საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?
"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს,  ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომში ბოლო დროს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ერ­თგვა­რი პა­უ­ზა აი­ღეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა აღარ ჩანს. რო­გო­რი ზამ­თა­რი ელის უკ­რა­ი­ნას და, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა ამ ეტაპ­ზე ვინ­მემ შეძ­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ნახ­სე­ნებ პა­უ­ზას, მე არ მრჩე­ბა ამ­გვა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ყო­ველ­დღე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია პა­ტარ-პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ამას­თან, ვფიქ­რობ, დღეს მი­დის სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ზა­დი­სი უფრო დიდი ბრძო­ლის­თვის, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს ხერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი. თუ ისე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა ვე­ღარ არის, ამა­ში სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­მა ითა­მა­შა როლი, მათ შო­რის კლი­მა­ტურ­მა პი­რო­ბებ­მა. თუმ­ცა აშ­კა­რაა, რომ უკ­რა­ი­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა იზ­რდე­ბა, რა­საც ოკუ­პან­ტე­ბიც გრძნო­ბენ.

მო­ბი­ლი­ზა­ცია რუ­სე­თის­თვის სრუ­ლი კრა­ხი იყო. ამი­ტო­მაც გა­მო­ა­ცხა­და პუ­ტინ­მა მისი დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მიხ­ვდა, რომ ეს ვერ მო­უ­ტანს ვერც სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბას და ვერც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის დი­ვი­დენ­დებს. რუ­სეთ­ში ვი­თა­რე­ბა ძალ­ზე მძი­მეა, ძა­ლო­ვან უწყე­ბებს შო­რის დიდი და­პი­რის­პი­რე­ბაა.

თუკი ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ზამ­თა­რი, უპირ­ვე­ლე­სად უნდა ვი­კი­თხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ზამ­თა­რი რუ­სე­თის­თვის, ამ ორი­ო­დე დღის წინ სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და - სე­ლექ­ტო­რულ თათ­ბირ­ზე, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ იმარ­თე­ბო­და, რუ­სე­თის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრებს შუქი ჩა­უქ­რათ, რაც ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი რამ არის იმ ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ყინ­ვი­თა და შიმ­ში­ლით ამო­ხოც­ვით ემუქ­რე­ბა. პუ­ტინ­მა ძალ­ზე შე­ამ­ცი­რა იმ პი­რე­ბის რი­ცხვი, რომ­ლებ­თა­ნაც პი­რა­დად ურ­თი­ერ­თობს. უმე­ტე­სად ონ­ლა­ინ უძღვე­ბა მთავ­რო­ბის სხდო­მებ­სა თუ სხვა თათ­ბი­რებს. რო­გორც ჩანს, მას ფო­ბი­ე­ბი უტე­ვენ და ლიკ­ვი­და­ცი­ის შიშს ვერ უმკლავ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პულ ზამ­თარს, რო­გორც ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, ევ­რო­პას გა­ზის მა­რა­გე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, 100%-ით შევ­სე­ბუ­ლი აქვს, რაც არა მარ­ტო ამ ზამ­თარს ეყო­ფა, არა­მედ მის შემ­დე­გაც... ამას­თა­ნა­ვე, ევ­რო­პის ენერ­გო­ბა­ზა­რი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის დღეს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ომის და­წყე­ბი­სას იყო და ამა­შიც აქვს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი როლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე არ გა­მო­ვა.

ამის გარ­და, რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი შე­ვი­და ძა­ლა­ში და კი­დევ ერთი პა­კე­ტი ახალ წლამ­დე შევა, რაც ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ნავ­თობმ­რეწ­ვე­ლო­ბის­თვის. იცით, რომ რუ­სეთს უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს მძი­მე და სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, წარ­მო­ე­ბა ნა­ხე­ვარ სიმ­ძლავ­რე­ზეც ვერ მუ­შა­ობს. იმ­დე­ნად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის შე­ტა­ნა­ზე გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. კრემლს უჩ­ნდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ჩი­ნეთ­თა­ნაც, რო­მე­ლიც მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნდა. ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში სწო­რედ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო, რაც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს. შე­დე­გად რუ­სეთ-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა.

უკ­რა­ი­ნის­თვი­საც ეს ზამ­თა­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბა და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. ამ ქვე­ყა­ნა­ში ომია, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად იზ­რდე­ბა და­სავ­ლე­თის დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტე­ბი, მათ შო­რის აშშ-და­ნაც. ამ პა­კე­ტებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი, არა­მედ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბაც, მათ შო­რის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი­თაც.

რუ­სეთ­მა ხორ­ბლის სა­კი­თხით შან­ტა­ჟი­თაც ვე­რა­ფერს მი­აღ­წია. გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ვი­და მარ­ცვლე­უ­ლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბი­დან, მაგ­რამ ამა­ზე და­სავ­ლე­თის პა­სუხ­მა აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამის დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო ის, რომ მსოფ­ლიო არ დაჰ­ყვა რუ­სე­თის შან­ტაჟს და ექ­ვსი­ვე დატ­ვირ­თუ­ლი გემი გა­ვი­და უკ­რა­ი­ნის პორ­ტე­ბი­დან, რუ­სეთ­მა კი ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მე­ო­რე დღეს კი გა­ნა­ცხა­და, შე­თან­ხმე­ბას ვუბ­რუნ­დე­ბიო. მითი რუ­სე­თის ძლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ უაღ­რე­სად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. იმ­პე­რია ნამ­დვი­ლად სუს­ტდე­ბა, მაგ­რამ დღეს რთუ­ლია იმის თქმა, რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველა აწერილია
6

მე შემეკითხა, უფრო იმედიანად დაგიხატავთ მომავალს, თავის დროზე არ ჩავაბარე ლიტერატურულ ინსტიტუტში, უკვე ორივე იდაყვი დაკბენილი მაქვს....

თემო
8

თუ რაიმე რეალური ინფორმაცია არ არის, ეგეთი სტატიები მედიას ძალიან უინტერესოს ხდის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?

"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს,  ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?

უკრაინაში მიმდინარე ომში ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა ერთგვარი პაუზა აიღეს, მნიშვნელოვანი წინსვლა აღარ ჩანს. როგორი ზამთარი ელის უკრაინას და, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდება ომი? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ძალიან მეეჭვება ამ ეტაპზე ვინმემ შეძლოს ომის დასრულების პროგნოზირება. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ პაუზას, მე არ მრჩება ამგვარი შთაბეჭდილება. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია პატარ-პატარა დასახლებული პუნქტების დაბრუნებაზე, ამასთან, ვფიქრობ, დღეს მიდის სერიოზული სამზადისი უფრო დიდი ბრძოლისთვის, რასაც უნდა მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლება და ეს იქნება ომის მიმდინარეობაში გარდამტეხი ეტაპი. თუ ისეთი აქტიურობა ვეღარ არის, ამაში სხვადასხვა ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის კლიმატურმა პირობებმა. თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის უპირატესობა იზრდება, რასაც ოკუპანტებიც გრძნობენ.

მობილიზაცია რუსეთისთვის სრული კრახი იყო. ამიტომაც გამოაცხადა პუტინმა მისი დასრულების შესახებ. მიხვდა, რომ ეს ვერ მოუტანს ვერც სამხედრო წარმატებას და ვერც ქვეყანაში პოლიტიკური სახის დივიდენდებს. რუსეთში ვითარება ძალზე მძიმეა, ძალოვან უწყებებს შორის დიდი დაპირისპირებაა.

თუკი ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი, უპირველესად უნდა ვიკითხოთ, როგორი იქნება ზამთარი რუსეთისთვის, ამ ორიოდე დღის წინ საინტერესო რამ მოხდა - სელექტორულ თათბირზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შუქი ჩაუქრათ, რაც ძალიან ნიშანდობლივი რამ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაყინვითა და შიმშილით ამოხოცვით ემუქრება. პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირების რიცხვი, რომლებთანაც პირადად ურთიერთობს. უმეტესად ონლაინ უძღვება მთავრობის სხდომებსა თუ სხვა თათბირებს. როგორც ჩანს, მას ფობიები უტევენ და ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება. რაც შეეხება ევროპულ ზამთარს, როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ევროპას გაზის მარაგები, ფაქტობრივად, 100%-ით შევსებული აქვს, რაც არა მარტო ამ ზამთარს ეყოფა, არამედ მის შემდეგაც... ამასთანავე, ევროპის ენერგობაზარი გაცილებით უკეთესად არის დღეს დივერსიფიცირებული, ვიდრე ომის დაწყებისას იყო და ამაშიც აქვს საქართველოს თავისი როლი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაორმაგებაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ გამოვა.

ამის გარდა, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები შევიდა ძალაში და კიდევ ერთი პაკეტი ახალ წლამდე შევა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მისი ნავთობმრეწველობისთვის. იცით, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს მძიმე და სამხედრო მრეწველობაში, წარმოება ნახევარ სიმძლავრეზეც ვერ მუშაობს. იმდენად რთული მდგომარეობა აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეტანაზე გააფორმა ხელშეკრულება. კრემლს უჩნდება პრობლემები ჩინეთთანაც, რომელიც მოკავშირედ მიაჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში სწორედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო, რაც რუსეთთან დაკავშირებით აქვს. შედეგად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

უკრაინისთვისაც ეს ზამთარი რთული იქნება და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ქვეყანაში ომია, მაგრამ პარალელურად იზრდება დასავლეთის დახმარების პაკეტები, მათ შორის აშშ-დანაც. ამ პაკეტებში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარებაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც.

რუსეთმა ხორბლის საკითხით შანტაჟითაც ვერაფერს მიაღწია. განაცხადა, რომ გავიდა მარცვლეულის შესახებ შეთანხმებიდან, მაგრამ ამაზე დასავლეთის პასუხმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. სწორედ ამის დემონსტრირება იყო ის, რომ მსოფლიო არ დაჰყვა რუსეთის შანტაჟს და ექვსივე დატვირთული გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან, რუსეთმა კი ვერაფერი გააკეთა, მეორე დღეს კი განაცხადა, შეთანხმებას ვუბრუნდებიო. მითი რუსეთის ძლიერების შესახებ უაღრესად გადაჭარბებულია. იმპერია ნამდვილად სუსტდება, მაგრამ დღეს რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი. წაიკითხეთ სრულად