თუ დრონი მხოლოდ ვიდეოს გადასაღები მოწყობილობა გგონიათ, იცოდეთ, რომ ცდებით. უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე სახალისო ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება. დრონები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში და რიგ შემთხვევაში, საქმიანობის წარმატებასაც განსაზღვრავს.
გარდა ამისა, დრონი ბევრს 21-ე საუკუნის ტექნოლოგია ჰგონია. რეალურად კი დრონების ანუ უპილოტო საფრენი აპარატების ისტორია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო. მათი პოპულარობა კი ბოლო პერიოდში მართლაც ძალიან გაიზარდა. ფოტო-ვიდეოს გადაღების პარალელურად, ისინი აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში და სხვა სექტორებში.
ბაზარზე ხელმისაწვდომია დრონები როგორც ჩაშენებული კამერით, ასევე სპეციალური სამაგრით, რომელზეც მფლობელი საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე ამაგრებს შესაბამის კამერას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დრონების შესაძლებლობები საკმაოდ დიდია. მათი სრულად გამოსაყენებლად და ასათვისებლად კი შესაბამისი აქსესუარებიც დაგჭირდებათ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აქსესუარს, რომლებიც თქვენი დროს მუშაობას უფრო კომფორტულსა და ეფექტურს გახდის.
მართვის პულტი
თუკი დრონის სხვადასხვა საქმიანობაში აქტიურად გამოყენებას აპირებთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ მძლავრი მართვის პულტი, რომელშიც გაუმჯობესებული მონაცემებია ინტეგრირებული. მაგალითად, დღეს ბაზარზე არსებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა DJI RC Pro. მისი მონაცემები შემდეგნაირია:
ლინზის დამცავი
დრონის გამოყენების გარკვეული გამოცდილება მაინც თუ გაქვთ, გეცოდინებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ლინზის მდგომარეობას. მკაფიო გამოსახულების მისაღებად აუცილებელია, რომ ლინზის ზედაპირი სრულად დაუზიანებელი იყოს. სხვადასხვა გარემოში გადაღების დროს კი ის უნებურად შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გამოიყენოთ ლინზის დამცავი. საქართველოში მისაღებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ DJI-ის ბრენდის ლინზის დამცავები, რომლებიც გერმანული SCHOOT-ის ბრენდის ოპტიკური მინისგანაა დამზადებული. ის არის წყალგამძლე, მდგრადია მტვრისა და ზეთის მიმართ და არ იკაწრება. დამცავი რამდენიმე ფენიანია, რაც მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
პორტატული ელექტროსადგური
თუ დრონს ინტენსიურად იყენებთ, გეცოდინებათ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ელემენტი მუდმივად დამუხტული იყოს. გადაღების დროს მოულოდნელი უსიამოვნებების წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, თან იქონიეთ პორტატული ელექტროსადგური, რომელიც გახლავთ მძლავრი Power Bank. EcoFlow-ს ბრენდის პორტატული ელექტროსადგურები საქართველოში ბრენდის ოფიციალური გარანტიით არის ხელმისაწვდომი. პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათებისა და დღეების განმავლობაში. ის არის ენერგოდამოუკიდებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი. ენერგიის მიწოდების დროს კი არის სრულიად უხმო და არ გამოყოფს გამონაბოლქვს. EcoFlow-ს საშუალებით შეძლებთ დრონთან ერთად პარალელურად დატენოთ სხვა მოწყობილობებით, რადგან მასში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პორტია ინტეგრირებული.
ამ და სხვა აქსესუარების საშუალებით შეძლებთ თქვენი დრონით მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოთ. არ დაგავიწყდეთ, დრონის გამოყენება მხოლოდ ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებად არ შეგიძლიათ.