სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისთვის ამზადებენ.
"ევაკუაციისთვის გვამზადებენ. კლიჩკომ კრიტიკულ ზღავრზე ვართ და ფხიზლად იყავით, შეიძლება კიევის დაცლა მოგვიწიოსო. გვირჩიეს სოფლად გადასვლა ნათესავებთან. იქ, სადაც შეშაზე თბება ხალხი. იქ, სადაც წყალს ჭიდან სვამენ…უშუქობას უკვე შევეჩვიეთ, სიცივესაც, მაგრამ ახლა წყლის გარეშე გვტოვებს პუტინი და ამას უკვე ვეღარ გაუძლებს ქალაქი! ძებნის დაწყებაც ვერ მოვასწარი ისე გამოჩნდა უკვე 4 ოჯახი სოფლად, სადაც გამოსაზამთრებლად დამიძახეს. ბაღის მიტოვებას არ ვაპირებ და თუ არ გამაგდებენ, არც გავალ ბუჩადან. არის ამბები, რომლებიც მილიონში ერთ ადამიანს აწვება კისერზე და მისი ღალატი არ და ვერ მოხდება. არავითარი პანიკა, არავითარი რიგები მაღაზიებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან! ყველამ ზუსტად იცის როდის, რა უნდა გააკეთოს. დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს" - წერს მაქარაშვილი "ფეისბუქში".