მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც - ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს
ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც -  ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს
  • ფო­ტო­ზე: ოლგა სა­გი­რო­ვა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ომამ­დე

ახა­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის სრუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ მყო­ფი მა­რი­უ­პო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე, 1500-ზე მეტი ახა­ლი საფ­ლა­ვია გა­თხრი­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე მა­რი­უ­პო­ლის მახ­ლობ­ლად 4600-ზე მეტი საფ­ლა­ვია გა­თხრი­ლი, თუმ­ცა ამ ად­გი­ლას დაკ­რძა­ლულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი მა­რი­უ­პო­ლი რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და მტრის­თვის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­მიზ­ნე იყო. ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ქა­ლა­ქი და­უნ­დობ­ლად იბომ­ბე­ბო­და, მრა­ვალ­დღი­ა­ნი ალ­ყი­სა და ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ კი ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა და ქა­ლა­ქის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და.

ოლგა სა­გი­რო­ვა იყო ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც არა­ერ­თგზის და­ბომბვის შემ­დეგ გა­დარ­ჩა. ქმა­რი და მშობ­ლე­ბი რუ­სებ­მა მო­უკ­ლეს. დღემ­დე არ იცის, სად არის მათი ცხედ­რე­ბი.

48 წლის ბუ­ღალ­ტე­რი, მე­უღ­ლეს­თან - ვა­ლე­რის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში, პა­ტა­რა ბა­ღით, მა­რი­უ­პო­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში, ორი ზრდას­რუ­ლი შვი­ლის­გან მო­შო­რე­ბით. მარ­ტის და­სა­წყის­ში მის რა­ი­ონ­ში სი­წყნა­რე იყო, მი­უ­ხე­და­ვად ქა­ლა­ქის სხვა ნა­წი­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვი­სა. ყო­ველ ღამე ის და მისი ქმა­რი სარ­დაფ­ში იძი­ნებ­დნენ. "სულ ვტი­რო­დი, ჩემი ქმა­რი ცდი­ლობ­და და­ვემ­შვი­დე­ბი­ნე“, - ამ­ბობს ოლგა.

10 მარ­ტის სა­ღა­მოს, რუ­სე­თის შეჭ­რი­დან მე-15 დღეს, კარ­ზე კა­კუ­ნი გა­ის­მა. კარ­თან ოლ­გას 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი იდ­გნენ. მათი სახ­ლი და­ბომბვის შემ­დეგ დამ­წვა­რი­ყო და შვილ­თან მი­ვიდ­ნენ ღა­მის გა­სა­თე­ვად... მშობ­ლებს შეს­თა­ვა­ზა, რომ მათ­თან ერ­თად სარ­დაფ­ში გა­ე­თი­ათ ღამე, მაგ­რამ მო­ხუ­ცე­ბი და­სა­ძი­ნებ­ლად ზე­ვით ავიდ­ნენ. ოლ­გას 03:30 სა­ათ­ზე ნგრე­ვის ხმა­ზე გა­ეღ­ვი­ძა...

"ნა­ხევ­რად ჩა­მარ­ხუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერ ვმოძ­რა­ობ­დი. სმე­ნა ნელ-ნელა და­მიბ­რუნ­და, სა­დღაც ქმრის ხმა გა­ვი­გე, - ოლგა, და­მეხ­მა­რე, ამომ­თხა­რე, ახ­ლოს ვარ კი­ბე­ებ­თა­ნო..."

მალე მე­ზობ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, მაგ­რამ ქა­ლის ამოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს და უთხრეს, რომ გა­თე­ნე­ბი­სას დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. ექ­ვსი სა­ა­თის შემ­დეგ შეძ­ლეს მისი ამოყ­ვა­ნა.

იმ ღა­მეს ოლ­გამ და­კარ­გა არა­მარ­ტო ქმა­რი, არა­მედ მშობ­ლე­ბიც. მალე გა­ი­გო, რომ იმა­ვე ღა­მეს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს მისი და და სი­ძეც.

ოლ­გამ ერთ დღე­ში ხუთი ახ­ლო­ბე­ლი და­კარ­გა და ყვე­ლა მათ­გა­ნის ცხე­და­რი დღემ­დე და­კარ­გუ­ლია. ოლგა ერ­თა­დერ­თი არაა, ვინც ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს ვერ პო­უ­ლობს.

BBC ესა­უბ­რა ად­გი­ლობ­რი­ვებს, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ახ­ლობ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად ზა­ფხულ­ში ათო­ბით ცხედ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უწევ­დათ...

მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი მო­ნიშ­ნუ­ლია პა­ტა­რა ნომ­რი­ა­ნი ფირ­ფი­ტე­ბით და სქე­სით, მაგ­რამ მათ­ზე არ წე­რია სახ­ლე­ბი და გვა­რე­ბი.

მოწ­მე­ე­ბის თქმით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ხე­დავ­დნენ, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი­დან ამოჰ­ქონ­დათ ცხედ­რე­ბი და მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ მიჰ­ქონ­დათ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
0

ღმერთო,რა დღეში ჩააგდეს ხალხი და ქვეყანა! 

დავით 67
5

ამდენი უბედურების შემდეგ პუტინი დღეს სამხედრო დამნაშავედ არ არის მოაზრებულიც კი.ზოგი ევროპული ლიდერები ელაპარაკებიან კიდეც. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც - ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს

ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც -  ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს
  • ფოტოზე: ოლგა საგიროვა მეუღლესთან ერთად ომამდე

ახალი სატელიტური ფოტოების ანალიზის მიხედვით, რუსეთის სრული ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლის მახლობლად მდებარე მასობრივ სასაფლაოზე, 1500-ზე მეტი ახალი საფლავია გათხრილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლის მახლობლად 4600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ამ ადგილას დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მტრისთვის მთავარი სტრატეგიული სამიზნე იყო. ომის დაწყებისთანავე ქალაქი დაუნდობლად იბომბებოდა, მრავალდღიანი ალყისა და ოკუპაციის შემდეგ კი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა.

ოლგა საგიროვა იყო ერთადერთი, რომელიც არაერთგზის დაბომბვის შემდეგ გადარჩა. ქმარი და მშობლები რუსებმა მოუკლეს. დღემდე არ იცის, სად არის მათი ცხედრები.

48 წლის ბუღალტერი, მეუღლესთან - ვალერისთან ერთად ცხოვრობდა ორსართულიან სახლში, პატარა ბაღით, მარიუპოლის საცხოვრებელ უბანში, ორი ზრდასრული შვილისგან მოშორებით. მარტის დასაწყისში მის რაიონში სიწყნარე იყო, მიუხედავად ქალაქის სხვა ნაწილების ინტენსიური დაბომბვისა. ყოველ ღამე ის და მისი ქმარი სარდაფში იძინებდნენ. "სულ ვტიროდი, ჩემი ქმარი ცდილობდა დავემშვიდებინე“, - ამბობს ოლგა.

10 მარტის საღამოს, რუსეთის შეჭრიდან მე-15 დღეს, კარზე კაკუნი გაისმა. კართან ოლგას 80 წელს გადაცილებული მშობლები იდგნენ. მათი სახლი დაბომბვის შემდეგ დამწვარიყო და შვილთან მივიდნენ ღამის გასათევად... მშობლებს შესთავაზა, რომ მათთან ერთად სარდაფში გაეთიათ ღამე, მაგრამ მოხუცები დასაძინებლად ზევით ავიდნენ. ოლგას 03:30 საათზე ნგრევის ხმაზე გაეღვიძა...

"ნახევრად ჩამარხული ვიყავი, ვერ ვმოძრაობდი. სმენა ნელ-ნელა დამიბრუნდა, სადღაც ქმრის ხმა გავიგე, - ოლგა, დამეხმარე, ამომთხარე, ახლოს ვარ კიბეებთანო..."

მალე მეზობლები გამოჩნდნენ, მაგრამ ქალის ამოყვანა ვერ შეძლეს და უთხრეს, რომ გათენებისას დაბრუნდებოდნენ. ექვსი საათის შემდეგ შეძლეს მისი ამოყვანა.

იმ ღამეს ოლგამ დაკარგა არამარტო ქმარი, არამედ მშობლებიც. მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც.

ოლგამ ერთ დღეში ხუთი ახლობელი დაკარგა და ყველა მათგანის ცხედარი დღემდე დაკარგულია. ოლგა ერთადერთი არაა, ვინც ახლობლების საფლავებს ვერ პოულობს.

BBC ესაუბრა ადგილობრივებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახლობლების მოსაძებნად ზაფხულში ათობით ცხედრის დათვალიერება უწევდათ...

მასობრივი საფლავები მონიშნულია პატარა ნომრიანი ფირფიტებით და სქესით, მაგრამ მათზე არ წერია სახლები და გვარები.

მოწმეების თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ხედავდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს დანგრეული შენობებიდან ამოჰქონდათ ცხედრები და მასობრივი სასაფლაოებისკენ მიჰქონდათ...