პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ..." - ევროპარლამენტარები
"მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ცნობები  ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ..." - ევროპარლამენტარები

რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის აღ­მო­ფხვრა ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში“.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ან­გა­რიშს გა­ნი­ხი­ლავს. ტექ­სტში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბაა შე­სუ­ლი.

კერ­ძოდ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა ანა ფო­ტი­გამ, ია­ცეკ სა­რი­უშ-ვოლ­სკიმ და ასი­ტა კან­კომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში მო­ამ­ზა­დეს შეს­წო­რე­ბა, სა­დაც გა­მო­ხა­ტუ­ლია შეშ­ფო­თე­ბა არ­სე­ბულ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "რუსი ხალ­ხი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის“.

"კო­მი­ტე­ტი მო­ვუ­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, შე­ის­წავ­ლოს ეს ცნო­ბე­ბი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ან­გა­რი­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ. თუ ეს ცნო­ბე­ბი და­დას­ტურ­და, მო­უ­წო­დებს მისი და მისი ახლო მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტექ­სტში.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი­სა და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნეს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის აღ­მო­ფხვრა.

"ხაზს უს­ვამს ერ­თა­დერ­თი ოლი­გარ­ქის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის აღ­მო­ფხვრის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრულ ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს, რო­მე­ლიც უნდა მოგ­ვარ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ცვლი­ლე­ბის ტექ­სტში.

ამას­თან, მი­რი­ამ ლექსმა­ნის, ვლა­დი­მირ ბილ­ჩი­კის, მა­იკლ გა­ლე­რის, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე­სა და ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს და დე­მოკ­რა­ტი­ულ პარტნი­ო­რებს გა­ნი­ხი­ლონ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში მისი რო­ლის გამო.

"კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას ერ­თა­დერ­თი ოლი­გარ­ქის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის გამო სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში და კონ­ტრო­ლის დო­ნეს, რო­მელ­საც ის ახორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბა­სა და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ დევ­ნა­ზე; ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოვ­ლე­ნი­ლი პი­რა­დი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბით კრემლთან, რაც გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის მი­მართ; მო­უ­წო­დებს საბ­ჭოს და დე­მოკ­რა­ტი­ულ პარტნი­ო­რებს გა­ნი­ხი­ლონ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში მისი რო­ლის გამო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტექ­სტში.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ამ სტატიაზე დისლაიქების მიხედვით მიხვდებით ვისი ტროლების, ბოტების და კალოშების ფაბრიკა მუშაობს!!!!!!!!!!! რამდენი ფული აქვთ გატანილი, რომ არ გაუთავდათ!!!!!!!!!!!!!! კიდე დორბლიანზე და მის ხროვაზე ილოცეთ ნაცებო!!!!

ლაშა
11

ერხევა ხიხოს და რუსულ ოცნებას....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ..." - ევროპარლამენტარები

"მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ცნობები  ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ..." - ევროპარლამენტარები

რამდენიმე ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის "გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული.

კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ "რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.

"კომიტეტი მოვუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, - აღნიშნულია ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.

"ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

"კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - აღნიშნულია ტექსტში.