უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს.
"საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მათი მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ, გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ბრენდებს, ვიდრე ისინი არ შეწყვეტენ სისხლით მოგების მიღებას და არ დატოვებენ რუსეთს“, - წერს კულება "ტვიტერზე“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 50 ევროპული და ამერიკული კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე განაგრძობენ რუსეთში მუშაობას. ამ კომპანიებს შორისაა : Novartis-ი, Philips-ი, Siemens-ი, Abbot-ი, Johnson & Johnson-ი, P&G, Heidelberg Cement-ი, Nestle, Roche, Danone და სხვა.
არ დამბლოკოთ!
1. ამ თვის დასაწყისში, კერძოდ 1 ნოემბერს უკრაინულ საიტზე korrespondent.net, რომელიც ინფორმაციებს აქვეყნებს უკრაინულ და რუსულ ენებზე, აშშ-ის მედია გიგანტ ”ნიუ იორკ თაიმს“-ზე (NYT) დაყრდნობით დაასახელა ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ სხვებზე მეტად აქტიურად ვაჭრობენ რუსეთთან:
- ინდოეთი. ვაჭრობა გაიზარდა 310%-ით;
- თურქეთი. ვაჭრობა გაიზარდა 198%-ით („ნატო“-ს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა);
- ბრაზილია. ვაჭრობა გაიზარდა 106%-ით;
- ბელგია. ვაჭრობა გაიზარდა 81%-ით („ნატო“-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა);
- ჩინეთი. ვაჭრობა გაიზარდა 64%-ით;
- ესპანეთი. ვაჭრობა გაიზარდა 57%-ით („ნატო“-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა);
- ნიდერლანდები (ჰოლანდია). ვაჭრობა გაიზარდა 32%-ით („ნატო“-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა);
- იაპონია. ვაჭრობა გაიზარდა 13%-ით.
2. ამავდროულად გამოქვეყნებულია ქვეყნები, რომლებმაც სხვებზე მეტად შეამცირა ვაჭრობა რუსეთთან:
- დიდი ბრიტანეთი. ვაჭრობა შემცირდა 79%-ით;
- შვედეთი. ვაჭრობა შემცირდა 76%-ით;
- აშშ. ვაჭრობა შემცირდა 35%-ით;
- სამხრეთ კორეა. ვაჭრობა შემცირდა 17%-ით;
- გერმანია. ვაჭრობა შემცირდა 3%-ით.
პ.ს. რას ერჩიან და ედავებიან აქაური და უცხოელი მავანნი ჩვენ პატარა, მცირერიცხოვან, სუსტ და ღარიბ ქვეყანას, რომელიც არც ნატოსა და არც ევროკავშირის წევრია?
აბა ჩვენი ბიძინასგან და მისი საწყალი ძმისგან რა გინდათ. რას გვერჩით, რატო გეჩხირებათ ყელში ხოხბების გამრავლება?