მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე - ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი" - პოდოლიაკი
"უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე - ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი" - პოდოლიაკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ არ­სე­ბობს მკა­ფიო პი­რო­ბა - რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. მან ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი სა­კუ­თარ Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"უკ­რა­ი­ნას არა­სო­დეს უთ­ქვამს უარი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე. ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია და ღიაა. ჯერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას გაჰ­ყავს ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, შემ­დეგ - ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი. მზად არის თუ არა ამის­თვის პუ­ტი­ნი? ცხა­დია, არა. ამი­ტომ, ჩვენ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი ვართ ჩვენს შე­ფა­სე­ბა­ში. ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ რუ­სე­თის მო­მა­ვალ ლი­დერ­თან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა.

30 სექ­ტემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მზად არის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის რუ­სეთ­თან, მაგ­რამ არა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან, არა­მედ რუ­სე­თის სხვა პრე­ზი­დენ­ტთან. იმ დღეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭომ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ზე­ლენ­სკიმ ეს გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ამ­ტკი­ცა. რუ­სეთ­ში ამას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მზად არი­ან და­ე­ლო­დონ უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს.

ამავდრო­უ­ლად, The Washington Post, თა­ვის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, იტყო­ბი­ნე­ბა, რომ თეთ­რი სახ­ლი პი­რა­დად მო­უ­წო­დებ­და კი­ევს რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბის­კენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
1

საცოდავი უკრაინა ამათ ხელში. მარტო გაყვანა მაინც თქვას, არა ახალ პრეზიდენტთანო, შიგ არაა აქ?

არსაკიძე
1

უკრაინა ამნაირი მარიონეტების გამოისობით ქცეულია ამერიკა/ბრიტანეთის და რუსეთის დაპირისპირების საჭადრაკო დაფად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე - ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი" - პოდოლიაკი

"უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე - ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს მიუტოვებია რუსეთთან მოლაპარაკებები, მაგრამ არსებობს მკაფიო პირობა - რუსული ძალების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. მან ამის შესახებ კომენტარი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე. ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია ცნობილია და ღიაა. ჯერ რუსეთის ფედერაციას გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი. მზად არის თუ არა ამისთვის პუტინი? ცხადია, არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან, არამედ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. იმ დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვის შეუძლებლობა გამოაცხადა და ზელენსკიმ ეს განკარგულებით დაამტკიცა. რუსეთში ამას გამოხმაურება მოყვა, სადაც განაცხადეს, რომ მზად არიან დაელოდონ უკრაინის მომავალ პრეზიდენტს.

ამავდროულად, The Washington Post, თავის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თეთრი სახლი პირადად მოუწოდებდა კიევს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის დემონსტრირებისკენ.