მუ­შევ­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, თვალ­წინ იშ­ლე­ბა ის გა­რე­მო და მოვ­ლე­ნე­ბი, რაც 30-40 წლის უკან ევ­რო­პა­ში ხდე­ბო­და... მა­მამ მას­წავ­ლა პირ­ვე­ლად ფი­რის ფო­ტო­ა­პა­რატ­თან მუ­შა­ო­ბის ტექ­ნი­კა და შუქ­თან და­უფ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა. სწო­რე­დაც რომ მის­გან ვის­წავ­ლე თე­ო­რი­უ­ლი მხა­რე, რაც ფო­ტოგ­რა­ფი­ას შე­ე­ხე­ბო­და. შე­მორ­ჩე­ნი­ლი, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ფი­რე­ბით ვი­ღებ­დი ყვე­ლა­ფერს. იქ გა­და­ვი­ღე ფირ­ზე იტა­ლია პირ­ვე­ლად. აგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით პირ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი ია­ფი­ა­ნი ფოტო-აპა­რა­ტი ვი­ყი­დე. ტე­ლე­ფო­ნის მა­გივ­რად, ეს­თე­თი­კუ­რი ფო­ტო­ე­ბის კა­მე­რით გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, ისე რომ, ციფ­რულ კა­მე­რა­შიც დი­დად ვერ ვერ­კვე­ო­დი.

- გა­მო­ფე­ნის "უხი­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ფო­ტო­ე­ბი რო­დის გა­და­ი­ღეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი... 2019 წელს რო­დე­საც 15 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად და­ვი­წყე ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა, ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენ ყო­ველ­დღე გვხვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში და მათ შემ­ჩნე­ვას, მათ ში­ნა­გან ქვეც­ნო­ბი­ერს არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი იყ­ვნენ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ბაზ­რო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ი­მი­სოდ, რომ ჰქო­ნო­დათ თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო... მეც შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი ვერ შე­მემ­ჩნია მა­ნამ, სა­ნამ არ და­ვი­წყებ­დი დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბას სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბის მი­ტა­ნა.

ზამ­თა­რი იყო, თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცი­ო­და, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის სამ­ზა­დი­სი იყო, აქ გა­დავ­დგი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ და­მე­წყო ადა­მი­ნე­ბის გა­და­ღე­ბა და შე­მეც­ნო მათი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. ყო­ველ­დღე, სკო­ლის მერე მივ­დი­ო­დი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ბაზ­რო­ბებ­ზე და იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ა­თებს ვა­ტა­რებ­დი. უმე­ტეს­წი­ლად, მათ გაც­ნო­ბას ვუ­ძღვნი­დი ჩემს დროს. რამ­დენ­ჯე­რაც კი ასეთ ად­გი­ლებ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ხალ­ხი უკვე მიც­ნობ­და და ეს ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და. პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფოტო სწო­რე­დაც რომ ფირ­ზე გა­და­ვი­ღე, სა­დაც მამა და შვი­ლი, დახ­ლთან მუ­შა­ობ­დნენ. იდე­აც გა­მიჩ­ნდა, მათი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლე­ბი მე­კი­თხა მათ­თვის. ქა­ღალდს ვაძ­ლევ­დი, ისი­ნი კი თა­ვი­ანთ ში­ნა­გან სამ­ყა­როს წე­რი­ლო­ბით გად­მოს­ცემ­დნენ. ასე ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს და რო­გორც განძს, ისე ვუფრ­თხილ­დე­ბი.

არც ის ემო­ცი­ე­ბი და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ვამ­ჟღავ­ნე ფირი და ვნა­ხე პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­ზეც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ის მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ მივ­ხვდი, რა­ო­დენ კარ­გად გა­მომ­დი­ო­და შუქ­თან და­უფ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა. შემ­დეგ ვბეჭ­დავ­დი ფო­ტო­ებს და სა­თი­თა­ოდ ვუ­რი­გებ­დი ხალ­ხს, მათი სა­სი­ხა­რუ­ლო გან­ცდე­ბიც, ჩემს გან­ცდე­ბად მი­მაჩ­ნდა. ალ­ბათ, ეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ზამ­თა­რი იყო ჩემ­თვის...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით 30 ფო­ტოს მქო­ნე ფო­ტო­სე­რია შევ­ქმე­ნი, სა­ხე­ლად - “უხი­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლო" სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნებს მი­ვუ­ძღვე­ნი, რომ­ლე­ბიც და­უ­ზო­გა­ვად გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მუ­შა­ობ­დნენ ასეთ ად­გი­ლებ­ში. 2020 წელს პირ­ვე­ლად მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მე­კე­თე­ბი­ნა სოლო გა­მო­ფე­ნა ამა­ვე სე­რი­ით და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სათ­ქმე­ლი თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლე­ბით მი­მე­ტა­ნა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე. ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­სა­ზღვრაც სწო­რედ აქ და­ვი­წყე, და მივ­ხვდი თუ რამ­ხე­ლა ძალა აქვს ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კას, სა­ი­მი­სოდ რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა ამაღ­ლდეს კონ­კრე­ტუ­ლი თე­მე­ბის მი­მართ.

ამა­ვე (2020) წელს, პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ICP (International Center of Photography)-დან სა­ი­მი­სოდ, რომ მეს­წავ­ლა ფო­ტოგ­რა­ფია და ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა ფო­ტოგ­რა­ფი­ით. ონ­ლა­ინ ვსწავ­ლობ­დი 9 თვე, ყო­ველ ღამე ვერ­თვე­ბო­დი კურსს და ვე­უფ­ლე­ბო­დი ახალ ტექ­ნი­კებს. აქ გა­ვი­ცა­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმა­ვე სფე­რო­ში არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი და გა­ვი­ჩი­ნე სა­უ­კე­თე­სო მენ­ტო­რი, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რი­თაც რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფუ­რი ექ­სპო­ზი­ცია გა­ი­მარ­თა ნიუ-იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც კა­ხე­თის ულა­მა­ზე­სი მხა­რე წარ­სდგა.

რამ­დე­ნი­მე თვეა და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ჩემს ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით იტა­ლი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­თვის ინ­ტე­რე­სის სფე­როდ იქცა და მომ­ცეს და­ვა­ლე­ბა, გა­და­მე­ღო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ოკუ­პა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ბევ­რი ქარ­თვე­ლის ტკი­ვი­ლია, მათ შო­რის ჩე­მიც. ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის პირ­ვე­ლია, რად­გან მეტ დროს და ძა­ლი­ან დიდ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ხში­რად მი­წევს ჩას­ვლა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში, სა­დაც ვეც­ნო­ბი ოჯა­ხებს, შემ­დგომ კი მი­ზი­ა­რე­ბენ მათ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, გან­ცდებს ამ პრობ­ლე­მი­სად­მი, რო­მე­ლიც ხში­რად საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ხდე­ბა ჩემ­თვის. თუმ­ცა სა­ა­მა­ყოა, რომ იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ ად­გილ­სამ­ყო­ფელს არ გა­ურ­ბი­ან, არ უშინ­დე­ბი­ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და მედგრად აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას სა­კუ­თარ მიწა-წყალ­ზე. ასე­თი ადა­მი­ა­ნი კი ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ვი­ცა­ნი და ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის!

ერთი კვი­რის წინ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი მი­ვი­ღე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით. რო­დე­საც მი­თხრეს, რომ UNESCO-დან რე­კავ­დნენ, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სა­პა­ტიო წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა... სა­დაც ერთი ფოტო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მოძ­რა­ვი გა­მო­ფე­ნით იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ჩი­ნეთ­ში წარ­სდგა გახ­სნით. ფოტო, რო­მე­ლიც სულ მალე მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლის და მსოფ­ლიო მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რას, დიდ სი­ხა­რულს და სა­ა­მა­ყო შეგ­რძნე­ბას მგვრის.

  • ეს ფოტო ბორ­ჩა­ლო­უ­რი ხა­ლი­ჩის მქსო­ველ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზეა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ქსო­ვენ ხე­ლით და თვე­ე­ბი სჭირ­დე­ბათ მის და­სას­რუ­ლებ­ლად. ბორ­ჩა­ლო­უ­რი ხა­ლი­ჩე­ბი კი ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბია, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­სო­ვე­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბით და ფე­რე­ბით.

2022 წელს ზამ­თარ­ში და­ვი­წყე, ამ პრო­ექ­ტის­თვის მუ­შა­ო­ბა, Chaikhana media-სთვის, Thomson Reuters Fundation-ის მხარ­და­ჭე­რით. ყო­ველ დი­ლით, ზამ­თარ­ში მი­წევ­და ქვე­მო ქარ­თლში ჩას­ვლა, კერ­ძოდ ბოლ­ნის­ში. გან­სა­ზღვრულ ვა­დამ­დე უნდა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა პრო­ექ­ტი და გა­მეგ­ზავ­ნა მე­დი­ის­თვის, ფე­ხით კი­ლო­მეტ­რებს გავ­დი­ო­დი, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ვამ­ყა­რებ­დი კონ­ტაქტს, სა­დაც ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ხე­ლად სე­ვილ­მა მო­მიყ­ვა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­ლი­ჩე­ბის შე­სა­ხებ. მა­შინ­ვე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა და­ვი­წყე ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­ე­ბა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­აც მწი­რი იყო. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დიდი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია, ოჯა­ხე­ბის გაც­ნო­ბა­ში, შემ­დგომ სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე მეტი ინ­ფორ­მა­ცია და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვიკ­ვლიე გზა. პრო­ექ­ტი ორ კვი­რა­ში მო­ვამ­ზა­დე...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ემო­ცი­ე­ბი და­მი­ტო­ვა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა თუ რო­გორ იქ­სო­ვე­ბო­და ხა­ლი­ჩე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ჩემს თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დე. ერთი პა­ტა­რა ზღაპ­რის მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა, იქ გან­ცდი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­პორ­ტაჟს. ბევ­რმა არ იცო­და, თუ რამ­ხე­ლა ტრა­დი­ცი­ე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო თუნ­დაც ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მხრივ. გა­მი­ხარ­და, რომ ამ მხრივ წვლი­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნე. ახლა ეცო­დი­ნე­ბა ხალ­ხს თუ რა ხდე­ბა ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში.

ჩემი წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბით მსურს ადა­მი­ა­ნებ­მა გა­უ­გონ და და­ი­ნა­ხონ ერ­თმა­ნე­თი, სა­ი­მი­სოდ, რომ თუნ­დაც ერ­თმა პა­ტა­რა სა­კი­თხმა მცდა­რი რე­ა­ლო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლოს და ვის­წავ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის თა­ნაგ­რძნო­ბა. მივ­ხვდი, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მის­ვლაა სა­ჭი­რო. ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი და­მარ­ხუ­ლი სა­გან­ძუ­რი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
5

წარმატებებს გისურვებ,სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ.მადლობა შენ მშობლებს შენი აღზრდისთვის,საყვარელი შვილი ხარ ასე რომ ზრუნავ შენ ქვეყანაზე.

სალე
5

სასწაული ბიჭია, გადავირიე.

საათობით ხალხს ვეკონტაქტებიო. თან თანაუგრძნობს. თან გაწონასწორებულადაც უდგება. ნამდვილი დოკუმენტური ჟურნალისტია და დიდი ადამიანი. წინსვლას ვუსურვებ, წესით ბევრს უნდა მიაღწიოს და პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე გახდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

17 წლის, დედით ქართველი, მამით იტალიელი ნიკოლო ვინჩენცო საქართველოს ფოტონამუშევრებით მსოფლიოს აცნობს. ნახევარი ცხოვრება სწორედ საქართველოში გაატარა და ამბობს, რომ დედის სამშობლო ძალიან უყვარს:

"მითხრეს, რომ UNESCO-დან რეკავდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი წარმატებით განვახორციელე, საპატიო წოდება მომენიჭა... ჩემი ერთი ფოტო მსოფლიო მასშტაბით, მოძრავი გამოფენით იქნება გამოფენილი. რამდენიმე დღის წინ ჩინეთში წარსდგა გახსნით. ფოტო, რომელიც სულ მალე მსოფლიოს მოივლის და მსოფლიო მაყურებელს ექნება საშუალება, გაეცნოს საქართველოში არსებულ კულტურას, დიდ სიხარულს და საამაყო შეგრძნებას მგვრის" - ამბობს ნიკოლო ვინჩენცო:

ახალგაზრდა ფოტოგრაფი საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე თავად გვიამბობს:

- მე ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო ვარ, 17 წლის, მეგობრები ნიკოლოს მეძახიან. დედით ქართველი ვარ, ხოლო მამით იტალიელი. იტალიაში დავიბადე და ჩემი ბავშვობის ნაწილი საქართველოში და საქართველოს სიყვარულში გავატარე. თუმცა ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც ჩემს ორივე სამშობლოს თან ახლავს. სკოლაშიც, საქართველოში დავიწყე სწავლა და პირველი მეგობრებიც აქ გავიჩინე. როგორც ორი, მშობლიური ენის მატარებელს ორივე ქვეყნის ისტორია და ფასეულობების შეგრძნებაც ვისწავლე, თუმცა ამ სტატიაში მსურს ვრცლად ვისაუბრო საქართველოზე, ტკბილ წარსულზე, ჩემს გამოცდილებებზე და მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს და ჩემს პროფესიულ კარიერას ეხება...

ჩემი მშობლები, ყველა რესურსს დაუზოგავად იყენებდნენ, საიმისოდ, რომ საქართველოში მესწავლა და ორივე ენა კარგად მცოდნოდა. დღეს ეს ყველაფერი იმ შედეგების ნაწილია, რომ ორივე სამშობლოს ერთმანეთისგან ვერ გამოვარჩევ, დადებითი და უარყოფითი მხარეების მიუხედავად ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს... 16 წელი აქ ვიზრდებოდი, არდადეგებზე ჩემს მეორე სახლში ოჯახთან ერთად, (იტალიაში) ვატარებდი დროს, ბებიასთან. 16-მა წელიწადმა აქაურ გარემოს შემაგუა, რადგან უმეტესწილად სხვადასხვა სფეროში, პირველი ნაბიჯები საქართველოში გადავდგი.

- ფოტოების გადაღება როდის დაიწყეთ?

- 13 წლის ვიყავი, როდესაც ფოტოების გადაღება დავიწყე. ყველაზე მარტივი ფოტოების. პატარა, იაფიანი მობილურით ვიღებდი, ძველი თბილისის ქუჩებიდან დაწყებული, ყვავილებით დამთავრებული. ადამიანების გადაღებას ყოველთვის ვერიდებოდი. ვფიქრობდი, მათი რეაქციები უარყოფითი იქნებოდა. ეს კი უხერხულობას და დისკომფორტს მიქმნიდა. 15 წლამდე ამ ჰობით ვიყავი დაკავებული. ბავშვობიდან თაროებზე არსებულ ფირის კამერების კოლექციას სულ ვუყურებდი, მათი დანიშნულების მნიშვნელობაც არ ვიცოდი, თუმცა ვიცოდი ის, რომ ახალგაზრდობაში მამა ფოტოებს იღებდა, იღებდა იტალიას, აღბეჭდავდა ქვეყნის ესთეტიკურ მხარეებს და მასში არსებულ საინტერესო მოვლენებს, როგორიც გახლავთ ქუჩის ფოტოგრაფია.

დღესაც მის ნამუშევრებს რომ ვუყურებ, თვალწინ იშლება ის გარემო და მოვლენები, რაც 30-40 წლის უკან ევროპაში ხდებოდა... მამამ მასწავლა პირველად ფირის ფოტოაპარატთან მუშაობის ტექნიკა და შუქთან დაუფლების ხელოვნება. სწორედაც რომ მისგან ვისწავლე თეორიული მხარე, რაც ფოტოგრაფიას შეეხებოდა. შემორჩენილი, გამოუყენებელი ფირებით ვიღებდი ყველაფერს. იქ გადავიღე ფირზე იტალია პირველად. აგროვებული ფულით პირველი ციფრული იაფიანი ფოტო-აპარატი ვიყიდე. ტელეფონის მაგივრად, ესთეთიკური ფოტოების კამერით გადაღება დავიწყე, ისე რომ, ციფრულ კამერაშიც დიდად ვერ ვერკვეოდი.

- გამოფენის "უხილავი საქართველოს" ფოტოები როდის გადაიღეთ?

- ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი... 2019 წელს როდესაც 15 წლის ვიყავი, პირველად დავიწყე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ყოველდღე გვხვდებიან ქუჩაში და მათ შემჩნევას, მათ შინაგან ქვეცნობიერს არავინ აქცევს ყურადღებას.. ასეთი ადამიანები კი იყვნენ თბილისის ცენტრალურ ბაზრობაზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ საიმისოდ, რომ ჰქონოდათ თავიანთი შემოსავლის წყარო... მეც შეიძლება ისინი ვერ შემემჩნია მანამ, სანამ არ დავიწყებდი დოკუმენტური სერიების გადაღებას სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ნამდვილად სჭირდებოდა საზოგადოებამდე კონკრეტული ამბის მიტანა.

ზამთარი იყო, თბილისში ძალიან ციოდა, დღესასწაულებისთვის სამზადისი იყო, აქ გადავდგი პირველი ნაბიჯი, რომ დამეწყო ადამინების გადაღება და შემეცნო მათი შინაგანი სამყარო. ყოველდღე, სკოლის მერე მივდიოდი თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე და იქ მომუშავე ადამიანებთან საათებს ვატარებდი. უმეტესწილად, მათ გაცნობას ვუძღვნიდი ჩემს დროს. რამდენჯერაც კი ასეთ ადგილებში მოვხვდებოდი, ხალხი უკვე მიცნობდა და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. პირველი დამოუკიდებელი ფოტო სწორედაც რომ ფირზე გადავიღე, სადაც მამა და შვილი, დახლთან მუშაობდნენ. იდეაც გამიჩნდა, მათი სანუკვარი სურვილები მეკითხა მათთვის. ქაღალდს ვაძლევდი, ისინი კი თავიანთ შინაგან სამყაროს წერილობით გადმოსცემდნენ. ასე ათეულობით ადამიანის სანუკვარი სურვილი დღემდე შენახული მაქვს და როგორც განძს, ისე ვუფრთხილდები.

არც ის ემოციები დამავიწყდება, როდესაც პირველად გავამჟღავნე ფირი და ვნახე პირველი შედეგები, რომელზეც დამოუკიდებლად ვიმუშავე, ამ ყველაფერმა ის მოტივაცია მომცა, რომ მივხვდი, რაოდენ კარგად გამომდიოდა შუქთან დაუფლების ხელოვნება. შემდეგ ვბეჭდავდი ფოტოებს და სათითაოდ ვურიგებდი ხალხს, მათი სასიხარულო განცდებიც, ჩემს განცდებად მიმაჩნდა. ალბათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ზამთარი იყო ჩემთვის...

მოგვიანებით 30 ფოტოს მქონე ფოტოსერია შევქმენი, სახელად - “უხილავი საქართველო" სწორედ იმ ადამიანებს მივუძღვენი, რომლებიც დაუზოგავად გარემო პირობების მიუხედავად მუშაობდნენ ასეთ ადგილებში. 2020 წელს პირველად მომეცა საშუალება, გამეკეთებინა სოლო გამოფენა ამავე სერიით და ამ ადამიანების სათქმელი თავიანთი სურვილებით მიმეტანა ფართო აუდიტორიამდე. ჩემი შესაძლებლობების განსაზღვრაც სწორედ აქ დავიწყე, და მივხვდი თუ რამხელა ძალა აქვს ჟურნალისტიკას, ფოტოჟურნალისტიკას, საიმისოდ რომ ცნობიერება ამაღლდეს კონკრეტული თემების მიმართ.

ამავე (2020) წელს, პირველად მივიღე სრული დაფინანსება ICP (International Center of Photography)-დან საიმისოდ, რომ მესწავლა ფოტოგრაფია და ამბების მოყოლა ფოტოგრაფიით. ონლაინ ვსწავლობდი 9 თვე, ყოველ ღამე ვერთვებოდი კურსს და ვეუფლებოდი ახალ ტექნიკებს. აქ გავიცანი ამერიკელი მეგობრები, რომლებიც იმავე სფეროში არიან დაკავებულნი და გავიჩინე საუკეთესო მენტორი, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე ჯგუფური ექსპოზიცია გაიმართა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, სადაც კახეთის ულამაზესი მხარე წარსდგა.

რამდენიმე თვეა დავიწყე მუშაობა ჩემს ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მოგვიანებით იტალიური ჟურნალისთვის ინტერესის სფეროდ იქცა და მომცეს დავალება, გადამეღო საქართველოში არსებულ ოკუპაციაზე, რომელიც რეალურად ბევრი ქართველის ტკივილია, მათ შორის ჩემიც. ასეთი სერიოზული, საპასუხისმგებლო დავალება ჩემთვის პირველია, რადგან მეტ დროს და ძალიან დიდ კონცენტრაციას საჭიროებს. ხშირად მიწევს ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში, სადაც ვეცნობი ოჯახებს, შემდგომ კი მიზიარებენ მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, განცდებს ამ პრობლემისადმი, რომელიც ხშირად საკმაოდ ემოციური ხდება ჩემთვის. თუმცა საამაყოა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები თავიანთ ადგილსამყოფელს არ გაურბიან, არ უშინდებიან მოწინააღმდეგეს და მედგრად აგრძელებენ ცხოვრებას საკუთარ მიწა-წყალზე. ასეთი ადამიანი კი ძალიან ბევრი გავიცანი და ნამდვილად საამაყოა ჩემთვის!

ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, სატელეფონო ზარის მეშვეობით. როდესაც მითხრეს, რომ UNESCO-დან რეკავდნენ, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი წარმატებით განვახორციელე, საპატიო წოდება მომენიჭა... სადაც ერთი ფოტო მსოფლიო მასშტაბით, მოძრავი გამოფენით იქნება გამოფენილი. რამდენიმე დღის წინ კი ჩინეთში წარსდგა გახსნით. ფოტო, რომელიც სულ მალე მსოფლიოს მოივლის და მსოფლიო მაყურებელს ექნება საშუალება, გაეცნოს საქართველოში არსებულ კულტურას, დიდ სიხარულს და საამაყო შეგრძნებას მგვრის.

  • ეს ფოტო ბორჩალოური ხალიჩის მქსოველ ქალბატონებზეა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალბატონები ქსოვენ ხელით და თვეები სჭირდებათ მის დასასრულებლად. ბორჩალოური ხალიჩები კი ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშებია, რომლებიც მხოლოდ საქართველოში იქსოვება, გამორჩეული თავისი უნიკალური სიმბოლოებით და ფერებით.

2022 წელს ზამთარში დავიწყე, ამ პროექტისთვის მუშაობა, Chaikhana media-სთვის, Thomson Reuters Fundation-ის მხარდაჭერით. ყოველ დილით, ზამთარში მიწევდა ქვემო ქართლში ჩასვლა, კერძოდ ბოლნისში. განსაზღვრულ ვადამდე უნდა დამემთავრებინა პროექტი და გამეგზავნა მედიისთვის, ფეხით კილომეტრებს გავდიოდი, ხალხთან კომუნიკაციაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ჟესტიკულაციის მეშვეობით ვამყარებდი კონტაქტს, სადაც ერთმა ქალბატონმა სახელად სევილმა მომიყვა, აზერბაიჯანული, ტრადიციული ხალიჩების შესახებ. მაშინვე სახლში დაბრუნებულმა დავიწყე ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის ძიება, მაგრამ ინფორმაციაც მწირი იყო. შეძლებისდაგვარად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დიდი დახმარება გამიწია, ოჯახების გაცნობაში, შემდგომ საწარმოს ხელმძღვანელის დახმარებით მივიღე მეტი ინფორმაცია და დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა. პროექტი ორ კვირაში მოვამზადე...

აღსანიშნავია, რომ დიდი ემოციები დამიტოვა ამ ყველაფერმა, ჩემი თვალით მენახა თუ როგორ იქსოვებოდა ხალიჩები, რომელიც საბოლოოდ ჩემს თავზეც გამოვცადე. ერთი პატარა ზღაპრის მოგონებად დამრჩა, იქ განცდილი მოვლენები. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში გამოქვეყნებულ რეპორტაჟს. ბევრმა არ იცოდა, თუ რამხელა ტრადიციების და ფასეულობების მატარებელია საქართველო თუნდაც ეთნიკური მრავალფეროვნების მხრივ. გამიხარდა, რომ ამ მხრივ წვლილი ცნობიერების ამაღლებაში შევიტანე. ახლა ეცოდინება ხალხს თუ რა ხდება ჩვენგან მოშორებით, რეგიონებში.

ჩემი წარსული და მომავალი პროექტებით მსურს ადამიანებმა გაუგონ და დაინახონ ერთმანეთი, საიმისოდ, რომ თუნდაც ერთმა პატარა საკითხმა მცდარი რეალობა ჩაანაცვლოს და ვისწავლოთ ერთმანეთის თანაგრძნობა. მივხვდი, რომ ერთმანეთთან მისვლაა საჭირო. ასე აღმოვაჩინე ჩემი დამარხული საგანძური.