პოლონეთში, საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებას ალკოჰოლზე, ქალებსა და შობადობაზე. კაჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ქალების მიერ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
ოპოზიციონერებმა, ასევე პოპულარულმა ადამიანებმა 73 წლის პოლიტიკოსის განცხადება დაგმეს და მის სიტყვებს "პატრიარქალური და სულელური" უწოდეს.
მემარჯვენე პარტია "კანონი და სამართლიანობის" ხელმძღვანელს თვითონ შვილები არ ჰყავს. ის ამბობს, რომ ინფორმაცია ქალების მიერ ალკოჰოლის მიღებასა და ნაყოფიერებას შორის კავშირზე ექიმისგან მიიღო. კაჩინსკიმ ასევე დასძინა, რომ ის ნაადრევ ასაკში დედად გახდომის მომხრე არ არის, რადგანაც პოლიტიკოსის აზრით, "ქალი ჯერ დედად უნდა მომწიფდეს.“
მემარცხენე პოლიტიკოსმა ჯოანა ვილგუსმა კაჩინსკის კომენტარს "სისულელე“ უწოდა. ხოლო თავად იაროსლავ კაჩინსკის "პატრიარქალული შეხედულებების მქონე მოხუცი.“
კაჩინსკის სიტყვებს ასევე გამოეხმაურა ფეხბურთის პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის ცოლი ანა ლევანდოვსკი: "საკმარისია, ძალიან მაბრაზებს, როდესაც ვხედავ პოლიტიკოსებს როგორ უსამართლოდ ადანაშაულებენ ქალებს ნაცვლად იმისა, რომ რეალურ პრობლემაზე ისაუბრონ", - წერს ის "ინსტაგრამზე."
წყარო: Guardian