ავტორი:

ბრედ პიტს კიდევ ერთი ყოფილი მეუღლე უჩივის - რატომ ითხოვს ჯენიფერ ენისტონი მისგან 100 მილიონ დოლარს?

ბრედ პიტს კიდევ ერთი ყოფილი მეუღლე უჩივის - რატომ ითხოვს ჯენიფერ ენისტონი მისგან 100 მილიონ დოლარს?

ბრედ პიტს კიდევ ერთი ყოფილი მეუღლე უჩივის სასამართლოში. ამჯერად, ჰოლივუდის ვარსკვლავის წინააღმდეგ სარჩელი ჯენიფერ ენისტონმა შეიტანა და მისგან 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

სამართლებრივი დავა პროდიუსერულ კომპანიას შეეხება, რომელიც წყვილმა 2000-იანი წლების დასაწყისში დააარსა და სახელად Plan B დაარქვა. მათ კომპანია ერთობლივი ძალებით ააშენეს, გაყრის შემდეგ კი ენისტონმა ის ბრედს გადაულოცა. ახლა პიტი მის გაყიდვას გეგმავს, თუმცა ენისტონი მიიჩნევს, რომ კომპანიის შექმნაში მონაწილეობისთვის, მასაც ეკუთვნის თანხიდან წილი და ყოფილი მეუღლისგან 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

მსახიობები ერთმანეთზე 2000-2005 წლებში იყვნენ დაქორწინებულები

ჯენიფერ ენისტონთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს დავა მხოლოდ მატერიალურ საკითხს არ შეეხება და რომ მსახიობი ქალისთვის ეს უკვე პრინციპის საკითხად იქცა: "ეს მხოლოდ ფულს არ შეეხება. ჯენისთვის პრინციპიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის Plan B-ს თანადამფუძნებელია, რომელიც ტექნიკურად ბრედის ხელში კი გადავიდა, მაგრამ ჯენის გაწეული შრომა, კომპანიის ფეხზე დასაყენებლად, არანაირად დაფასებულა", - აცხადებს წყარო.

ის ასევე ამატებს: "ჯენი გაყიდვის პროცესში გარკვეულ აღიარებას და ჩართულობას მოითხოვს და დამატებით,ასევე სურს მიეცეს ახალ მეპატრონესთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა. თუ ბრედს უნდა, რომ ჯენს სამართლიანად მოექცეს, მაშინ ჯიბიდან 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჩეკს ამოიღებს და მას გადასცემს. თუ მართლა გაიყიდა კომპანია, ეს მისთვის ზღვაში წვეთი იქნება“.

წყარო: marca

მოამზადა: ანა სიბოშვილმა