მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა
ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა

რო­გორც ირ­კვე­ვა, გუ­რი­ა­ში "ალერ­გო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა, რომ­ლე­თაც ბიზ­ნეს­მენ­მა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა 10 000 ლარი ჯილ­დოდ გა­დას­ცა. ამის თა­ო­ბა­ზე ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე წერს:

"ალეგ­რო­ბის" დღე­სას­წა­ულ­ზე ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი კი­დევ ათ გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ანს მი­ვა­ნი­ჭეთ. მო­ხა­რუ­ლი ვარ და მად­ლო­ბას ვუხ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯილ­დოს სა­ხით 10 000 - 10 000 ლარი გა­დას­ცა.

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭათ:

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ გრი­გოლ ქავ­თა­რა­ძეს.

ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ლო­ბი­სა და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს მხარ­და­ჭე­რის­თვის, ქალ­ბა­ტონ ნანა გო­თუ­ას.

ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის ექიმს - ალექ­სან­დრე აბ­რა­მიშ­ვილს. ალექ­სან­დრე მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ხუთი შვი­ლის მა­მაა.

ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მე­ე­ზო­ვეს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს, გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რე და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ადა­მი­ანს, ქალ­ბა­ტონ ალ­ვარტ ავა­კი­ანს.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა თო­ფუ­რი­ას.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი წვლი­ლის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნალს, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის მფლო­ბელს, ლოტ­ბარ ბი­ძი­ნა მჟა­ვი­ას.

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჭად­რა­კის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში გა­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ასე­ვე, იუს­ტი­ცი­ის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის­თვის, იუ­რისტს, პრო­ფე­სორ გია ებ­რა­ლი­ძეს.

სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო და პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა ღა­ჟო­ნი­ას

სპორ­ტის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის სპორ­ტსმენს და მწვრთნელს კა­ხა­ბერ აბა­ში­ძეს.

სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი უმ­წიკ­ვლო მუ­შა­ო­ბის­თვის მზე­ვი­ნარ სა­ლუქ­ვა­ძეს. ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ვი­ნა­რი მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის! გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას!"

რო­გორც ირ­კვე­ვა და­ჯილ­დო­ე­ბულ­თა შო­რის თა­ვად ვანო ჩხრა­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნანა გო­თუ­აც არის, რო­მე­ლიც სა­მად­ლო­ბელ პოსტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"შენ მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში რომ სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას გა­ნი­ჭე­ბენ, ეს რა­ღაც სხვა..ა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­აა და ვარ ბედ­ნი­ე­რი...

სიყ­ვა­რუ­ლი რომ ას­მა­გად გიბ­რუნ­დე­ბა და თვა­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლით გევ­სე­ბა...

აი, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ! მად­ლო­ბა ჩემს გუ­რუ­ლებს ამ სი­ხა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბა ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­ულ, მშრო­მელ, სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბელ ქა­ლა­ქის თავს ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძეს. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ზე­ი­მის მო­წყო­ბა­ში. "ალეგ­რო­ბას" გი­ლო­ცავთ ჩემო გუ­რუ­ლე­ბო #გუ­რია#ალეგ­რო­ბა2022"

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lika
3

ეს კომსომოლა დიდი ხანია ციხეში უნდა ყოფილიყო მაგრამ სჯობს გვიან .............

მსაჯული
3

რაში ენაღვლება ჩვენი მშობლების ნაკოწიწები, ტკბილი სიბერისთვის შეგროვებული ანაბრები. ფულის ქისაა, გარეგნობაც ასეთი ჩამოუყალიბდა. ფუ, მაგის კაცობას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა

ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა

როგორც ირკვევა, გურიაში "ალერგობის" დღესასწაულის აღსანიშნავად ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება რამდენიმე ადამიანს მიენიჭა, რომლეთაც ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა 10 000 ლარი ჯილდოდ გადასცა. ამის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე წერს:

"ალეგრობის" დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ ათ გამორჩეულ ადამიანს მივანიჭეთ. მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ "ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 - 10 000 ლარი გადასცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველ გრიგოლ ქავთარაძეს.

ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას.

ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული შრომისთვის ექიმს - ალექსანდრე აბრამიშვილს. ალექსანდრე მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესიონალი და ხუთი შვილის მამაა.

ჩვენი ქალაქის მეეზოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის ცენტრის თანამშრომელს, გამორჩეულად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, ქალბატონ ალვარტ ავაკიანს.

სამოქალაქო განათლების, სოციალური დაცვისა და განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ მარინა თოფურიას.

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, პროფესიონალს, ღირსების ორდენის მფლობელს, ლოტბარ ბიძინა მჟავიას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იურისტს, პროფესორ გია ებრალიძეს.

სამეცნიერო სფეროში წარმატებული საქველმოქმედო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალბატონ მანანა ღაჟონიას

სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტსმენს და მწვრთნელს კახაბერ აბაშიძეს.

საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის მზევინარ სალუქვაძეს. ქალბატონი მზევინარი მერიის თანამშრომელი და თავისი საქმის პროფესიონალია

მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ღვაწლისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!"

როგორც ირკვევა დაჯილდოებულთა შორის თავად ვანო ჩხრატიშვილის მეუღლე ნანა გოთუაც არის, რომელიც სამადლობელ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"შენ მშობლიურ მხარეში რომ საპატიო მოქალაქეობას განიჭებენ, ეს რაღაც სხვა..ა განსხვავებული ემოციაა და ვარ ბედნიერი...

სიყვარული რომ ასმაგად გიბრუნდება და თვალები სიხარულის ცრემლით გევსება...

აი, ასეთი ბედნიერი ვარ! მადლობა ჩემს გურულებს ამ სიხარულისთვის მადლობა ყველაზე კრეატიულ, მშრომელ, სიახლეების მაძიებელ ქალაქის თავს ავთანდილ თალაკვაძეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არაჩვეულებრივი ზეიმის მოწყობაში. "ალეგრობას" გილოცავთ ჩემო გურულებო #გურია#ალეგრობა2022"

იხილეთ ასევე: