საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ... უკრაინული პოზიციების წინ მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი" - ზელენსკი
"ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ... უკრაინული პოზიციების წინ მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი" - ზელენსკი

დო­ნეც­კის ოლქი ოკუ­პან­ტე­ბის უდი­დე­სი სი­გი­ჟის ეპი­ცენ­ტრად რჩე­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რად ასო­ბით მათ­გა­ნი იღუ­პე­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის წინ მიწა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოკუ­პან­ტე­ბის ცხედ­რე­ბი­თაა მო­ფე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­მარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ფრონ­ტის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში მტე­რი თან­და­თან უკან იხევს და უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი წინ მი­ი­წე­ვენ.

"ზო­გა­დად, ფრონ­ტის გას­წვრივ ჩვე­ნი ძა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან - აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრე­თის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ და თან­და­თან წინ მი­ვი­წევთ. დო­ნეც­კის ოლქი ოკუ­პან­ტე­ბის უდი­დე­სი სი­გი­ჟის ეპი­ცენ­ტრად რჩე­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რად ასო­ბით მათ­გა­ნი იღუ­პე­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის წინ მიწა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოკუ­პან­ტე­ბის ცხედ­რე­ბი­თაა მო­ფე­ნი­ლი”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუ­სე­თის მხრი­დან რა­კე­ტე­ბი­სა და დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ტე­რორ­მა მხო­ლოდ მსოფ­ლიო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"მსოფ­ლი­ომ უკ­რა­ი­ნის­თვის ახა­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნით უპა­სუ­ხა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდეს ამ დახ­მა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მან უკ­რა­ი­ნის მიერ მი­ღე­ბულ ახალ სა­ჰა­ე­რო და სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­ზეც ისა­უბ­რა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვე­ყა­ნა, თან­და­თან, წინ მი­ი­წევს მიზ­ნის­კენ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ცის ასპრო­ცენ­ტი­ან დაც­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"მი­ვი­ღეთ ახა­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აძ­ლი­ე­რებს ჩვენს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას. უკ­რა­ი­ნის ცის დაც­ვა, რა თქმა უნდა, ასი პრო­ცენ­ტით არ ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ თან­და­თან მივ­დი­ვართ ჩვე­ნი მიზ­ნის­კენ", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iosebi
0

სხვა სახელი შეირჩიე ქართველი კოლაბორაციონისტის სინონიმი არ გახლავთ.

ქართველი
10

უძლეველი ზელენსკი შენი ძალა იფარავს უკრაინელ ჯარისკაცებს რომლებიც არც კი იჭრებიან ბრძოლის ველზე😀 ამას დოზა შეუმციროს ვინმემ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ... უკრაინული პოზიციების წინ მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი" - ზელენსკი

"ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ... უკრაინული პოზიციების წინ მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი" - ზელენსკი

დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება - ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მტერი თანდათან უკან იხევს და უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ.

"ზოგადად, ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ და თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება - ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ბოლო დროს განხორციელებულმა ტერორმა მხოლოდ მსოფლიო გამოხმაურება გამოიწვია.

"მსოფლიომ უკრაინისთვის ახალი დახმარების აღმოჩენით უპასუხა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს ამ დახმარებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ მიღებულ ახალ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა, თანდათან, წინ მიიწევს მიზნისკენ, რომელიც უკრაინის ცის ასპროცენტიან დაცვას ითვალისწინებს.

"მივიღეთ ახალი სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. უკრაინის ცის დაცვა, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით არ ხდება, მაგრამ ჩვენ თანდათან მივდივართ ჩვენი მიზნისკენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.