სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"
მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"

Twitter-ის სა­თა­ვე­ში მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კის მოს­ვლას, სა­იტ­ზე უამ­რა­ვი ცვლი­ლე­ბა მოჰ­ყვა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ რე­ფორ­მე­ბით მხო­ლოდ "ტეს­ლას" დი­რექ­ტო­რია კმა­ყო­ფი­ლი. მას­კის გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებს მოჰ­ყვა კრი­ტი­კო­სე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი. მას­კის "ტვი­ტე­რის" სა­თა­ვე­ში მოს­ვლი­დან სულ რა­ღაც 10 დღეა გა­სუ­ლი, მაგ­რამ ყო­ვე­ლი დღე ახალ-ახალ ცვლი­ლე­ბას და სკან­დალს სთა­ვა­ზობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს. ახა­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ი­ტის ფარ­გლებს სცდე­ბა და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებ­საც აკე­თებს: მას­კი თა­ვის 100 მი­ლი­ონ­ზე მეტ გა­მომ­წერს მო­უ­წო­დებს, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე თა­ვი­ან­თი ხმა რეს­პუბ­ლი­კე­ლებს მის­ცენ.

მასკმა "ტვი­ტე­რის" ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, პა­რაგ აგ­რა­ვა­ლის და სხვა მა­ღა­ლი რან­გის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 3 700 ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­უშ­ვა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, კომ­პა­ნია, ყო­ველ­დღი­უ­რად 4 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს კარ­გავ­და და ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. ამას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა პრო­ტეს­ტი და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლიც კი მოჰ­ყვა.

ტონი ბრექ­სტო­ნი

კვი­რას მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ი­ტი სა­მუ­და­მოდ გა­ა­უქ­მებს ყვე­ლა იმ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბას იჩე­მებს. კო­მი­კო­სი ქეით გი­რი­ფი­ნი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვში მოხ­ვდა, რად­გან მან ხუმ­რო­ბით ილონ მას­კი და­ი­წე­რა და მი­ლი­არ­დე­რის ფოტო და­ი­ყე­ნა "ტვი­ტერ­ზე“.

მასკმა კვი­რას­ვე და­პოს­ტა, რომ "Twitter-ი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო უნდა გახ­დეს“. ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ სა­იტ­ზე სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, რა­შიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ ეთან­ხმე­ბა.

55 წლის ტონი ბრექ­სტონ­მა, რომე­ლიც ცნო­ბი­ლი ტრე­კის, “Un-Break My Heart”-ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, "ტვი­ტე­რი­დან" წას­ვლამ­დე და­წე­რა: "შო­კი­რე­ბუ­ლი და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ "სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით“, რო­მელ­საც ამ სა­იტ­ზე ვხე­დავ. Twitter-იდან წას­ვლას ვამ­ჯო­ბი­ნებ, რად­გან ის ჩემ­თვის, ჩემი შვი­ლე­ბი­სა და სხვა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო სივ­რცეს აღარ წარ­მო­ად­გენს".

ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა "ტვი­ტე­რი" იმის ში­შით და­ტო­ვეს, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ი­ტი მი­ლი­არ­დე­რის ხელ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ. ამა­ზე ილო­ნი წარბს არ იხ­რის და მათ უმე­ტე­სად ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბით პა­სუ­ხობს . იმ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც "ტვი­ტე­რის" ახალ დი­რექ­ტორს პრო­ტეს­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს, ჯიჯი ჰა­დი­დი­ცაა. 27 წლის მო­დელ­მა 10.4 მი­ლი­ო­ნი გა­მო­წე­რის მქო­ნე ან­გა­რი­შის გა­უქ­მე­ბამ­დე და­წე­რა, რომ Twitter-ი ახა­ლი ლი­დე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ სი­ძულ­ვი­ლის და ფა­ნა­ტიზ­მის ბუ­დედ იქცა.

სტი­ვენ კინ­გი

ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა, სტი­ვენ კინ­გმაც გა­მო­ხა­ტა ცვლი­ლე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­იტს და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ტო­ვებ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას­კის 8$-იანი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის რე­ფორ­მა ძა­ლა­ში შე­ვი­დო­და. ამ ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა "ტვი­ტე­რის" ან­გა­რიშ­ზე ლურ­ჯი ნიშ­ნის ქონა, თუ ისი­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად 8$-ს გა­და­იხ­დი­ან. კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ეს ცვლი­ლე­ბა ძა­ლა­ში 9 ნო­ემ­ბრი­დან, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ შევა.

მას­კის Twitter-ის სა­თა­ვე­ში მოს­ვლამ ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია უამ­რავ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ა­შიც, რომ­ლე­ბიც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბის ზე­წო­ლის ფონ­ზე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ სა­იტ­ზე რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა შე­ე­წყვი­ტათ. ამ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა: Audi, General Mills, GM, Mondelez და Pfizer. მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის შე­მო­სავ­ლის მა­სი­უ­რი ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა მას­კის ძველ გან­ცხა­დე­ბა­ში, მი­ლი­არ­დერ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ პლატ­ფორ­მა ნაკ­ლე­ბად იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა­ზე და სწო­რედ ამის­თვის შე­მო­ი­ღო მან ვე­რი­ფი­კა­ცი­ის 8$-იანი სა­ფა­სუ­რი.

ილონს, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვერ­დში პა­ტა­რა გუნ­დი ჰყავს, რო­მე­ლიც სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან შექ­მნა. ისი­ნი მასკს "ტვი­ტერ­ზე" თა­ვი­სი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ამ გუნდშია სრი­რამ კრიშ­ნა­ნი, ინ­დო­ე­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­ჟი­ნე­რი, კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის ექ­სპერ­ტი და "ტვი­ტე­რის" ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც კომ­პა­ნია გა­სულ წელს და­ტო­ვა. კრიშ­ნა­ნის პოს­ტის მი­ხედ­ვით, ის ილონს "დრო­ე­ბით ეხ­მა­რე­ბა“, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ კრიშ­ნა­ნი მასკს თა­ვი­სი doge bitcoin-ის "ტვი­ტერ­თან" ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის სჭირ­დე­ბა.

სრი­რამ კრიშ­ნა­ნი

ორ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში, Tufts University-ის ფლეტ­ჩე­რის სკო­ლის მკვლე­ვა­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მას­კის მე­თა­უ­რო­ბა­ში მყო­ფი კომ­პა­ნია "არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის“. მათი თქმით, მას­კის მოს­ვლის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე ექ­სტრე­მის­ტებ­მა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­მა მო­ი­კი­დეს ფეხი. კომ­პა­ნი­ის ახალ უფ­როსს გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უფ­როს­მა, ვოლ­კერ ტურკმა ღია წე­რი­ლიც მის­წე­რა. ტურკმა მი­ლი­არ­დე­რი გა­აფრ­თხი­ლა, რომ "ტვი­ტერს" მავ­ნე ში­ნა­არ­სის კონ­ტენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. ილო­ნი კი თა­ვის მხრივ ამ­ტკი­ცებს, რომ ფირ­მის პო­ზი­ცია მავ­ნე მა­სა­ლის მი­მართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა.

ამა­სო­ბა­ში კი Twitter-ს ახა­ლი კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნდა Mastodon-ის სა­ხით. ეს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია, რო­მელ­ზეც "ტვი­ტე­რი­დან" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან.

წყა­რო: nytimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
3

ტვიტერზე მართლა იგრძნობოდა ცენზურა და თვითცენზურა და, რაღაცნაირად, მლიქვნელურ-ფსევდოელიტარულ ჭაობად იყო გადაქცეული. ამის მიუხედავად, რასაც მასკი აკეთებს, ეგეც არ ემსახურება ტვიტერის გაჯანსაღებას. უკვე გამოიჩინა მიკერძოება და დიქტატორული თვისებები და ამის გამო, ჩვეულებრივი მტაცებლური, ჯუნგლის მენტალიტეტი გაბატონდება ტვიტერზე მალე. თან, თავისუფლების ნიღაბქვეშ. 

გილდა სიხარულიძე
7

ტვიტერმა სწორი ხაზი აირჩია ინფორმაციულ ველში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"

მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"

Twitter-ის სათავეში მილიარდერი ილონ მასკის მოსვლას, საიტზე უამრავი ცვლილება მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ რეფორმებით მხოლოდ "ტესლას" დირექტორია კმაყოფილი. მასკის გატარებულ რეფორმებს მოჰყვა კრიტიკოსების უკმაყოფილება, ცნობილი ადამიანების, უდიდესი კომპანიების და სოციალური ქსელის მომხმარებლების პროტესტი. მასკის "ტვიტერის" სათავეში მოსვლიდან სულ რაღაც 10 დღეა გასული, მაგრამ ყოველი დღე ახალ-ახალ ცვლილებას და სკანდალს სთავაზობს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ახალი დირექტორი საიტის ფარგლებს სცდება და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს: მასკი თავის 100 მილიონზე მეტ გამომწერს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე თავიანთი ხმა რესპუბლიკელებს მისცენ.

მასკმა "ტვიტერის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის და სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელების გათავისუფლებასთან ერთად, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ნახევარი, დაახლოებით 3 700 ადამიანი სამსახურებიდან გაუშვა. როგორც თვითონ ამბობს, კომპანია, ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა და ხარჯების შესამცირებლად სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ამას გათავისუფლებულთა პროტესტი და სასამართლოში ჩივილიც კი მოჰყვა.

ტონი ბრექსტონი

კვირას მასკმა განაცხადა, რომ საიტი სამუდამოდ გააუქმებს ყველა იმ ანგარიშს, რომელიც სხვა ადამიანის ვინაობას იჩემებს. კომიკოსი ქეით გირიფინი სწორედ ამ ადამიანების რიცხვში მოხვდა, რადგან მან ხუმრობით ილონ მასკი დაიწერა და მილიარდერის ფოტო დაიყენა "ტვიტერზე“.

მასკმა კვირასვე დაპოსტა, რომ "Twitter-ი მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ინფორმაციის წყარო უნდა გახდეს“. ის ასევე ამბობს, რომ საიტზე სიტყვის თავისუფლებაა, რაშიც ბევრი ადამიანი არ ეთანხმება.

55 წლის ტონი ბრექსტონმა, რომელიც ცნობილი ტრეკის, “Un-Break My Heart”-ის შემსრულებელია, "ტვიტერიდან" წასვლამდე დაწერა: "შოკირებული და შეძრწუნებული ვარ იმ "სიტყვის თავისუფლებით“, რომელსაც ამ საიტზე ვხედავ. Twitter-იდან წასვლას ვამჯობინებ, რადგან ის ჩემთვის, ჩემი შვილებისა და სხვა ფერადკანიანი ადამიანებისთვის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს".

ცნობილმა ადამიანებმა "ტვიტერი" იმის შიშით დატოვეს, თუ როგორი შეიძლება გახდეს საიტი მილიარდერის ხელში გადასვლის შემდეგ. ამაზე ილონი წარბს არ იხრის და მათ უმეტესად ცინიკური კომენტარებით პასუხობს . იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებმაც "ტვიტერის" ახალ დირექტორს პროტესტი გამოუცხადეს, ჯიჯი ჰადიდიცაა. 27 წლის მოდელმა 10.4 მილიონი გამოწერის მქონე ანგარიშის გაუქმებამდე დაწერა, რომ Twitter-ი ახალი ლიდერის ხელმძღვანელობის ქვეშ სიძულვილის და ფანატიზმის ბუდედ იქცა.

სტივენ კინგი

ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმაც გამოხატა ცვლილებებით უკმაყოფილება და განაცხადა, რომ საიტს დაუფიქრებლად დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მასკის 8$-იანი ვერიფიკაციის რეფორმა ძალაში შევიდოდა. ამ ცვლილების მიხედვით, ყველა ადამიანს შეეძლება "ტვიტერის" ანგარიშზე ლურჯი ნიშნის ქონა, თუ ისინი ყოველთვიურად 8$-ს გადაიხდიან. კომპანიის ცნობით, ეს ცვლილება ძალაში 9 ნოემბრიდან, არჩევნების ჩატარების შემდეგ შევა.

მასკის Twitter-ის სათავეში მოსვლამ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია უამრავ წამყვან კომპანიაშიც, რომლებიც უფლებადამცველი ჯგუფების ზეწოლის ფონზე იძულებულები გახდნენ, რომ საიტზე რეკლამების განთავსება შეეწყვიტათ. ამ კომპანიებს შორისაა: Audi, General Mills, GM, Mondelez და Pfizer. მასკმა განაცხადა, რომ ამან სოციალური ქსელის შემოსავლის მასიური ვარდნა გამოიწვია. თუმცა მასკის ძველ განცხადებაში, მილიარდერმა სურვილი გამოთქვა, რომ პლატფორმა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რეკლამაზე და სწორედ ამისთვის შემოიღო მან ვერიფიკაციის 8$-იანი საფასური.

ილონს, ახალი ინფორმაციით, გვერდში პატარა გუნდი ჰყავს, რომელიც სანდო ადამიანებისა და მეგობრებისგან შექმნა. ისინი მასკს "ტვიტერზე" თავისი იდეების განხორციელებაში ეხმარებიან. ამ გუნდშია სრირამ კრიშნანი, ინდოელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, კრიპტო ვალუტის ექსპერტი და "ტვიტერის" ყოფილი აღმასრულებელი, რომელმაც კომპანია გასულ წელს დატოვა. კრიშნანის პოსტის მიხედვით, ის ილონს "დროებით ეხმარება“, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ კრიშნანი მასკს თავისი doge bitcoin-ის "ტვიტერთან" ინტეგრაციისთვის სჭირდება.

სრირამ კრიშნანი

ორშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, Tufts University-ის ფლეტჩერის სკოლის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადრეული ნიშნების მიხედვით, მასკის მეთაურობაში მყოფი კომპანია "არასწორი მიმართულებით მიდის“. მათი თქმით, მასკის მოსვლის შემდეგ, სოციალურ პლატფორმაზე ექსტრემისტებმა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა მოიკიდეს ფეხი. კომპანიის ახალ უფროსს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა ღია წერილიც მისწერა. ტურკმა მილიარდერი გააფრთხილა, რომ "ტვიტერს" მავნე შინაარსის კონტენტის გაძლიერების თავიდან აცილების პასუხისმგებლობა ეკისრება. ილონი კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ფირმის პოზიცია მავნე მასალის მიმართ აბსოლუტურად უცვლელი დარჩება.

ამასობაში კი Twitter-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა Mastodon-ის სახით. ეს ახალი სოციალური ქსელია, რომელზეც "ტვიტერიდან" პროტესტის ნიშნად წასული ადამიანები რეგისტრირდებიან.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა