პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე
"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იცის, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბობს - ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი და მძი­მეა თა­ვის ტვინ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, ვიდ­რე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს ჰკი­თხეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, გა­მოკ­ვლე­ვე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და დე­მენ­ცია და­უდ­გინ­და. რო­გორც ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზებ­თან მი­მარ­თე­ბით არის სა­უ­ბა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ზუს­ტე.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ზუს­ტე იმი­ტომ, რომ ეს ის სფე­როა, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ვერ­სი­ე­ბი მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გან­ვა­ცხა­დოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­დი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. მეც მათ და­ვე­ლო­დე­ბი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვიცი, ბევ­რი ალ­ბა­თო­ბის შე­სა­ხებ ვიცი, და­ზუს­ტე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის შე­სა­ხებ ვიცი, მაგ­რამ სჯობს კომ­პე­ტენ­ტურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ა­კე­თონ ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას, რა თქმა უნდა, უც­ვლე­ლია. ჩემ თვალ­წინ ადა­მი­ან­მა, ახლა, დამ­შვი­დო­ბე­ბის წინ გა­ი­ზო­მა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ისევ 37,7 გრა­დუ­სი აქვს, რაც არის აუხ­სნე­ლი, რა­ტომ იმა­ტებს ან იკ­ლებს ორი ხა­ზით ან სა­ერ­თოდ რა­ტომ არის ამ­დე­ნი ხანი, გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტემ­პე­რა­ტუ­რა. ამა­ზე პა­სუ­ხი არა­ვის აქვს იმი­ტომ, რომ ფაქ­ტია, აქ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რა­საც სჭირ­დე­ბა კვლე­ვა. ზო­გა­დი სი­სუს­ტე ისევ სა­ხე­ზეა, ყვე­ლა ნახ­ვა­ზე ვა­ტყობ, რომ წინა ნახ­ვის შემ­დეგ კი­დევ უფრო დაკ­ლე­ბუ­ლია წო­ნა­ში, წნე­ვა ჰქონ­და მა­ღა­ლი.

მე არ შე­მიძ­ლია დი­აგ­ნო­ზი გი­თხრათ დე­მენ­ცია, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია იმი­ტომ, რომ ამის შე­სა­ხებ პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეც­ნო­ბოს. მან იცის, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბობს, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ­ზე რაც სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნოზს ეხე­ბა, ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ იმი­ტომ, რომ მე­ში­ნია ჩემი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია რა­ი­მე სა­ბა­ბი არ გახ­დეს, რო­მე­ლიც უზუს­ტო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი და მძი­მეა თა­ვის ტვინ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, ვიდ­რე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი. ამის გა­ნათ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მაქვს. მთა­ვა­რი არის ერთი რამ, 14 და­სა­ხე­ლე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვს ადა­მი­ანს, აქე­დან 9 არის ძა­ლი­ან მძი­მე, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11111111111111
0

ტუბერკულოზი სპონტამო,მთავარი ტვინიაო .მოკლედ ხონის საგიჟეა ბოლო პასადკაო, დაანამიოკა პირადმა ,,ექიმმა,,

 

??
0

რატომ იტყუება ეს ხალხი ეგრე უღმერთოდ? დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოუშვებენ, ყველა დაავადება საპნის ბუშტივით გაუქრება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს - ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედში“ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჟურნალისტებმა ხერხეულიძეს ჰკითხეს სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გამოკვლევებით მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, როდესაც დიაგნოზებთან მიმართებით არის საუბარი, მნიშვნელოვანია სიზუსტე.

"მნიშვნელოვანია სიზუსტე იმიტომ, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეგვიძლია ჩვენი ვერსიები მტკიცებით ფორმაში განვაცხადოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მედიკოსების განცხადება იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი. მეც მათ დაველოდები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი ალბათობის შესახებ ვიცი, დაზუსტებული დიაგნოზების შესახებ ვიცი, მაგრამ სჯობს კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთონ ამის შესახებ განცხადება. რაც შეეხება მდგომარეობას, რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩემ თვალწინ ადამიანმა, ახლა, დამშვიდობების წინ გაიზომა ტემპერატურა და ისევ 37,7 გრადუსი აქვს, რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს ან იკლებს ორი ხაზით ან საერთოდ რატომ არის ამდენი ხანი, განუწყვეტლივ ტემპერატურა. ამაზე პასუხი არავის აქვს იმიტომ, რომ ფაქტია, აქ რაღაც სერიოზული პრობლემაა, რასაც სჭირდება კვლევა. ზოგადი სისუსტე ისევ სახეზეა, ყველა ნახვაზე ვატყობ, რომ წინა ნახვის შემდეგ კიდევ უფრო დაკლებულია წონაში, წნევა ჰქონდა მაღალი.

მე არ შემიძლია დიაგნოზი გითხრათ დემენცია, მაგრამ ცვლილებების შესახებ, რა თქმა უნდა, მას აქვს ინფორმაცია იმიტომ, რომ ამის შესახებ პაციენტს აუცილებლად უნდა ეცნობოს. მან იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს, მაგრამ დანარჩენზე რაც სამედიცინო დიაგნოზს ეხება, ყოველთვის თავს ვიკავებ იმიტომ, რომ მეშინია ჩემი არაპროფესიონალური ტერმინოლოგია რაიმე საბაბი არ გახდეს, რომელიც უზუსტობამდე მიგვიყვანს. ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი. ამის განათლება ნამდვილად მაქვს. მთავარი არის ერთი რამ, 14 დასახელების დიაგნოზი აქვს ადამიანს, აქედან 9 არის ძალიან მძიმე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმისათვის, რომ ადამიანს სჭირდება დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა ხერხეულიძემ.