30 წლის ყაზახმა მოკრივემ, აიდოს იერბოსინულიმ, ბრძოლისას გონება დაკარგა, მოგვიანებით კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა გაავრცელა, თუმცა დეტალებს იმის შესახებ თუ რისი ოპერაცია ჩაუტარდა, არ ასაჯაროებს.
საშუალო წონის მოკრივე კუბელ მებრძოლს, დევიდ მორელის დაუპირისპირდა. მორელიმ მას მძიმე დარტყმები მიაყენა, რის შემდეგაც ყაზახმა სპორტსმენმა გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა შემდგომი გამოკვლევები ჩაეტარებინათ.
სპორტსმენს ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციის დროს კი კომაში ჩავარდა.
👀🔊 Así se vio oyó desde ringside el brutal KO 💣💥 de David Morrell a Aidos Yerbossynuly
— ESPN KnockOut (@ESPNKnockOut) November 6, 2022
🎥 @ShowtimeBoxing #ESPNKnockOut #MorrellYerbossynuly pic.twitter.com/XJaCNnKp1B
შაბათამდე, იერბოსინულიმ 16 პროფესიონალური ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა მორელისთან ჩხუბი მისთვის დიდ გამოწვევად იქცა.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
მთავარია კუნთები ექნება და ისე მოკვდება, ესეც ხო პლიუსია :( :(
კომაში კი არ ჩავარდა, არამედ გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, შემდეგ გამოვიდა კომიდან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება!