ავტორი:

"მეფე ერეკლე საამაყო მხედართმთავარი და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია" - ჯუანშერ ბურჭულაძე

"მეფე ერეკლე საამაყო მხედართმთავარი და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია" - ჯუანშერ ბურჭულაძე

დღეს, 7 ნოემბერს, თელავში "ერეკლეობასთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიამართა, რომელსაც მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. მინისტრმა მეფე ერეკლესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მეფე ერეკლე არის ჩვენი ერის საამაყო მხედართმთავარი, ხელმწიფე. პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია და, ალბათ, მთელი საქართველოსი, განსაკუთრებულად, კახელების.

ეს არის ვაჟკაცობის, გმირობის და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება ჩვენ ისტორიაში ვისწავლოთ და ვასწავლოთ ჩვენს შემდეგ თაობებს", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.