აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ცეცხლს უხსნიდა ქალბაჯარის რაიონის მოლაბაირამლისა და ბეზირხანას დასახლებებში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.
თაგვი და ხვლიკი წაიჩხუბნენ, ძერამ კი ორივე წაიღო...რატომ ვერ ხვდებიან, რომ ცეცხლს რუსები ხსნიან და მერე სეირს უყურებენ.
სანამ სომხეთს ფაშინიანი მართავს, იქ მშვიდობა არ დამყარდება